ვისაც გაინტერესებთ ინფორმაცია ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების პროცედურების შესახებ, აქ დავდებ პროცედურებს და ფასებს:
ინფორმაცია საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის:
ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურა
• გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მსურველმა შესაბამისი განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს.
• განაცხადის ფორმა დამტკიცებულია სემეკის მიერ.
• ლიცენზიატი ვალდებულია განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული.
• თუ 5 დღის ვადაში განმცხადებელს პასუხი არ ეცნობება, განაცხადი ავტომატურად დამტკიცებულად ჩაითვლება.
• თუ განაცხადში გამოვლინდება ხარვეზი, ლიცენზიატს შეუძლია ის დატოვოს განუხილველად.
• თუ განაცხადი არ არის შევსებული სრულყოფილად ან სტანდარტული ფორმის დაცვით, ასეთ შემთხვევაში მსურველმა ხელახლა უნდა წარადგინოს განაცხადი.
• განაცხადის დამტკიცების შემდეგ, განაწილების ლიცენზიატი განმცხადებელს დაუყოვნებლივ ანიჭებს აბონენტის ნომერს და ატყობინებს მას.
• მას შემდეგ რაც მიენიჭება აბონენტის ნომერი და ამის შესახებ ეცნობება, განმცხადებელმა 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაიხადოს ქსელზე მიერთების საფასურის 50%, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა გადაიხადოს ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებიდა 5 სამუშაო დღეში(თუ მხარეები წერილობით არ არიან შეთანხმებულნი გადახდის სხვა პირობებზე).
• 0-6 კუბ.მ/სთ სიმძლავრის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური განწილვადებულია 16 თვეზე, შესაბამისად განმცხადებელი ტოველთვიურად იხდის 25 ლარს. პირველი შენატანი უნდა გაკეთდეს განაცხადის დამტკიცებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო დარჩენილი თანხა –ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებიდან 15 თვის განმავლობაში.
• ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს პერიოდს განაცხადის მიღებიდან ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე.
• თუ ახალი მომხმარებელი არ იმყოფება ადგილზე, ან მისი შიდა ქსელი არ არის მზად მიერთებისათვის, ლიცენზიატი ვალდებულია შეადგინოს მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტი და მრიცხველი დალუქოს. ასეთ შემთხვევაში გაზით მომარაგების თარიღად ჩაითვლება მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი. გაზით მომარაგება დაიწყება ახალი მომხმარებლის წერილობთი მოთხოვნის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
• განაცხადის დამტკიცება განაწილების ლიცენზიატს აკისრებს ვალდებულებას განმცხადებელს გაუწიოს მომსახურება განაცხადით გათვალისწინებული პირობების სესაბამისად და უზრუნველყოს იგი მომსახურების სრული ტექნოლოგიური ციკლით.
• განაცხადის დამტკიცება განმცხადებელს ავალდებულებს დროულად გადაიხადოს მიერთების საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობები.
• განაწილების ლიცენზიატის მიერ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის ვადების დარღვევის შემთხვევაში მიერთების საფასური შემცირდება–განახევრდება.
• თუ ქსელზე მიერთების პერიოდის ვადის დარღვევა გამოწვეულია ადმინსტრაციული ორგანოს მიერ (თანხმობის ან ნებართვის გაცემა), ასეთ შემთხვევაში გადაცილებული დღეები ლიცენზიატს არ ეთვლება ვადის დარღვევად. ვადის ასეთი გაჭიანურების შესახებ განაწილების ლიცენზიატმა უნდა აცნობოს განმცხადებელს.
• ახალი მომხმარებლის მხრიდან საფასურის გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში.
* * *
საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა საყურადღებოდ:
ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება არაგაზიფიცირებულ დასახლებაში
- თუ გამანაწილებელ ქსელზე ხდება ისეთი ახალი მომხმარებლის/მომხმარებლების მიერთება, სადაც გაზიფიცირება არ არის, ასეთ შემთხვევაში მსურველსა და გამანაწილებელ ლიცენზიატს შორის უნდა შედგეს ურთიერთშეთანხმება, მათ შორის მიერთების საფასურზეც. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მიერთების მსურველს შეუძლია მიმართოს სხვა კომპანიას და თვითონ (ან ამ სხვა კომპანიის მეშვეობით) უზრუნველყოს საჭირო საპროექტო და სამშენებლო–სამონტაჟო სამუშაოები.
- განაწილების ლიცენზიატი ყველა შემთხვევაში ვალდებულია უფასოდ გასცეს ტექნიკური პირობა განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მიერთების წერტილზე, მიერთების წნევის საფეხურზე და მისაერთებელ პიკურ სიმძლავრეზე.
