#42985057 · 27 Nov 2014, 11:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აღნიშნულ კონფერენციაზე ცხარე დისკუსია გაიმართა სახეცვლილ კანონში სააღსრულებო ბიუროს როგორც გადახდისუუნარობის წარმოების ერთ–ერთი მონაწილის ადგილისა და როლის შესახებ. როგორც გაკოტრების სამართლის პროფესორმა, ადვოკატმა როინ მიგრიაულ მა გვითხრა, სააღსრულებო ბიუროს ხელმძვანელობა და წარმომადგენლები მათს არსებობას გადახდისუუნარობის წარმოებაში იმით ამართლებდნენ, რომ თურმე სააღსრულებო ბიუროს უზარმაზარი რესურსები გააჩნია, როგორც მატერიალური, ისე პიროვნული, ასევე პროფესიონალური თვალსაზრისით, და ამიტომ ისინი თითქოსდა უკონკურენტონი არიან სხვა კერძო პირებთან, მათ შორის ადვოკატებთან ან კერძო სამართლის სხვა სუბიექტებთან შედარებით. „საკამათო არ არის ის, რომ სააღსრულებო ბიუროს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ზურგს უმაგრებს სახელმწიფო ბიუჯეტი და მათი პირადი შემოსავლები, რომლებიც სააღსრულებო წარმოებების შედეგად, არც თუ ისე ნაკლებია (შეგახსენებთ, რომ სააღსრულებო ბიუროს აღნიშნული წარმოებებიდან სულ მცირე რეალიზაციიდან ამონაგების 5% რჩება). "იმიტომ უნდათ თავად რომ ჰქონდეთ გადახდისუუნარობის საქმე, რომ კარგად მანიპულირება შეძლონ და რაც უნდა გამოაჩინონ და რაც უნდა დამალონ. მოკლედ ””ბუდეა””…. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სააღსრულებო ბიუროს დარჩეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, მაგრამ დააჯერებთ ამას პარლამენტს? მგონი გაგიჭირდებათ…"
როგორც სჩანს, არაფერსაც არ აუქმებენ. ჯერ მხოლოდ მსჯელობა მიდის. მოკლედ, აქედან მიუდგებიან, მერე იქიდან მოუდგებიან და საბოლოოდ მიშას კანონები მოსწონთ მაინც?
This post has been edited by ziriro on 27 Nov 2014, 11:31
|