დოლარი არა მგონია დაბლა წავიდეს.
ყველა ეკონომიკური მაჩვენებლებით ა.შ.შ.- ს კარგი მომავალი ეჯღანება.
პოლიტიკურ ასპექტშიც ძლიერად გამოიყურება - დემოკრატების მთავარი კოზირი მოახლოებულ არჩევნებში სწორედ ეკომომიკაა.
აწევითაც აღარ უნდა აიწიოს - მსოფლიო ბაზარზე - ძვირი დოლარი მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს ექსპორტს. (საერთო ეკონომიკის 20პროც.)
საკმაო ხანია ელოდებიან ევროპაში რომ FED-ი აწევს interest rate-ს ( საპროცენტო განაკვეთს) და შემოსავალის გაზრდით დოლარს დააბავს,
წინააღნდეგ შემთხვევაში ახლო მომავალში რეცესიის შანსი უზარმაზარია - თუმცა ფედერალური ბანკი არ ჩქარობს.
ევროსაც არაფერი ემუქრება. ყველა ადგილობრივი ბირჟა დადებით მაჩვენებლებშია ექსპორტის ზრდის გამო.
გარდა ამისა ა.შ.შ.-ს დადებითი მაჩვენებლები ევრო ეკონომიკის პირველი ლოკომოტივია
საბერძნეთის პრობლემები ლოკალიზებულია და მთლიან ევრო ზონას საფრთხეს ვერ შეუქმნის.
ძვირი ევრო არ აწყობს ევროპას და არც გაიზრდება ძველებურად - დიდი შანსია ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს როდესაც იგი ბრუნვაში შემოვიდა 1,17 (2002) და დარჩეს მანდ.
კონკრეტულად ლარს რაც შეეხება; მიმოიხედეთ ირგვლივ და თავად განსაჯეთ.
შორიდან (საქართველოში არ ვიმყოფები) მუქ ფერებში მოჩანს ლარის მომავალი - როგორც პოლიტიკური (სტაბილურობა) ასევე ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით.
თუმცა შეიძლება ბიძინას რამე საინტერესო ედოს გულში. - ჩემზე კარგად წესით კი უნდა იცოდეს რა მომავალი აქვს ლარს.