#43085203 · 7 Dec 2014, 01:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
dega
| QUOTE | არანაირი საავამდყოფოებიო.არანაირი რეფორმებიო
|
რა ვიცი, დავიჯერო, მაგის სანათესაოდან არავინ წასულა უკრაინაში სამკურნალოდ? საკმაოდ ბევრი დადის.
მე როცა მომიწია შეხებამ, უკრაინის ჯანდაცვის სისტემა ჩვენსაზე მოწესრიგებული იყო. ნუ, მართალია, ჯერაც საბჭოთა წესები იყო შენარჩუნებული, ამგრამ მაინც ასე თუ ისე, წესრიგი იყო და არა ჩვენნაირი ქაოსი. გეგმიური გასინჯვაც კი ეკუთვნოდათ ადამიანებს და ეს ყველაფერი უფასოდ. ჩვენზე ადრე აამოქმედეს მანდ სახელმწიფო დაფინანსება ზოგიერთი დაავადების მკურნალობაზე.
მთავარი პრობლემა მანდ იყო სასტიკი კორუფცია სამედიცინო უნივერსიტეტებში, რაც ძალიან აგდებდა ახალი კადრების ხარისხს და ასევე სასტიკი კორუფცია სამუშაოს შოვნაზე. ჯერ კიდევ მოქმედებდა სამედიცინო სისტემაში ე.წ. განაწილება (რაც სსრკ-ს დროს იყო) და მიუხედავად იმისა, რომ იუშჩენკო ყველანაირად ცდილობდა, თანაბარი განაწილება წაეხალისებინა, ყველას მაინც დიდ ქალაქებში უნდოდა დარჩენა და არავინ არ მიდიოდა პროვინციებში. ამის გამო სერიოზული დეფიციტი ჰქონდათ ზოგან. დასარჩენად კი საუკეთესო საშუალება იყო ქრთამი. სამედიცინო აპარატურის მხრივ უკრაინა ჩვენზე წინ იყო მაშინაც და ახლა ალბათ უკეთესი იქნება უფრო....
ჰოდა, ახლა ამ უფასო სისტემას შეჩვეულ ხალხს რომ ფასს გადაახდევინებენ ყველაფერში, ძალიან მეეჭვება, რომ ეს მოეწონოთ. * * * U-33
| QUOTE | | უბრალოდ მერე განტევების ვაცებად ისევ ქართტველები არ გამოიყვანონ. |
ვეთანხმები შენს ეჭვებს.
This post has been edited by Solveig on 7 Dec 2014, 02:01
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|