ახლა რაც შეეხება ამ პოსტს
ზოგიერთს აქ რომლებსაც პარანოია სახელად ,,მაკიაველი,, აქვს შეყრილი - მე არ ვპასუხობ , მაგრამ თქვენთან მიმოწერა მქონდა , მე მგონი იქ უფრო ადექვატურად და რეალურად აზროვნებდით
პოსტის პირველ ნაწილში ორი ისეთი დაშვება დაუშვით ( ბოდიშით ტაფტოლოგიისთვის

) - რუსეთი დაიშალოს და მეორე დღეს ამერიკა დაშლილიყოსო , ეგ მადარდეო . საშინელი რამ დაუშვით . რუსეთი თუ დაიშალა და ამერიკაც ზედ მიყვა , ძალიან ცუდი რამეები გველოდება რომ იცოდე ( შეეშვი ამერიკას )
შემდეგ ეჭვის ქვეშ აყენებ იმ მოცემულობას რომ რუსეთი მდიდარი ქვეყანაა , რესურსების მხრივ - ცდები აქ , მართლაც მდიდარი ქვეყანაა რუსეთი მაგ კუთხით
რაც შეეხება მეცნიერულ პოტენციალს , აქ გეთანხმები ორივე თქვენს დასკვნაში .
პირველი ის რომ რუსეთის მეცნირება , როგორც ფუნდამენტალური , ასევე პრაკტიკულ ჭრილში ძალიან ჩამორჩენილია დასავლეთის წამყვან ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას მაგ სფეროში .
გეთანხმებით იმაშიც რომ რუსების მეცნიერული მიღწევები პრაქტიკულ სფეროში ყველაზე თვალშისაცემია სამხედრო სფეროში .
ხომ ხედავთ ორჯერ დაგეთანხმეთ

