#42867677 · 15 Nov 2014, 11:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gia_geo
QUOTE | mtavrishvili და მაინც ნომერ პირველად რატომ აღიქვამ.არ არის ეგ არგუმენტი რომ მიშას მერე არაფერი შეუცვლია.შეცვალა.თვით მიშა შეცვალა და საქართველოს მტრობაზე ვეღარ დასწამებ ცილს.ადრე რომ შეეცვლა ერთი 5 წლით ადრე უკეთესიც იქნებოდა ალბათ.მიშაც გადარჩებოდა და დრეს რომ პოლიტიკური გვამია ეგეთი არ იქნებოდა.უფრო შანსი ექნებოდა ხელისუფლებაში კიდევ მოსვლის |
მოდით უფრო კარგად ჩამოვყალიბდეთ ამ საკითხში.
თუ კაცს ჭაში ჩააგდებენ, იგი უნდა შეეცადოს ასეთი არსებული მდგომარეობის შეცვლას, მაგალითად ჭიდან ამოსვლას. ერის საქმეც იგივეა. საქართველომ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა დაჰკარგა 1921 წლის 25 თებერვალს და ამით ქართველი ერი მას შემდეგ დღემდე სწორედ ჭაში ჩაგდებულ იმ კაცს ჰგავს.
უპირველესი რაც საქართველომ უნდა გააკეთოს ის, რომ ამ ჭიდან ამოვიდეს, ანუ დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა აღადგინოს და განვითარდეს, წინ იაროს.
საქართველო კი 1991 წლის 9 აპრილის ყალბი დეკლარაცია მიუხედავად დღემდე იმ ჭაში ზის. სწორედაც რომ არაფერი არ ხდება. არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგა, არც ეკონომიკა მიიწევს წინ და არც ცხოვრების დონე. საქართველოს სამხედრო სიძლიერე კი ნულოვანი კი არა მინუსოვანია. სიტყვისა და ადამიანის უფლებებიც ნულოვანი კი არა მინუსოვანი.
ეს არის ბიძინას გასაოცარი დემოკრატია. ერთი იმას გაიძახის მიშა ხომ მოგაშორეთო. მაგან მიშაც კი ვერ მოგვაშორა. ერთადერთი რაც დღეს საქართველოში ხდება, არის ის რომ დღეს უკვე 15 ნოემბერი და ამ საოცარ დემოკრატიაში ხმას მარტო მიშას აღებინებს.
აბა მიშამ რა უნდა თქვას, მაშინ როცა 9 წელი ხელისუფლების სათავეში იყო და ვერაფერი თქვა. განა საქართველოში სასიკეთო სიტყვის მთქმელი და საქმის გაკეთებული კაცი აღარ არის?!
ბიძინა გაიძახის 3 მილიარდი ლარი დაგახარჯეთო. სინამდვილეში ბიძინამ საქართველოს ხელისუფლებაში ერთი უნარი ბაიყუშები მეორე ბაიყუშებით ჩაანაცვლა და ნაცების დაბრუნების მეტი ყველა პერსპექტივა წაართვა ქვეყანას.
საქართველოს იმ ჭიდან უნდა ამოყვანა. ბიძინა კი ამის საწინააღმდეგოდ პირველ ჯოჯოდ ზის. აი ამიტომ არის იგი საქართველოს პირველი მტერი. ბიძინას შემდეგ საქართველოს ნომერ მეორე მტერი ალბათ მიშაა, მესამე ნატო, მეოთხე რუსეთი და მერე ყველა დანარჩენი.
ახლა არ შემედაოთ თუ რატომ არის ამერიკა მესამე და რუსეთი კი მხოლოდ ნომერ მეოთხე მტერი.
რაც რუსეთმა გვავნო, ყველამ კარგად ვიცით და აღარ გავიმეორებ. მაგრამ დღეს საქართველოზე ამერიკას უფრო მეტი გავლენა აქვს და ამ ჯოჯო სულთამხუთავების საქართველოს თავზე წამოსული დღეს ამერიკის ხელი უფრო ურევია.
|