#43000025 · 28 Nov 2014, 20:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ucelo
| QUOTE | mtavrishvili QUOTE 2008 წლის აგვისტოში მოხდა არა საქართველო რუსეთის ომი, არამედ ამერიკისა და რუსეთის ომი საქართველოში.
როდემდე უნდა იმეოროთ ეს პროპაგანდისტული იდიოტობები? საქართველო ეომა ოსებს და აფხაზებს და დამარცხდა. დამარცხება რუსების და ოს-აფსუებით ძალით იყო თუ ქართვეკთა სიბრიყვით, ეს უკვე დეტალებია.
|
საქართველომ იარაღით ხელში ბოლოს იომა 1921 წლის თებერვალ მარტში და ამ დამარცხების შემდეგ ეს ქვეყანა უკვე აღარ არსებობს. ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა არ აღდგენილა არც 1991 წლის 9 აპრილის გაყალბებული აქტით და არც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებით ჩანაცვლება და მით უმეტეს არც ე. წ ვარდების რევოლუციით, რაც სინანდვილეში ასევე საქართველოს ოკუპაციის კიდევ ერთი აქტი იყო.
იმისათვის რომ საქართველო ომის მონაწილე ერთ ერთ მხარედ განვიხილოთ აუცილებელია თვით დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს არსებობა. ოღონდ როგორც თავიდანვე მოგახსენეთ დამოუკიდებელი საქართველო 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ არსებობს. მითუმეტეს ასევე არ არსებობს დამოუკიდებელი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ორივენი ოკუპირებული საქართველოს არა სუვერენული ნაწილებია. საქრთველო 1992 წლამდე ოკუპირებული იყო სსრ კავშირის მიერ და მას დამოუკიდებლობის აღდგენა არც 1991 წლის ბოლოს სსრ კავშირის ოფიციალური დაშლის შემდეგ ღირსებია. დრეს საქართველოს ორი რეგიონი აფხაზეთი და ე. წ.სამხრეთ ოსეთი ნამდვილად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მაგრამ საქართველოს ძირითადი ნაწილი უკვე უმეტეს წილად აშშ-ს და ნაწილობრივ ასევე რუსეთის მარიონეტი ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების მიერ არის ოკუპირებული.
იმისათვის რომ საქართველომ რუსეთთან იომოს, უპირველეს ყოვლისა საჭიროა ოცნებისა და ნაცმოძრაობის შერეული მოღალატე ხელისუფლების დამხობა. აი მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღდგენა და რუსეთთან ომი.
ზვიად გამსახურდია ჯერ კიდევ 1989 წლის 27 ნოემბერს იქნა გარიცხული ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობიდან იმიტომ რომ მაშინ იგი ცხინვალში აღვივებს ეთნიკურ ომს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა და სწორედ იგივე ამერიკამ ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად წამოასვა თავს, ზვიად გამსახურდიას არავინ არ ეკითხებოდა ცხინვალში ომს. მით უმეტეს შევარდნაძე და სააკაშვილი ვინ ედგნენ, რომ საქართველო დაეცვათ?!
სააკაშვილი და მისი ნადირობა ახლაც უკრაინაში დავრჩები და პუტინის რუსეთს ეომებიან ამერიკის შეკვეთით. ახლა არ მითხრათ რომ დონეცკშიც საქართველო რუსეთის ომი მიმდინარეობს. ეს არის სწორედ ამერიკისა და რუსეთის ცივი ომი. მორჩა, ბასტა!
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|