წულუკიანი აგვისტოს ომთან დაკავშირებით. "Vae victoribus"
http://news.ge/ge/ne...r-gamoritskhavs "საქართველოს ვალდებულებაა არ გახადოს აგვისტოს ომის გამოძიება საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი.
ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა დღეს გორში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აგვისტოს ომის გამოძიება საქართველოს, როგორც "რომის სტატუტის" მონაწილე მხარის საერთაშორისო ვალდებულებაა.
ჰააგის სასამართლოში შესულია არაერთი ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჩივიან მოქალაქეები,
არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნიდან და ამბობენ,
რომ აგვისტოს ომის დროს სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს სავარაუდოდ,
ან კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ან სხვა ის დანაშაული,რომელიც შეიძლება ომის დანაშაულად კვალიფიცირდებოდეს“,
- განაცხადა წულუკიანმა...........
მოვედით!!! პრინციპში აქ გასაკვირი არაფერია:
თურმე ოკუპირებული ქვეყნის საკითხი საერთაშორისო სამართლის საქმე არ ყოფილა
(ბიძინეს დანიშნულ ამ მარადდაბოღმილ გოგონასათვის შესაძლებელია უცნობია რომ საქართველოს მსგავსი პატარა სახელმწიფოები
არსებობენ მხოლოდ საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად აღიარებულ საზღვრებში და გარანტებიც ცივილიზებული ქვეყნები არიან
(აღიარება სწორედ ამას გულისხმობს).
არა "ჩვენ თვითონ უნდა გამოვიძიოთ" ჩაბჟირებამდე გვიმტკიცებს ბიძინეს წულუკიანი,
ყველაფერს კი იმის პირი უჩანს რომ წარსულში "მძინარე ცხინვალის" ოპერის მომღერალი ბიძინეს
გუნდი სხვა ქვეყნების გამოთიშვით,
(სულ ახლახან ევროპის სახალხო პარტიასთან ეპისტოლარული ომი ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო)
რუსეთის სამხედრო დანაშაულების მიჩქმალვით
(ისე ცნობისათვის ეს ომი 1801 წელს დაიწყო საქართველოში მეფობის გაუქმებითა და ანექსიით-მაგრამ ბიძინემ და წულუკიანმა მაგდენი აბა საიდან იციან)
და საქართველოს
(უკვე მარტო დარჩენილ საქართველოს მეგობრების ევროპული სამართლის მიღმა
დარჩენილს ოკუპანტებისა და კოლლაბორაციონისტი კანცლერის პირისპირ)
დადანაშაულებით გამოძიებას არა მაგრამ ერთ კარგ " межсобоичик"-ის მოაწყობას გეგმავენ(გასაგებია რა "გამოძიება"
იქნება კოლლაბორაციონისტებისა და ოკუპანტების თანამშრომლობით).
რა თქმა უნდა "დამნაშავედ" და განკითხვის ვაცად პუწინის საამებლად ისევ
საქრთველო დაინიშნება და ეს გაბითურებულ ბრბოს მიეწოდება "სამართლიანობის აღდგენის" აქტად......
ეს სასჯელი და დამცირება ქვეყნისა არი მორიგი ბიძინეს მასკარადი(მოსკოვის დაკვეთით)
სახელად "წულუკიანი აგვისტოს ომს იძიებს".
აგრეთვე გაფრთხილება მომავალი საქართველოსათვის(როგორც ოკუპანტი
მზვერავებისათვისა და კრიმინალებისათვის "პოლიტპატიმრის" სტატუსის მინიჭება,
აგრეთვე პოლიციის დასჯა მოვალეობის შესრულების გამო(იხილეთ ე.წ. 7 ნოემბრისა და 26 მაისის "საქმეები")
რომ თავისუფლებისათვის ბრძოლა დასჯადია, თან დასჯადია ადგილობრივი კოლლაბორაციონისტთა ხელით.
ამათ შემყურეს ხშირად მახსენდება ბერ ხორონიმო დე მანდეტის წერილის ეს ნაწილი რომელიც მან ესპანეთის მეფეს მიწერა
"მე მოგახსენებთ იმ ზიანზე, რომელსაც ვიღებდით და მომავალშიც მივიღებთ აბორიგენების(ინდიელების(უ))
ქრისტიანიზაციის საქმეში, როდესაც ესპანელი კონკისტადორები თავს ქრისტიანებს უწოდებენ".
Vae victoribus- ვაი გამარჯვებულთ.
O sancta simplicitas საქართველოს ელექტორატის 53% უნდა გერქვას შენ..
urfinjus, Apr 08 2013
http://planeta.ge/topic/71866-%E1%83%AC%E1...95/page__st__15