LEVANY-Mუგზო-უკვლოდ დაკარგულები საქართველოში
ადამიანის უფლებები,
ეთერ თურაძე
გაზეთი ბათუმელები
ამავე თემაზე:
907 უგზოუკვლოდ დაკარგული
საქართველოში 2010 წლიდან დღემდე 631 ადამიანია გაუჩინარებული. მათ შორის ყველაზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული 2011 წელზე მოდის - 198 ადამიანი. შს სამინისტროს მონაცემებით, წელს უკვე 83 ადამიანია დაკარგული, მათ შორის - 6 ბავშვია. ბოლო 32 თვეში კი საქართველოში სულ 62 ბავშვია დაკარგული. გაუჩინარებულების შესახებ
სტატისტიკა "ბათუმელებს" შს სამინისტრომ მიაწოდა.
ლამზირა მახარაძე - 25 დღის წინ გაუჩინარებული 17 წლის დარეჯან დიასამიძის დედაა. ის ამბობს, რომ მისი შვილის ძებნა "წყლის ნაყვას ჰგავს":
"ვერანაირ ვერსიას პოლიცია ვერ მაწვდის, რაც არ იცის, რას მომაწვდის, კვალს ვერ მიაგნეს. ახალი ის არის, რომ ბავშვის ოთახში ვნახეთ მობილურის სიმბარათის ყდა.
ამ ყდაზე მითითებული "კარტა" იპოვეს ბაკურიანში. ის კაცი, ვისაც ბარათი აღმოაჩნდა, ამბობს, რომ "კარტა" მარტში იყიდა. გამომძიებელი თენგიზ ჯინჭარაძე წასულია, უნდა დარწმუნდეს, რომ ნომერი ნამდვილად ნაყიდი აქვს იმ კაცს. საერთოდ, არავინ იცის, რომ ეს ნომერი ჩემს შვილს ჰქონდა. შეიძლება იყიდა და ვინმეს მისცა. საიდან აღმოჩნდა ჩემი შვილის ოთახში ეს ყდა, არ ვიცი".
ლამზირა მახარაძის თქმით, თბილისიდან დღეს აბრუნებენ ოჯახის კომპიუტერს, რითაც დარეჯანიც სარგებლობდა: "კომპიუტერი 20 დღის წინ წაიღეს. იქნებ რამე მაქედან გამოჩნდეს".
დარეჯან დიასამიძის გაუჩინარება ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გახმაურებული საქმეა. ამ გოგონას ოჯახში, მშობლების თანაგრძნობის მიზნით, ქვეყნის პრეზიდენტიც კი იმყოფებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს გამონაკლისი იყო - არც პრეზიდენტი და არც სხვა მაღალი თანამდებობის პირები არ უნახავს საზოგადოებას იმ ოჯახებთან მისული, ვისი ახლობლებიც სხვა დროს უჩინარდებოდნენ. გაუჩინარებით კი, 2010 წლიდან დღემდე 631 ადამიანი გაუჩინარებულა.
შს სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს ამ სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეონა კოზმანაშვილი, საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგული 631 ადამიანიდან ცოცხლად უპოვიათ 61, გარდაცვლილი კი - 69 ადამიანი. სახელმწიფო ჯერაც ეძებს 186 ადამიანს, ხოლო დანარჩენს, 315 უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანს სახელმწიფო აღარ ეძებს - ძებნის შეწყვეტის მიზეზებზე შს სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტში არაფერი წერია.
გაუჩინარებულებს შორის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი - თითქმის 10 პროცენტი მცირეწლოვანებზე მოდის. მაგალითად, 2010 წელს სულ 19 ბავშვი დაკარგულა, აქედან სამს ისევ ეძებენ, ხუთი უპოვიათ, ხოლო 11-ის ძებნა სხვადასხვა მიზეზით შეუწყვეტიათ. სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტში არც ბავშვების ძებნის შეწყვეტის მიზეზის შესახებ არის მოცემული რაიმე დამატებითი ინფორმაცია.
2010 წელს 17-24 წლის 40 ახალგაზრდა დაიკარგა. ამ დროისთვის 2010 წელს დაკარგული მხოლოდ სამი ახალგაზრდა უპოვიათ ცოცხლად, ნაპოვნია ასევე ოთხის ცხედარი, ექვსის ძებნა გრძელდება. 2010 წელს გაუჩინარებული 27 ახალგაზრდის ძებნა ამ დროისთვის სახელმწიფოს უკვე შეუწყვეტია. მიზეზები ამ შემთხვევაშიც უცნობია.
შს სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში ცალკე არ არის გამოყოფილი, 16-18 წლის რამდენი არასრულწლოვანი დაიკარგა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. სამინისტროს ეს ასაკობრივი კატეგორია ასე აქვს გაერთიანებული - "ასაკი - 17-24". შს სამინისტროს ამ კატეგორიაში სულ 106 ადამიანი ჰყავს შეყვანილი.
შს სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, კიდევ უფრო მეტი ბავშვი გაუჩინარებულა 2011 წელს - სულ 27 მოზარდი. მათგან 7 ნაპოვნია, ორს კვლავაც ეძებენ, 18-ის ძებნა კი შეწყდა. უგზო-უკვლოდ დაკარგული ბავშვის გვამი არც 2011 წელშია ნაპოვნი. 16 მოზარდიც ბოლო ორი წლის განმავლობაში დაკარგულა უგზო-უკვლოდ.
სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სხვა ასაკობრივ კატეგორიაში გაუჩინარებულების გასწვრივ სვეტში - "დადგენილია გვამი" ყოველთვის წერია ციფრი, მცირეწლოვანების შემთხვევაში კი არც ერთი გვამი არ აქვთ ნაპოვნი.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დაკარგული 62 არასრულწლოვანიდან ცოცხლად სულ 12 ბავშვია ნაპოვნი. შს სამინისტროს ცნობით, ყველაზე ხშირად საქართველოში 25-44 წლის ადამიანები იკარგებიან. ბოლო ოთხ წელში ამ კატეგორიის 225 ადამიანია დაკარგული. მათგან 14 უკვე გარდაცვლილი იპოვეს, ამ ჯგუფის დაკარგულთაგან 14 გვამია ნაპოვნი, ხოლო - 26 ცოცხლად. დანარჩენს ან ეძებენ, ან ძებნა შეწყვიტეს.
http://www.netgazeti.ge/GE/105/law/23302/აი, რა საინტერესოა - 80-ით, 100-ით დაიკლო უგზო-უკვლოდ დაკარგულებმა.
წელს 10 თვის მონაცემებით 40-50 კაცია დაკარგული.
ეს სხვაობა რისი ბრალია, ხომ ვერ მეტყვი?
მე მაქვს ერთი გონივრული ეჭვი - ჩვენს სოდს და კუდს ბეზპრედელი რომ ჰქონდათ, ეგ ნამუშევარია.
აი, ფეხზე ქვა რომ მოაბეს და ზღვაში რომ ჩაუზახეს, მაგ პონტში.
ადრეც დავწერე, ახლაც ვიტყვი - თავის დროზე ჩემი მეუღლე გაადფრთხილეს მისმა კუდელმა მეგობრებმა - ფრთხილად იყავი, გაყუჩდი, თორემ ხალხი სახლიდან გადის და უკან აღარ ბრუნდებაო.
ესეც ჩემი ეჭვის დასტური -
2010 წლის აგვისტოში მომხდარი 17 მკვლელობიდან შსს-ს ოფიციალურ საიტზე police. ge- ზე არცერთი არაა დაფიქსირებული. 2011 წელს მომხდარი 11 მკვლელობიდან კი შსს-ს ოფიციალურ გვერდზე მხოლოდ ერთი ფაქტია დაფიქსირებული. არცერთხელ არ გამოქვეყნებულა საიტზე სტატისტიკა მომხდარი და გახსნილი მკვლელობების შესახებ. იმ დროს, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი გახლდათ.
დღეს, თანამდებობიდან გადამდგარი შოთა უტიაშვილი შსს-ს უნდობლობას უცხადებს: „შსს ამტკიცებს, რომ 2014 წლის 5 თვეში, 2013 წლის 5 თვესთან შედარებით, დანაშაული შემცირდა. იმსახურებს თუ არა ნდობას შსს-ს ციფრები? ჩემი პასუხია – ეს სტატისტიკა ტოტალურად ფალსიფიცირებულია. ის ნდობას არ იმსახურებს“, - წერს უტიაშვილი თავის ანალიტიკურ წერილში.
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი მიიჩნევს, რომ ისეთი დანაშაული, რომელშიც ძიების შედეგად დადგინდება, რომ დანაშაული არ მოხდა, რა თქმა უნდა, არ უნდა აღირიცხოს. ასეთ მაგალითად უტიაშვილი ასახელებს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს, როდესაც დგინდებოდა, რომ ადგილი ჰქონდა სუიციდს და, შესაბამისად, მაშინდელი შსს ამ დანაშაულს არ აღრიცხავდა, მიმდინარე წლიდან კი ასეთი საქმეები თავს იყრის „კრიმ ქეისში“, - აღნიშნავს ის.
ამავე წერილში და თავის განცხადებებში არც უტიაშვილი და არც საპარლამენტო უმცირესობის ის წევრები, რომლებიც შსს-ს ამჟამინდელ სტატისტიკას უნდობლობას უცხადებენ, არაფერს ამბობენ იმის შესახებ, თუ რომელ „კრიმ ქეისში“ იყრიდა თავს 2010-2011 წლებში უგზოუკვლოდ დაკარგულთა საქმეები...
ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2010 წლიდან 2013 წლამდე 631 ადამიანია გაუჩინარებული. მათ შორის ყველაზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული 2011 წელზე მოდის – 198 ადამიანი. ასე მაგალითად:
2008 წლის 27 აგვისტოს ზუგდიდში გაუჩინარდა სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომელი პაატა ქარდავა;
2008 წლის 16 აგვისტოს ქუთაისში გაუჩინარდა ხაიშის სატყეო მეურნეობის რეინჯერი, დავით ცინდელიანი.
2012 წლის 19 იანვარს, სოფელ ანაკლიაში გაუჩინარდა სასტუმრო „ანაკლიის“ თანამშრომელი გოგიტა აბულაძე;
2012 წლის 13 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულში, რამაზ ლატარია, რომელიც საკუთარი სახლის ეზოდან დაიკარგა.
აქედან ორი უგზოუკვლოდ დაკარგულის საქმე (პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის), რომელზეც „გურია ნიუსი“ წლების განმავლობაში მუშაობდა, ამ წელს გაიხსნა. როგორც გაირკვა, ისინი მოკლეს. მათ მკვლელობაში კი ბრალი ტერაქტის ბრალდებით დაკავებულ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, რომან შამათავას წაუყენეს.
This post has been edited by eeelllooo on 2 Dec 2014, 00:26