საერთოდ ნებისმიერი აქცენტის გაკეთება კანის ფერზე რასიზმია
რატომ უნდა აღვნიშნოთ კანის ფერი საერთოდ?
შავკანიანიც ადამიანია და თეთრკანიანიც
როცა მეცნიერულად ვსაუბრობთ რასებზე და მათ შორის განსხვავებებზე, კი ბატონო, მაგრამ ვიღაც ადამიანის მოხსენება და მისახვედრად იმის აღნიშნვა, რომ ეს შავკანიანია ან ზანგია, ზუსტადაც რომ რასიზმია. რაც არ უნდა ტკბილი ტერმინით მოიხსენიო, რასობრივი ნიშნით ადამიანის გამოყოფა თავისთავად ხიხიაა
დაივიწყეთ საერთოდ ადამიანის ფერი და იკონტაქტეთ ყველასთან როგორც ადამიანთან და არა კანის ფერთან...
ასე ძნელია?

ის რაც სხვადასხვა ეთნოსებს (მიუხედავად რასობრივი კუთვნილებისა) ერთმანეთისგან განასხვავებს, კულტურული თავისებურებებია და ეს თავისებურებები საერთოდ არ არის დაკავშირებული რასასთან. იმ კულტურაში აღზრდილი ნებისმიერი რასის წევრი ზუსტად ისეთი გამოვა, იმიტომ რომ საერთო ნაციონალური კულტურა ანუ ნაციონალური გარემოა ეგეთი.
This post has been edited by ლლევ on 3 Feb 2015, 11:43