კორუფციას ამართლებს ხალხი გამალებული
და თან დემოკრატიას და კანონის უზენაესობას აშენებს

მესმის რომ მაღლა უფრო მეტს იპარავენ
მაგრამ ეგ დაბლა კორუფციას არ ამართლებს
დაბლა იმიტომ აქვს დაბალი ხელფასი რომ მაღლა იპარავენ
და ნაცვლად იმისა რომ ყველა იმაზე ზრუნავდეს თუნდაც პირადი მაალითით რომ კორუფცია აღმოიფხვრას
მაღლა ხო ჭამენ-ით ამართლებენ საკუთარ კორუფციას
და მერე უკვირთ ქაქში რატომ სხედან
კორუფციის აღმოფხვრა ფსიქიკის გასწორებასთანაა დაკავშირებული
სწორი ფსიქიკა კი იმას ნიშნავს, რომ ქრთამი არ აიღო რაც არ უნდა გიჭირდეს
ამას წინათ ერთი წერდა აქ საკუთარ ბებიაზე - რომელიღაც დაწესებულებაში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მარამ კაპიკი არასდროს აუღია ხელფასის ზემოთ, რომ გარდაიცვალა სახელმწიფოს მიერ მიცემული ბინის მეტი ქონება არ დარჩაო. ჰოდა ეს იუზერი წერდა მაგარი კომუნისტკა იყოო ბებიაჩემი. კომუნისტკა კი არა ადამიანი იყო, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი.
ზოგიერთს ჰგონია რომ ქვემოთ რომ იპარავს და ზემოთ რო იპარავს იმათ განსხვავებული საფუძვლები აქვთ მოპარვის გასამართლებლად. არადა საფუძველი ერთია - ფულის სიყვარული. ცოტას შანსი გაქვს? ცოტას მოიპარავ, ბევრის მოპარვის შანსი გექნება? ბევრს მოიპარავ. მიჭირს და იმიტომ ვიპარავ არის თავის გამართლების და სინდისის ქენჯნისგან თავის დაცვის მექანიზმი მხოლოდ.
ისე ელიტურ კორუფციას უფრო აქვს გამართლება – სინდისს ყიდი და ბევრი ფული მაინც აიღე მაგ საქმეში... 2 ლარად რო ხურდავდები ეგ უფრო კვერცხობა არ არი?
This post has been edited by ლლევ on 1 Dec 2014, 00:36