ჰოო,ეს უკვე პროგრესია.

იყო დრო,როდესაც მართლმადიდებლები და კათოლიკეები ერთმანეთს არც კი ესალმებოდნენ.
მომაბეზრებელია კი არა და უხერხულია ეს გაუთავებელი დავა და შეჯიბრი ვინ უფრო მეტად ქრისტიანია,
ვინ უფრო მეტად მადიდებელია სიმართლის!
ჰოო,რელიგიურ/პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე,გარდამავალი პერიოდია...
ალბათ, რთულია დაადგინო სად გადის ზღვარი ჭეშმარიტებასა და ერესში ან სქიზმაში.
რთულია,მაგრამ არა შეუძლებელი,ხოო?!
ჰოოდა,დასხდნენ,მოილაპარაკონ გახსნილად,მშვიდად....ჩამოაყალიბონ პუნქტობრივად ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები,
სხვანაირად ეს ყველაფერი აღიქმება როგორც პირადი მტრობა,ისტერიულ/ისტორიული კინკლაობა.
იქნება,თავიდან გავრცელდეს ქრისტიანობა ისე,რომ თანამედროვე ადამიანის აზროვნების დონეს მიესადაგებოდეს.
იქნება,გაკეთდეს ყველაფერი ადამიანთა მართლაც განსანათლებლად, მართლაც ჭეშმარიტების გზაზე დასაყენებლად,
გასაძლიერებლად!
იქნება,ქრისტიანებმა ერთ დღეს აღნიშნოს " 25 დეკემბერი",რომ მოიხსნას არსებული უხერხულობები,გაუგებრობები.
იქნება,ამოიღონ ხმარებიდან სიტყვა -"მონა" ღვთისა.
ადამიანი მონა კი არ უნდა იყოს,არამედ მეგობარი ბუნების/ღმერთის!
იქნება...იქნება...იქნება....................................
" გავაცნობიერე,რომ ვერ შევძელი გამეკეთებინა ისე,რომ ადამიანებს გაეგოთ ჩემი მიმდინარეობა.
ძაან ცოტანი არიან,ვისაც ესმით საფუძვლიანად....
ვერ შევასრულე ჩემი მთავარი ამოცანა-ამეხილა თვალები ადამიანებისათვის,
რომ ადამიანს გააჩნია სული,
რომ აქ იმალება საგანძური.
რომ რელიგია და ფილოსოფია ასეთ სატირალ მდგომარეობაშია!"-
ეს სიტყვები ეკუთვნის კარლ გუსტავ იუნგს(ფსიქოლოგი,ფსიქიატრი,ფსიქოთერაპევტი,რელიგიათმცოდნე) წარმოთქმული 60-70 წლის წინ.
პიროვნება, რომელიც მზად იყო სააშკარაოზე გამოეტანა ადამიანური არსებობის ის სამყარო, რომელიც იდუმალების საბურველშია გახვეული.
ცდილობდა აღმოეჩინა ადამიანის სულში ღვთაებრიობა!
ისეთი გაქანება ჰქონდა,მასთან შედარებით სხვები ლილიპუტებად გამოიყურებოდნენ!
და როგორ ფიქრობთ,ახლა ესმით?!
წინასწარმეტყველებდა იუნგი,რომ ის მივიწყებული იქნება,
რომ საქმე სულ უფრო ცუდად წავიდოდა,
რომ იარსებებენ მხოლოდ რაღაც ოაზის/ჯგუფები...................
შემდეგ კი მას ხელახლა აღმოაჩენენ!
The Alchemical Opus of Carl Gustav Jung