მწვანე ბარათის გათამაშების გარდა გაითვალისწინეთ ისაც რომ ტურისტულ ვიზაზე 1 სამუშაო დღეში საშუალოდ 50-60 კაცი შედის, აქედან მინიმუმ 7-10 ადამიანი დადებით პასუხს იღებს, ხოლო ამ ხალხის 40% საშუალოდ რჩება შტატებში. ეხლა მიამატეთ კიდევ ეს ხალხიც, ასევე გაითვალისწინეთ მეზობელი რუსეთი და სხვა ევროპულ-აზიული ქვეყნები. მთლიანობაში საქართველოში პოლიტიკური კრიზისი კი არა დემოგრაფიული კრიზისი დაიწყება
პ.ს.
მწვანე ბარათის გათამაშებაში გაითვალისწინეთ ისაც, თუ წელიწადში საშუალოდ 700 ადამიანი იგებს ეს არ ნიშნავს რომ 700 ზე მეტი ვერ წავა, რადგან ოჯახში (ცოლ-ქმრის მიერ შევსებული) ერთი წევრის მოგება ნიშნავს მისი მეუღლისა და შვილების 21 წლამდე ასაკის ავტომატურ მოგებას, ეხლა გაითვალისწინეთ რამდენია დაოჯახებული და რამდენს ჰყავს 21 წლამდე შვილი, მემგონი გაორმაგდება ეს ციფრი, მაგრამ 700 მოგებულიდან სადღაც 10% უნდა ჩამოვაჭრათ, რადგან ხდება ისე რომ ძალიან დიდ სარეგისტრაციო ციფრებს იღებენ, რაც იმას ნიშნავს რომ უბრალოდ თუ არ გამოიძახეს გასაუბრებაზე უბრალოდ შედეგი გაუუქმდება, ასევე მეორე ვარიანტი როცა მოგების შემთხვევაში სხვა მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებ, როგორიცაა ჯანმრთელობა, განათლება/კვალიფიკაცია და კრიმინალური წარსული, ასევე არასწორად წარმართვა პროცესისა და შესაბამისად ამოვარდნა გათამაშებიდან.
* * *
DV 2014 - Selected EntrantsGEORGIA - 806
This post has been edited by neox on 9 Nov 2014, 08:32