დაღლილობის მიუხედავად მაინც გადავხედე სოციალურ ქსელებს:
ფბ და ფორუმს.
და ჩემდა სამწუხაროდ,კიდევ ერთხელ შევიგრძენი მთელი სიმძაფრით, რამხელა უფსკრულია ჩემსა და ჩემს მეგობრებს ერთის მხრივ და იმ საცოდავ ადამიანებს შორის -მეორეს მხრივ.,რომლებიც თურმე მთელი დღე ნერვიულად აკაკუნებენ კლავიატურას,ითვლიან დროშებს, თავებს, კვადრატულ მეტრებს,ღლიცინებენ ბოღმას და შხამს აფრქვევენ და წერენ წერენ გაუთავებლად,ისტერიულად-ნაციონალები, ნაცები,ნაციონალები ნაციონალები,ნაცები....
არადა მიტინგის შემდეგ ჩემს მეგობრებთან ერთად დღევანდელი დღის შედეგები რომ შევაჯამეთ,გაგეცინებათ და ნაციონალები და ამ აქციის პარტიული ბენეფიტები საერთოდ არ გვიხსენებია

))
საქართველოს მოქალაქეებო, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად!
დღეს ჩვენ, ჩვენი და თქვენი საერთო ინტერესების, ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერესების დასაცავად ვიყავით შეკრებილები..
ძალიან ბევრი ადამიანი იყო დღეს რუსთაველის გამზირზე.
არ ვიცი 25 000 თუ 40 000
მე ქოცებისგან განსხვავებით კჯვადრატული მეტრები არ მითვლია,გამოცდილებით შევაფასე დაახლოებით..
ჰოდა ჩვენ ყველამ დღეს რუსთაველის გამზირიდან,თქვენი სახელითაც სხვათაშორის, ოთხი მთავარი მესიჯი გავაგზავნეთ
1. რუსეთის ხელისუფლებას:
ვოვა, მთლად ისე არაა საქმე,როგორც აქაური აგენტები და ინფორმატორები გეუბნებიან-არაა საქართველო უფროს ძმასთან ჩასახუტებლად გამზადებული..
კიევის მაიდანი ხომ გახსოვს?
ჰოდა იქნებ კარგად დაფიქრდე და საქართველოსთან მიმართებაში გეგმებს გადახედო...
2.დასავლეთს:
ქართველი ხალხი მზადაა ბოლომდე იბრძოლოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური არჩევანისთვის
თქვენც ხომ გახსოვთ კიევის მაიდანი? გაიხსენეთ,რამდენი,რბილად რომ ვთქვათ უხერხულობა შეგიქმნათ ..
ჰოდა თქვენც კარგად დაფიქრდით,,

3. საქართველოს ხელისუფლებას:
მიხედეთ ქვეყანას
შეწყვიტეთ მტერთან ყოვლად უმსგავსო კეკლუცობა
შეაჩერეთ მავნებლური პროექტები..
შეწყვიტეთ კოლაბორაციონიზმი..
გააქტიურდით დასავლეთთან, თხოვეთ,მოსთხოვეთ ჩვენს მეგობრებს აქტიურად იმოქმედონ და არ დაუშვათ აფხაზეთის ანექსია რუსეთის მიერ...
თქვენც ხომ გახსოვთ კიევის მაიდანი და უკრაინის კოლაბორაციონისტული ხელისუფლების დასარული...
4, იმ აფხაზეთს, რომელსაც სკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნება სურს, და ხალხიყლაპია რუსეთის ლუკმად არ უნდა იქცეს...
ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!
ჩვენ საერთო სამშობლო გვაქვს!
აი ამიტომ ვართ მე და ჩემი მეგობრები დღევანდელი ხალხმრავლობით კმაყოფილები
თქვენ კი ჩარგეთ თავები კლავიატურაში და გააგრძელეთ კაკუნი
1000 ნაცი,5000 ნაცი, რეგიონებიდან ამდენი, თბილისელი ამდენი
იქ ბუჩქთან მჭიდროდ იდგენენ , აქეთ დროშები ფარავდათ..
დავწერდი- ვაი თქვენს პატრონს თქო
მაგრამ მართლა ვაი,რომ თქვენი პატრონები ისევ ჩვენ ვართ მგონი....