- ტექნიკური პირობის მომზადებისას განაწილების ლიცენზიატმა მიზანშეწონილობიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს მიერთების წერტილი და ამ მიერთებისთვის საჭირო სხვა მოთხოვნები ისე, რომ ეს დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯებთად.
- მიერთების მსურველი (შეუთანხმებლობის შემთხვევაში) ვალდებულია სრულად დაიცვას ტექნიკური პირობის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს არ მოახდინოს მისი გამანაწილებელ ქსელზე მიერთება.
- ტექნიკური პირობის ვადა არ შეიძლება იყოს 12 თვეზე ნაკლები.
- განაწილების ლიზენზიატს არ შეუძლია ტექ.პირობის ცალმხრივად შეცვლა მისი მოქმედების ვადის განმავლობაში.
- იმის მიუხედავად, თუ ვინ ასრულებს სამუშაოებს, განაწილების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა (მსურველის მიერ მითითებულ პერიოდში), აღრიცხვის კვანძის მოწყობა და გამანაწილებელ ქსელზე შეჭრის სამუშაოების განხორციელება.
- ტექნიკური ზედემხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასური განისაზღვრება შემდეგი პაკეტების მიხედვით
მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური ცხრილის სახით იხილეთ მიმაგრებულ ბმულში:
http://gnerc.org/uploads/26.PDF * * *
საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის:
ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება გაზიფიცირებულ დასახლებაში
- გამანაწილებელი სქელის ახალ მომხმარებლად ითვლება მხოლოდ ის ობიექტი, რომელიც არასოდეს ყოფილა მიერთებულ გამანაწილებელ ქსელზე და საერთოდ არ მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი, ასევე თუ ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და გამოყოფილი ქონების მესაკუთრე მოითხოვს ახალ აბონენტად რეგისტრაციას.
- ახალი მომხმარებლის (დაბალი წნევის (<0,005მპა)ახალი მომხმარებლის) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური ვრცელდება გაზიფიცირებულ დასახლებაში, განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული ქსელიდან 300 მ რადიუსში.
- გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური მისაერთებელ წნევასა და სიმძლავრეზე შეთავაზებული პაკეტების მიხედვით. იგი წარმოადგენს ერთჯერად გადასახადს.
- ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების სამუშაოები უნდა შეასრულოს მხოლოდ შესაბამისმა განაწილების ლიცენზიანტმა, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს ყველა საჭირო სამუშაო და ხარჯი: ქსელის გაყვანა, მიერთებისათვის საჭირო საშუალებების შეძენა, საპროექტო–სამშენებლო სამუშაოები და მის შესრულებასთან დაკავშირებული თანხმობისა და ნებართვის მოპოვება, აღრიცხვის კვანძის მოწყობა და გაზით მომარაგების დაწყება.
- თუ საყოფაცხეოვრებო მომხმარებლის განაცხადში ასევე მოთხოვნილია შიდა ქსელის მოწყობა, მაშინ ლიცენზიატი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ახალი მომხმარებლის შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობა და ბუნებრივი გაზის ერთი ხელსაწყოს დაერთება მითითებულ ადგილზე. მიერთების შედეგად, ქსელი მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიამდე, აღრიცხვის კვანძი მიუხედავად მისი ადგილმდებარეობისა და სხვა საშუალებები წარმოადგენს ლიცენზიატის საკუთრებას, ხოლო საცხოვრებელ ადგილში – მომხმარებლის საკუთრებას.
- ახალი მომხმარებლის მიერთების პროცესში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განმცხადებელთან ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ უფლებამოსილი პირის მეშვეობით.
- მას შემდეგ რაც განმცხადებელი გახდება აბონენტი, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია მოემსახუროს მას სემეკის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად და მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად.
* * *
ინფორმაცია არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის:
ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურა:
• გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მსურველმა შესაბამისი განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს.
• განაცხადის ფორმა დამტკიცებულია სემეკის მიერ.
• ლიცენზიატი ვალდებულია განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული.
• თუ 5 დღის ვადაში განმცხადებელს პასუხი არ ეცნობება, განაცხადი ავტომატურად დამტკიცებულად ჩაითვლება.
• თუ განაცხადში გამოვლინდება ხარვეზი, ლიცენზიატს შეუძლია ის დატოვოს განუხილველად.
• თუ განაცხადი არ არის შევსებული სრულყოფილად ან სტანდარტული ფორმის დაცვით, ასეთ შემთხვევაში მსურველმა ხელახლა უნდა წარადგინოს განაცხადი.
• განაცხადის დამტკიცების შემდეგ, განაწილების ლიცენზიატი განმცხადებელს დაუყოვნებლივ ანიჭებს აბონენტის ნომერს და ატყობინებს მას.
