ეს ისე, ცოტა განტვირთვისათვის:
ისე რა საოცრებაა - ამერიკელებმა ჯერ კიდევ ჯორჯ ვოშინგტონის დროს არამარტო ის იცოდნენ, რომ შეიქმნებოდა ბოროტების იმპერია საბჭოთა კავშირის სახით, არამედ ისიც, რომ ეს იმპერია დაინგრეოდა და იშობოდა თავისუფალი გურჯისტანი. სწორედ ამიტომ, თავიანთ ვალუტას დოლარი, ანუ რუსული ბარბარიზმებით მოსაუბრე აქაურებისთვის უფრო გასაგები რომ ყოფილიყო доლარი დაარქვეს - აქაოდა ლარამდე ჩვენ ვარსებობდითო, არ დაგავიწყდეთო. ეს ცხადად ადასტურებს იმასაც, რომ საქართველო გაბრწყინდება,

რაკიღა ამერიკელები საუკუნეების წინ ეცადნენ ჩვენი მომავალი დიდების თანაზიარნი ყოფილიყვნენ.

ამას გარდა, ღრმად საკრალური აზრია ჩადებული ინგლისურ ტრანსკრიბციაშიც - doლარი - ანუ რამე გააკეთეთო, მაინც და მაინც 5 ან 6-ამდე ნუ მიუშვებთო, იმედი გქონდეთო.

და განა არ დაეჯერებათ? ამას გარდა. დოლარი... დო - ეს ხომ პირველი ნოტია მუსიკაში! საწყისი! არ გახსენდებათ განა იოანე ზოსიმეს სიტყვები? დასაბამითგან - ანუ დო- ლარი!
კიდევ უფრო გამაოგნებელია ჩინური ტრანსკრიბცია - დო (დუ 渎) ჩინურად თხრილს\უბედურებას ნიშნავს. განა ვერ ხვდებით? - ლარის კურსი რომ თხრილში ჩავარდება ეს დიდი უბედურება იქნებაო? დუ-ლარი! და აქვე, არანაკლებ გამაოგნებელი ხა-დუ-რი! ანუ ადამიანი, რომელიც ჩააგდებს ლარს თხრილში და გააუბედურებს ხალხს! მაგრამ ნუ გეშინიათ, იგივე ჩინური გვეხმარება: ლაო (労) - შრომა, ხელით შრომა! ანუ იშრომეთო და გურჯისტანი გაბრწყინდებაო, - გვეუბნებიან ჩინელი ბრძნები - ხა-დუ-რის და სხვა დუ-რების მიუხედავადო!

ასე რომ დევიკაპიწოთ ხელები და წინ!
This post has been edited by ნიყვი on 1 May 2015, 15:59