#42852290 · 13 Nov 2014, 21:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს საღამოს 8 საათისთვის ვიყავი გასული მარტო. ეზო მიმასწავლეს და იოლად მივაგენი, მაგრამ მთლიანად ჩაბნელებული აღმოჩნდა. არც ერთი ბინიდან არც ადამიანის ხმა და არც სინათლის ნასახი არ გამოდიოდა. მრავალბინიანი იტალიური ეზოა. თუმანიანის ქუჩიდან ჩამოდის ძალიან ვიწრო ქუჩა ლესელიძეზე. აქვს სართული, რომელიც მიწის დონეზე დაბლაა და ორი სართული ზემოდან. სამწუხაროდ ვერავინ ვნახე რამე რომ გამერკვია. ბატონი არჩილის შვილთან გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ დამაფიქრა… აუცილებლად უნდა შევხვდე შვილს… აქამდე ფეისბუკში გამოქვეყნებული არავის სტატუსი არ დაგვიკოპირებია ნინო გუგეშაშვილის იუმორისტული ჩანაწერის გარდა. ჩვენ ჟურნალისტები არ ვართ და რეიტინგულ თემებზე არ ვნადირობთ ტრაფიკის გაზრდის და რეკლამის მოზიდვის მიზნით... ორი წელია ინტერნეტში საუბარი მიდის არჩილ ჩიხლაძის მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაზე. არც ერთი კონტრარგუმენტი არ გამოქვეყნებულა. ორი წელია ვფიქრობთ რა შეიძლება გაკეთდეს ისეთი ამ დუეტისთვის, რაც მოწყალება ან დახმარება კი არა, მათი დანატოვარის და შექმნილის დაფასება იქნებოდა და გუშინწინ ვკითხულობ ასეთ სტატუსს თანაც მხოლოდ მეგობრებისთვის ხილვადობით გამოქვეყნებულს. უბედურება ისაა, რომ ფეისბუკის სეთინგებში ბევრი ვერ ერკვევა და საქველმოქმედო ბმულები და ღონისძიებებიც კი მინახავს მხოლოდ მეგობრებისთვის ხილვადობით... სიცივე, სკვერში სკამზე წამოწოლილი 80 წელს გადაცილებული კაცი. თან რა კაცი, სტატუსი ადამიანისგან, რომელსაც პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ნანახი მაქვს ორი წლის წინანდელი ვიდეოჩანაწერები, რომლითაც ამ დუეტის არსებობა შეახსენა საზოგადოებას და...
This post has been edited by AraGviani on 13 Nov 2014, 21:36
--------------------
https://mobilisinmobilige.blogspot.com/ http://www.youtube.com/user/AraGviani/videos
|