მე მგონი, ეს სხვის საქმეებში ჩარევა უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ქალის ჩაგვრა მაგ ეპიზოდში.
არაფერი დაჩაგრულის მაგ ქალს არ ეტყობა - გატკცინებულ-გასრიალებული კანი აქვს, ნაფერებ-ნაპატიები. ცოცხალი, აზრიანი თვალები. დაჩაგრული, ნაცემი და ნაწვალები კაცი უფრო ჩანს

მთავარია, ერთი მეორეს ქცევის წესს არ უნდა აძალებდეს, თორემ ვინ როგორ მოეფერება თავის მეუღლეს, ვისი რა საქმეა?
სხვათაშორის, ძალადობა მარტო სხვისთვის რაღაცის დაძალება არ არის. აი, ქალს რომ არაფრის გაკეთება არ უნდა და მაინც ყველაფერს ითხოვს, ეგეც ძალადობაა - ტექნიკურად ატრეფიკინგებს მეუღლეს იმას ამუშავებს და თვითონ ლოგინში გორაობით გვერდები სტკივა. და ეს ბოლო შემთხვევა არც თუ იშვიათია ჩვენთან.
ნეტა, ყველაფერი ისე კარგად იყოს, როგორც ცოლსა და ქმარს შორის ურთიერთობაა ჩვენთან საშუალოდ - გარშემო ხალხებს თუ შევადარებთ, იდეალურად გაწონასწორებული.