"დღეს ლაგოდეხის მშრომელებმა მიიღეს გარდამავალი დროშა გეგმის გადაჭარბებული შესრულებისთვის, ამხანაგ კალაძეს პირადად გადასცა ეს დროშა ამხანაგმა ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძემ" აი ამას მაგონებს..
ეს კიდე ბონუსად: "აი მეც მოვედიი (ც)მეცხრე ბლოკი
"მე- 9 ბლოკს" ისევ პრობლემები აქვს"კომერსანტისთვის" ცნობილი გახდა, რომ წუხელ, საქართევლოში ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვის მიზეზი გარდაბნის რაიონში მდებარე "მე-9 ბლოკია". როგორც სანდო წყარომ "კომერსანტს" განუცხადა, "მე-9 ბლოკის" ქვაბზე ნაპრალია გაჩენილი.
"კომერსანტი" ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს მარიკა ვალიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ პრობლემა "მეცხრე ბლოკს" შეექმნა, თუმცა, მისი განცხადებით, პრობლემა არა ქვაბზე ნაპრალის გაჩენის, არამედ ავტომატიკის სისტემის დაზიანების გამო წარმოიშვა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე "მეცხრე ბლოკზე" მიმდინარეობს მუშაობა და მისი გაშვება ხვალისთვის იგეგმება.
გარდაბანში მდებარე თბოელექტროსადგურის, რომელიც მოიცავს მეცხრე და მეათე ბლოკებს, მფლობელი შპს "მტკვარი ენერგეტიკაა".
"კომერსანტი" მათთან დაკავშრებას ცდილობს და უახლოეს საათებში "მეცხრე ბლოკზე" მომხდარი ავარიის დეტალებს შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ მეცხრე ბლოკი საქართველოს მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობი თემაა, რადგან 90-იან წლებში საქართველოს ხელისუფლება უშუქობის მიზეზად ძირითად შემთხვევებში "მეცხრე ბლოკს" ასახელებდა.
"თბილსრესის" რიგით მე-9 ენერგობლოკი (300 მვტ) ექსპლუატაციაში 1990 წლის ნოემბერში შევიდა, 1994 წლის იანვარის თვეში კი - მე-10 ენერგობლოკი (300 მვტ).
1999 წლის დეკემბერში მე-9 და მე-10 ენერგობლოკები და მათთან დაკავშირებული ინფრასრტუქტურა მფლობელობაში გადაეცა „ეი-ი-ეს გარდაბანი ჰოლდინგი ბივი“-ს როგორც „თბილსრესი“-საგან დამოუკიდებელი ნაწილი.
ახალი იურიდიული პირი დარეგისტრირდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში, როგორც შპს „ეი-ი-ეს გარდაბანი“ (რეგისტრაციის №2/4-2309).
შპს „ეი-ი-ეს გარდაბანი“-ს მფლობელობაში შევიდა თბოელექტროსადგური 600 მვტ დადგმული სიმძლავრით. შემდგომ, 2003 წლის 1 სექტემბერს „ეი-ი-ეს გარდაბანი ჰოლდინგ ბივი“ გაყიდულ იქნა ფინურ კომპანიაზე „РАО ნორდიკი“, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის „ИНТЕР РАО ЕЭС“-ს.
ამასთან დაკავშირებით, 2004 წლის აპრილში შეიცვალა თბოელექტროსადგურის სახელწოდება და დაერქვა შპს „მტკვარი ენერგეტიკა“. შპს „მტკვარი ენერგეტიკა“-ს ერთპიროვნულ მფლობელს წარმოადგენს „გარდაბანი ჰოლდინგ ბივი“.
სალომე მეცხვარიშვილი
http://commersant.ge/?menuid=11&id=17485&lang=1პ.ს. პარასკევს დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე არ გვქონია დენი. დღეს დილის 11 საათიდან საღამოს 7 საათამდე არ გვქონდა. სარემონტო სამუშაოები რომ ტარდებოდა ვხვდები მარა მაინც ტვინი მოიხნა.
თუ იმათ, მოსულთ, ჩვენი მიწის გულისათვის სიკვდილისა არ ეშინიათ, ჩვენ, ამ მიწის პატრონთ რად უნდა გვილაჩრდებოდეს გული?
-
"თუ მოსახლეობა ირჩევს მექრთამე,უვიც,გამპრავებელ და არაფრისმაქნის ხელისუფლებას,ის მსხვერპლი არ არის,დანაშაულის თანამონაწილეა"
ჯორჯ ორუელი