როგორ წარმომიდგენია და უნდა დაიწყო საკუთარი ძირეული მოთხოვნილებების თავად დაკმაყოფილება და მერე გადახვიდე მოერად მოთხოვნინებებზე.
აქ მაინცდამაინც მანქანათმშენებლობაზე არაა საუბარი, თუმცა სასაცილოა, სახნავი ტრაქტორები (არ მაქვს საუბარი, მაგალითად, სამთო-მომპოვებლურ ტექნიკაზე) ჩინეთიდან და ბელარუსიდან შემგვყავდეს.
მაგხელა მასშტაბის უცხოელი ინვესტორი რომ შემოვა, შემოვა ფილიალით, ხომ? დავუშავთ, აწარმოა მერსედესი და დასაქმებულთა საერთო რაოდენობიდან 80%-85% დაასაქმა უცხოელი, იაფი მუშახელის "პონტში" (რადგან მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები უნდა ჰქონდესო, მაგან იხაროს და ჩვენი დედაცო

), ხოლო კიდევ 1-2% ასევე უცხოელი, დასავლეთელი, მაღალკვალიფიციური პერსონალის და მენეჯმენტის "პონტში". რას იღებს ამით სახელმწიფო? იღებს მხოლოდ გადასახადებს (ძირითადად მოგების და საშემოსავლოს). თვითონ მოგება, ფულის მასა (ამ შემთხვევაში უცხოური ვალუტის, დოლარის მასა, - რადგან ექსპორტზე გავა) უდიდესი ალბათობით გაედაიქაჩება საზღვარგარეთ, რადგან ასეთი კომპანიებისთის და კორპორაციებისთვის სადღაც, საქართველოსხელა სახელწიფოებში წარმოების ქონა არ ნიშნავს იმას, რომ მიღებული მოგების რეინვესტიცია მოახდინოს იმავე სახელმწიფოს ფარგლებში, რადგან მასეთი პოლიტიკის მატარებელი კომპანიები მსოფლიოს ჰყოფენ მცირე რეგიონებად და ესწრაფვიან თავიანთი სამოქმედო სივრიცის გაფართოებას ბაზრების მოპოვების და ამავდროულად ხარჯების შემცირების მიზნით და მათთვის ნაკლებად პრიორიტტეულია, კონკრეტულად რომელიმე ციცქნა ქვეყანაში წარმოების გამძლავრება-გაფართოება. დიდი ქვეყანა რომ ვიყოთ, კიდევ ჰო. მაშინ მოვიცავდით ასეთ რამდენიმე რეგიონს და მათ მიერ ახალი რეგიონის ათვისება ჩვენთვის რეინვესტიციის ტოლფასი იქნებოდა. ამ შემთხვევაში კი, გააკეთებს აქ იმხელას, რომ შესძლოს მათივე მონიშნული/შემოსაზღვრული რეგიონის დაკმაყოფილება და არ შეეცდება საქართველოდან მოამარაგოს, ვთქვათ, ალჟირის ბაზარი.
კარგი, მიიღო სახელმწიფომ შემოსავლები გადასახადების სახით. ამასთანავე, გაიზარდა მშპ. ავიწიეთ სადღაც და რომელიღაც რეიტინგში. თვითონ ამ ქვეყნის მოსახლეობას ამით რა სარგებელი, პროგნოზირებად პერსპექტივაში? (ოდესღაც რომ მშპ სამართილანად და საკმარისად გადანაწილდება (ან შეიძლება არც გადანაწილდეს) და ეს აისახება მოქალაქის ჯიბეზე, ეს ნაკლებად გასათვალისწინებელი არგუმენტია, ამ შემთხვევაში)
ეს ხახლი რას ჩივის დღეს, - სულ მოსახლეზე მშპ არისო დაბალი, ამას ჩივის?
ამიტომაც, გაცილებით პრიორიტეტულია, რომ ფულის მასა დარჩეს ადგილზე, რისი მიღწევაც ჩვენს შემთხვევაში, ჩემი აზრით, მხოლოდ ადგილობრივი (ადგილობრივების) წარმოებით და შედარებით მცირე "გაქანების" უცხოელი ინვესტორებით არი შესაძლებელი, რადგან ამ უკანასკნელებმა შეიძლება მოისურვონ ადგილზე რეინვესტირება (ნუ დივიდენდებს ალბათ მაინც გადაქაჩავენ ეს უცხოელი ინვესტორი კერძო პირები თავიანთ სამშობლოებში) და ამის მერე აქვს აზრი მაგხელა ინვესტორების ყოლს.
დიდი ინვესტორები რეინვესტიციას მოხდენენ მხოლოდ იმ დარგებში, რომელბიც დაკავშირებულია ბუნებრივი რესურსის გამოყენებასთან. ასეტი კი ძალიან ცოტა გვაქვს.
This post has been edited by Shurige on 13 May 2015, 21:28