• მას შემდეგ რაც მიენიჭება აბონენტის ნომერი და ამის შესახებ ეცნობება, განმცხადებელმა 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაიხადოს ქსელზე მიერთების საფასურის 50%, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა გადაიხადოს ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებიდა 5 სამუშაო დღეში(თუ მხარეები წერილობით არ არიან შეთანხმებულნი გადახდის სხვა პირობებზე).
• ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს პერიოდს განაცხადის მიღებიდან ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე.
• თუ ახალი მომხმარებელი არ იმყოფება ადგილზე, ან მისი შიდა ქსელი არ არის მზად მიერთებისათვის, ლიცენზიატი ვალდებულია შეადგინოს მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტი და მრიცხველი დალუქოს. ასეთ შემთხვევაში გაზით მომარაგების თარიღად ჩაითვლება მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი. გაზით მომარაგება დაიწყება ახალი მომხმარებლის წერილობთი მოთხოვნის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
• განაცხადის დამტკიცება განაწილების ლიცენზიატს აკისრებს ვალდებულებას განმცხადებელს გაუწიოს მომსახურება განაცხადით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად და უზრუნველყოს იგი მომსახურების სრული ტექნოლოგიური ციკლით.
• განაცხადის დამტკიცება განმცხადებელს ავალდებულებს დროულად გადაიხადოს მიერთების საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობები.
• განაწილების ლიცენზიატის მიერ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის ვადების დარღვევის შემთხვევაში მიერთების საფასური შემცირდება–განახევრდება.
• თუ ქსელზე მიერთების პერიოდის ვადის დარღვევა გამოწვეულია ადმინსტრაციული ორგანოს მიერ (თანხმობის ან ნებართვის გაცემა), ასეთ შემთხვევაში გადაცილებული დღეები ლიცენზიატს არ ეთვლება ვადის დარღვევად. ვადის ასეთი გაჭიანურების შესახებ განაწილების ლიცენზიატმა უნდა აცნობოს განმცხადებელს.
• ახალი მომხმარებლის მხრიდან საფასურის გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში.
* * *
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა საყურადღებოდ:
ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება არაგაზიფიცირებულ დასახლებაში
- თუ გამანაწილებელ ქსელზე ხდება ისეთი ახალი მომხმარებლის/მომხმარებლების მიერთება, სადაც გაზიფიცირება არ არის, ასეთ შემთხვევაში მსურველსა და გამანაწილებელ ლიცენზიატს შორის უნდა შედგეს ურთიერთშეთანხმება, მათ შორის მიერთების საფასურზეც. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მიერთების მსურველს შეუძლია მიმართოს სხვა კომპანიას და თვითონ (ან ამ სხვა კომპანიის მეშვეობით) უზრუნველყოს საჭირო საპროექტო და სამშენებლო–სამონტაჟო სამუშაოები.
- განაწილების ლიცენზიატი ყველა შემთხვევაში ვალდებულია უფასოდ გასცეს ტექნიკური პირობა განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მიერთების წერტილზე, მიერთების წნევის საფეხურზე და მისაერთებელ პიკურ სიმძლავრეზე.
- ტექნიკური პირობის მომზადებისას განაწილების ლიცენზიატმა მიზანშეწონილობიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს მიერთების წერტილი და ამ მიერთებისთვის საჭირო სხვა მოთხოვნები ისე, რომ ეს დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯებთად.
- მიერთების მსურველი (შეუთანხმებლობის შემთხვევაში) ვალდებულია სრულად დაიცვას ტექნიკური პირობის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს არ მოახდინოს მისი გამანაწილებელ ქსელზე მიერთება.
- ტექნიკური პირობის ვადა არ შეიძლება იყოს 12 თვეზე ნაკლები.
- განაწილების ლიზენზიატს არ შეუძლია ტექ.პირობის ცალმხრივად შეცვლა მისი მოქმედების ვადის განმავლობაში.
- იმის მიუხედავად თუ ვინ ასრულებს სამუშაოებს, განაწილების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა (მსურველის მიერ მითითებულ პერიოდში), აღრიცხვის კვანძის მოწყობა და გამანაწილებელ ქსელზე შეჭრის სამუშაოების განხორციელება.
- ტექნიკური ზედემხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასური განისაზღვრება შემდეგი პაკეტების მიხედვით.
* * *
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთათვის:
ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება გაზიფიცირებულ დასახლებაში
- გამანაწილებელი სქელის ახალ მომხმარებლად ითვლება მხოლოდ ის ობიექტი, რომელიც არასოდეს ყოფილა მიერთებული გამანაწილებელ ქსელზე და არ მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი, ასევე თუ ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და გამოყოფილი ქონების მესაკუთრე მოითხოვს ახალ აბონენტად რეგისტრაციას.
