იქნებ მართლა აქვთ მოსალოცი?
საბჭოთა ანექსია-ოკუპანტობა დააგვირგვინეს პუტჩისტურად და ,,პრიხვატიზატორულად'' ქართველმა ვითომ კომუნისტებმა...
კუდის რიკამდე ძარცვეს საქართველოს მოსახლეობა, დევნილებად, ემიგრანტებად და უუფლებოებად აქციეს, გააღატაკეს ქვეყანა და ნამეტანად რომ მოსუქდნენ თავისსავე ხელოვნურად ქმნილ საღორე-ჭაობში --- იყნოსეს შურისგების ჟამის მოახლოება ლინჩისა...
და სასწრაფოდ დადგეს სპექტაკლი ,,ახალგაზრდული'' --- თავიანთივე, შავი დღისათვის გამოზრდილ შვილ-შვილობილ ლეკვთა ავანგარდით.
ფასადური აღორძინების და შერჩევითი სამართლით მიიღეს ამ ,,მამა-ბაბუებმა'' ხანდაზმულობითი ულუსტრაციო ამნისტირებები და ტექნიკურად მეორე ფარული ფრონტით უზარმაზარი დანაზოგ-რესურსების მქონე ქვეყანა უზარმაზარ ვალებში ჩაფლეს, საიდანაც კვლავ მოტეხეს-ტეხავენ თავიანთი შაკლურ-ვამპირულ წილებს...
მაგრამ.... როდესაც დაინახეს, რომ ამ ,,ახალგაზრდებმა'' მათებური ხეზე ასვლის სწავლაც დაიწყეს და ისტორიაც ახსოვთ, რომ მამა მეფეებს უმეტესად ისევ მემკვიდრენი ამხობდნენ ტახტის, სკიპტრის და გვირგვინის სიხარბით --- შვილ-შვილობილ ავად ზრდილთა გადასარჩენად ახალი საოცნებო სპექტაკლი მოაწყვეს, რადგან კვლავ იყნოსეს ორმაგი ლინჩის სუნი...
და უცებ ,,მოწმენდილ ცაზე'' გაისმა გადამრჩენი სიტყვა-გამნაღმველი --- კოჰაბიტაცია! --- და მოქ-ნაც- ქოც სატანის ლეგიონმა კულუარული ანაკონდა შემოასრიალ-გამოასრიალა ავანსცენაზე....
ერის ინტელექტუალურ ელიტობაზე პრეტენზიის მქონე ავტორიტეტული და ფრიად განათლებული ადამიანები ფარულად უხვად ფინანსდებოდნენ, რათა მაძღრები დაბრმავებულ-დაყრუებულიყვნენ საპატრონოსაგან გაუცხოებულნი და საარსებოზე კუჭით ჩამომხრჩვალები.
თვით სატანაც გაოცებულია ღვთისმშობლის წილხვდომილში ასეთი უზარმაზარი და ჯერ არნახულ-სმენილი წარმატებით, რომ თვით სულიერ მესაჭედ წოდებული მუდმივად აკურთხებდა ამ ,,ელიტას'' და გაღატაკებულ-ფსევდო მრევლს მუდმივად მოძღვრავდა --- რომ ხელისუფალნი ღვთისაგანაა და რაც ხართ --- ისიც გყავთ... და არსოდეს ახსენდებოდა, რომ თევზი თავიდანა ჰყარს და... რა შვილი ნახო ავად ზრდილიო --- ცემაი გმართებს გამზრდელისაო!.... რაც ბერი --- ისიც ერიო!
განა უსმენარ-უსწავლელ და უზრდელ ბავშვზედ მასწავლებელი არ აგებს პასუხს მშობლებთან ერთად?
არაო.... ბავშვი აგებს პასუხსაო...საზოგადოებაო... და არა საერო-სასულიერო მმართველობანიო.
სატანაა ყველაზე დიდი შურიანი ცილისმწამებელი! --- სადმე რომ ნახო... გეტყვის: ჩემი კი არა --- ღმერთის ბრალია ყოველივეო...
თითქოსდა სატანა ღვთის ქმნილია --- რაც უძველესი მიზანმიმართული სრული სიცრუეა და დაუსჯელობის უბოროტესი სინდრომის სათავე!
მაშ მამაონი და დედაონი არა ყოფილან სულიერი პასუხისმგებელ-მასწავლებელნი და რაღად სუფევენ აბა ერის ხარჯზედ, თუ ნაყოფნი მათნი-აღზრდილნი ფსევდონი, ეშმაკნი და გველის წიწილნი არიან?
შეგონება:
უკუღმართთა საქმენი უკუღმაა წასაკითხი, რათა სიმართლე ამოიკითხო!
დღეს დღეა გველეშაპის განგმირვისა და მისგან ხალხთა ხსნისა!
იგივ მოგველოცოს! --- გილოცავთ!
უეკლო ვარდს ეკლები ამოსვლია ბუნების წეს-კანონითა!

აი დეგას და მისნაირებს კი --- ალალად ვულოცავ გიორგობის მადლსა და შეეწიოთ უფალი!
This post has been edited by triumpi on 23 Nov 2014, 12:59