#42899255 · 18 Nov 2014, 16:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2 წელია მოკვდაო იძახიან, გავასვენეთო, დავმარხეთო... მერე ყოველდღე ამოთხრილი ხვდებათ ფანჯრის (ეკრანის) წინ და ისევ მარხავენ და უხდიან პანაშვიდს... და ყოველ დილას შიშით ახელენ თვალს დანერვოზებული, ამოთხრილს რა უჭირს, ცოცხალი არ დაგვხვდესო...
ეეეეჰ, კარგით რა! არ ჯობია უბრალოდ დამამშვიდებელი მიიღონ, ცხოვრება გააგრძელონ და საფლავის ყოველდღე თხრის მაგივრად აკეთონ ის საქმე რისთვისაც ხელფასებს და პრემიებს იღებენ!
რად უნდა თვლა რამდენი კაცი მივიდა 15 ნოემბერს, ხომ დათვალეს 2-ჯერ თავად 2 არჩევნებში, ხომ იციან რომ ყოველი მესამე თუ არა, ყოველი მეოთხე მაგათ ღამის კოშმარს უჭერს მხარს. ეს არ შეიცვლება! ვინც არ დაიჯერა ცოცხი და სისხლისმსმელობა - აწი აღარ დაიჯერებს, ხოლო ვინც დაიჯერა რა ნახა კარგი, რა სარგებელი?
--------------------
Maker Looking for Taker
|