წინა ხელისუფლების წინააღმდეგ აღძრულ საქმეს არასამთავრობოების განცხადებაც დაერთო
ხუთშაბათი, 27 ნოემბერი 2014 15:59 ავტორი ADMIN
წინა ხელისუფლების წინააღმდეგ აღძრულ საქმეს არასამთავრობოების განცხადებაც დაერთო
ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „თავისუფალმა თაობამ “და „უფლება დამცველთა გაერთიანებამ “ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პროკურატურის წერილი გაასაჯაროვა,რომლის მიხედვითაც სააკაშვილისა და მისი თანგუნდელების წინააღმდეგ საქმეა აღძრული 407-ე;411-ე და 413-ე მუხლების მიხედვით .საქმე ეხება რუსეთისათვის წინა ხელისუფლების მიერ ტერიტორიების ჩაბარების საკითხს 2008 წელს.
„უფლება დამცველთა გაერთიანების “წარმომადგენელმა ,ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა,რომ „ჩვენ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მივიღეთ წერილი და გვატყობინებენ ,რომ გამოძიება 407-ე; 411-ე და 413-ე მუხლებით დაწყებულია,რომელსაც ჩვენს მიერ შეტანილი განცხადება სააკაშვილის წინააღმდეგ დაერთო.“
როგორც „თავისუფალი თაობის“ ერთ ერთმა ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა აღნიშნა „ყინული დაიძრა და პროკურატურამ საქმის გამოძიების დაწყება დაადასტურა“ რის გამოც სადღობელაშვილი მთავარ პროკურატურას მადლობას უხდის .
„ის რომ დღეს კოდორი და ახალ გორის რაიონი ჩვენი აღარაა მთლიანად მიხეილ სააკაშვილისა და მისი თნაგუნდელების დანაშაულია.მინდა, ყოფილ ხელისუფლებას შევახსენო, რომ მათი დღეები დათვლილია და მალე მივალთ იმ პიკამდე,როცა თითოეული თქვენგანი დანაშაულისათვის დაისჯება “ -აცხადებს ლადო სადღობელაშვილი.
შეგახსენებთ რომ ,
31 ოქტომბერს საქართველოს მთავარ პროკურატურაში-,,უფლებადამცვლთა გაერთიანებამ’’(ნიკოლოზ მჟავანაძე), ,,თავისუფალი-თაობამ’’ (ლადო სადღობელშვილი) და ,,ახალგაზრდული ცენტრმა’’(ზურა ქადაგიძე) ,მიხეილ სააკაშვილისა და სხვა იმდროინდელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების თაობაზე განცხადების შეტანა.(საუბარია 308 და 309 სისხლის სამართლის მუხლზე). ამ განაცხადში ფიგურირებდნენ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები :მიხეილ სააკაშვილი.გიგა ბოკერია,გიგი უგულავა,გივი თარგამაძე,ვანო მერაბიშვილი .ამასთანა დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ რომ ამ ადამიანების ჩართულობა არალოგიკურია და სინამდვილეში სხვა ბინძურ გეგმებს ჰქონდა ადგილი.
This post has been edited by giorgius1 on 27 Nov 2014, 17:45