- მაგრამ თქვენივე გაკეთებული დასკვნები ადასტურებს იმას რასაც მე ვამბობ მაგალითად . რუსები საშიშნი არიან , ისინი არ არიან ადვილად დასამარცხებელი ძალა . მდიდარი რესურსებით ქვეყანა , რომელსაც მიღწევები აქვს მხოლოდ სამხედრო ინდუსტრიის სფეროში - თქვენი აზრით საქმე საქმეზე რომ მიდგეს დაპირისპირებაში რა ფაქტორს გამოიყენებს ? აკადემიურ დისპუტს სადმე გაეროში ?
თქვენ , შენ და სხვანი , აქ უშვებთ ერთ დიდ შეცდომას , როდესაც მიმდინარე მოვლენების ჭრილში აფასებთ რუსეთს დასავლეთში , ცივილიზებულ ქვეყნებში მიღებული სტანდარტებით - ეს არის თქვენი შეცდომა
რუსეთის მეცნიერების პოტენციალის შეფასებისას , ამ მეცნიერების პრაქტიკულ სფეროში გამოყენების პრობლემებს - თქვენ ვიმეორებ განიხილავთ დასავლური ცივილიზაციის მიერ შექნილი სათვალეებით . არადა რუსეთის განვითარების ისტორია - ეს არის ისტორია მტაცებლობის , მოპარვის , მოსყიდვის
რუსეთის პირველი მოდერნზაცია რომელიც პეტრე პირველმა დაიწყო და ზენიტს მიაღწია ეკატერინას პერიოდში - განხორციელდა სუპერ ჰონორარების სანაცვლოდ რუსეთში ევროპელი სპეციალისტების ( თითქმის ყველა სფეროში ) ჩამოყვანით . ეს იყო არა ევოლუციური განვითარება , არამედ ნახტომი . რადგანაც საევოლუციო რუსებს არაფერი არ ქონდათ , ამიტომაც მათ აიღეს და ელემენტალურად იყიდეს ევროპული მიღწევები
რუსეთის მეორე მოდერნიზაცია რუსეთმა უკვე მოსყიდვით ვერ განახორციელა , თუმცა დასაწყისში ეცადა . არავის უნდოდა საქმე ქონოდა ბოლშევიკებთან , რამოდენიმე ნაძირალა მილიონერის გამოკლებით . და რა , ბოლშევიკები დაუბრუნდნენ თავის ისტორილ ფესვებს ასე რომ ვთქვათ და მოდერნიზაცია მიტაცების და მოპარვის ხარჯზე განახორციელეს . აღარ დავწერ აქ ომის შემდგომ მონებათ მომუშავე გერმანელებზე და სამრეწველო შპიონაჟის არნახულ მაშტაბებზე .
რა შექმნა რუსეთმა თავისით , თავის სამეცნიერო პოტენციალზე დაყრდნობით , რუსეთმა - შეგიძლია დამისახელო ?
რით ამაყობს რუსეთი - ტანკებით , ატომური ბომბით , გაგარინით ( რაკეტებით ) და წყალქვეშა ნავებით .
ტანკები , უფრო სწორად მათი ერთი სუპერტანკი ტ-34 ( მისი ტექნოლოგიებიდან დღესაც ვერ გავიდა რუსეთი ) - სუფთა ამერიკული პროექტია - ნაყიდია
ატომური ბომბი - უმადლოდნენ ლავრენტი ბერიას დაზვერვას - მოპარულია
გაგარინი ( რაკეტები ) - ის კოსმოსში კარალიოვმა კი არ გააფრინა , არამედ სერჟანტმა ვანიამ , რომელმაც ბერლინი აიღო . იქედან , ბერლინიდან მონებათ წამოყვანილი ვერნერ ფონ ბრაუნის ინჟინრებს ააწყობიენ გაუმჯობესებული ფაუ - მიტაცებულია
წყალქვეშა ნავები - აქ ჩავიჭერი , არ ვიცი , მაგრამ დარწმუნებული ვარ - ან მოპარულია , ან წართმეულია , ან ნაყიდია
რუსებს , თავის მეცნიერებაზე დაყრდნობით მხოლოდ ნაყიდის , მოპარულის , მიტაცებულის მოდერნიზაცია შეეძლოთ და შეუძლიათ , არაფერი თავისი , თავიდან ბოლომდე თავისი მათ არასდროს არ შეუქმნიათ - და კი უყურებ ცოცხლობენ
რატომ დავწერე იცი ამდენი - შენ აპილპილდი რუსულ მეცნიერების პოტენციალზე რომ დაწერა ვებტურამ ( რომელსაც არც მე ვეთანხმები ) , სწორად აპილპილდი , მაგრამ დასკვნა გააკეთე არასწორი . სწორი დასავლური გადმოსახედიდან მაგრამ არასწორი რუსული პრიზმიდან .
არ აქვთ რუსებს დასავლეთის ტოლფასი კი არა , მასთან მიახლოებულიც კი მეცნიერული ბაზა და პოტენციალი - და ეს შენ მიგაჩნია სისუსტედ , გადამწყვეტ სისუსტედ . აი მაქ ცდები

არასდროს არ ქონიათ რუსებს მაგ ფუნდამენტური მეცნიერება დასავლეთზე მაგარი - არასდროს . მაგრამ მშვენივრად გრძნობდნენ თავს .
რგ სისუსტეა ნორმალური ქვეყნისთვის - მაგრამ არა რუსეთისთვის .
რუსეთს აქვს თავისი მეცნიერება , უძლიერესი - მოპარვა ( შპიონაჟი ) , დატაცება ( ომი და მისი ბერკეტი არმია ) , მოსყიდვა ( ბუნებრივი რესურსები ) . ამ სამ ვეშაპზე იდგა რუსეთი და დგას . ამ პარამეტრებით უნდა შეაფსო რუსეთი და არა ფუნდამენტური მეცნიერების დონით , თუ ეკონომიკის განვითარებით .
ფედორ ტიუტჩევის სიტყვებით დავამთავრებ
Умом Россию не понять,
Аршином общим не измерить:
У ней особенная стать —
В Россию можно только верить
დამიჯერე გენიალური სტროფებია .
ნუ ზომავთ რუსეთს ნორმალური პარამეტრებით - რუსეთი არანორმალური ქვეყანაა
პ.ს
ბოდიში მერუემ - გავცხარდი
This post has been edited by გივი007 on 29 Nov 2014, 15:00