- ახალი მომხმარებლის (დაბალი წნევის (<0,005მპა)ახალი მომხმარებლის) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური ვრცელდება გაზიფიცირებულ დასახლებაში, განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული ქსელიდან 300 მ რადიუსში.
- გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური, მისაერთებელ წნევასა და სიმძლავრეზე შეთავაზებული პაკეტების მიხედვით, წარმოადგენს ერთჯერად გადასახადს.
- ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების სამუშაოები უნდა შეასრულოს მხოლოდ შესაბამისმა განაწილების ლიცენზიანტმა, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს ყველა საჭირო სამუსაო და ხარჯი: ქსელის გაყვანა, მიერთებისათვის საჭირო საშუალებების შეძენა, საპროექტო–სამშენებლო სამუშაოები და მის შესრულებასთან დაკავშირებული თანხმობისა და ნებართვის მოპოვება, აღრიცხვის კვანძის მოწყობა და გაზით მომარაგების დაწყება.
- გამანაწილებელ ქსელზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერთებისას მისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გაფორმებული აქვს მიწოდების ხელშეკრულება მიმწოდებელთან.
- ახალი მომხმარებლის მიერთების პროცესში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განმცხადებელთან ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ უფლებამოსილი პირის მეშვეობით.
- მას შემდეგ რაც განმცხადებელი გახდება აბონენტი, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია მოემსახუროს მას სემეკის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად და მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად.
* * *
ბუნებრივი გაზის დაბალ წნევაზე მიერთების საფასური
ბუნებრივი გაზის მოხმარების დაბალი წნევის საფეხურზე 0–6 კუბ.მ/სთ სიმძლავრეზე, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი განისაზღვრება 40 სამუშაო დღით და მიერთების საფასური დღგ–ს ჩათვლით შეადგენს 400 ლარს. სემეკის ინფორმაციით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნული სიმძლავრის მომხმარებელია.
სემეკის მიერ შემუშავებული სხვა პაკეტები ასევე დაბალ წნევაზე, ძირითადად, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი.
7–10 კუბ.მ/სთ სიმძლავრეზე, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი განისაზღვრება 40 სამუშაო დღით და მიერთების საფასური დღგ–ს ჩათვლით შეადგენს 1800 ლარს.
11–16 კუბ.მ/სთ სიმძლავრეზე, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი განისაზღვრება 40 სამუშაო დღით და მიერთების საფასური დღგ–ს ჩათვლით შეადგენს 2800 ლარს.
17–25 კუბ.მ/სთ სიმძლავრეზე, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი განისაზღვრება 45 სამუშაო დღით და მიერთების საფასური დღგ–ს ჩათვლით შეადგენს 3000 ლარს.
26–40 კუბ.მ/სთ სიმძლავრეზე, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი განისაზღვრება 45 სამუშაო დღით და მიერთების საფასური დღგ–ს ჩათვლით შეადგენს 3500 ლარს.
41–65 კუბ.მ/სთ სიმძლავრეზე, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი განისაზღვრება 45 სამუშაო დღით და მიერთების საფასური დღგ–ს ჩათვლით შეადგენს 11500 ლარს.
66–100 კუბ.მ/სთ სიმძლავრეზე, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი განისაზღვრება 45 სამუშაო დღით და მიერთების საფასური დღგ–ს ჩათვლით შეადგენს 12500 ლარს.
101–160 კუბ.მ/სთ სიმძლავრეზე, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი განისაზღვრება 90 სამუშაო დღით და მიერთების საფასური დღგ–ს ჩათვლით შეადგენს 16500 ლარს.
161–250 კუბ.მ/სთ სიმძლავრეზე, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი განისაზღვრება 90 სამუშაო დღით და მიერთების საფასური დღგ–ს ჩათვლით შეადგენს 16500 ლარს.
251–400 კუბ.მ/სთ სიმძლავრეზე, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი განისაზღვრება 90 სამუშაო დღით და მიერთების საფასური დღგ–ს ჩათვლით შეადგენს 22000 ლარს.
401–650 კუბ.მ/სთ სიმძლავრეზე, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი განისაზღვრება 90 სამუშაო დღით და მიერთების საფასური დღგ–ს ჩათვლით შეადგენს 25500 ლარს.
651–1000 კუბ.მ/სთ სიმძლავრეზე, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი განისაზღვრება 90 სამუშაო დღით და მიერთების საფასური დღგ–ს ჩათვლით შეადგენს 29500 ლარს.
1001–1600 კუბ.მ/სთ სიმძლავრეზე, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი განისაზღვრება 90 სამუშაო დღით და მიერთების საფასური დღგ–ს ჩათვლით შეადგენს 30500 ლარს.