ჩვენ ყველანი საყვარლები ვართ თავისებურად ამიტომაც მიყვარს აქ შემოსვლა <3
....
ეხლა კი დაპირებული))
...
იუზერი აურეა რომელსაც ღრმად სწამს რომ რომელიღაც ბიბლიური გმირის რეინკარნაციაა და მასზეა დაკისრებული ქრისტიანული სამყაროს ხსნის წინასწარმეტყველური მისია
მისი თანამეინახე იუზერი ომერტა მევენახეობის ღმერთ დიონისეს გურჯული პაროდია
მიაჩნია რომ ფორუმია ის ადგილი სადაც უნდა განხორციელდეს მონიტორინგი მის ორგანიზმში ალოკოჰოლური სასმელების ცირკულირებისა

სხვათაშორის ორივეს ჰგონია რომ ვეფხისტყაოსნის პერსონაჟები არიან
ისე ცოდვა გამხელილი სჯობს და ხანდახან მეც მაქვს ცრუ წარმოდგენები საკუთარ თავზე
ზოგჯერ მეჩვენება რომ ფსიქიატრი ვარ და ზოგიერთების
იძულებითი ჰოსპიტალიზაცია მინდება მოვახდინო : (
...
ჩემი ერთერთი საყვარელი იუზერი ანამაჩი
ქალი- სოფ.მეურნეობის მთავარი არტერია
ჩემს წარმოსახვებში ყველაზე საინტერესო და პიკანტური ასოციაციების მუზა
ამას წინათ რომელიღაც იუზერმა ვერულაშვილს შეადარა ძალიან მოკლედ და ლაკონურად და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამხელა გენიალურობა დევს სიმარტივეში
მარიკა ვერულაშვილი როგორც ფენომენი -არაჩვეულებრივი მიგნებაა <3
...
ფსიქოტრავმატოლოგიით დაინტერესებულ მოყვარულებს ამ უზერის პოსტოლოგიის გაცნობისას ფრიად საინტერესო ექსკურსი ელით.რსებობს ( <3) ყველაზე უწყინარი არაადექვატური ვინც კი მინახავს ოდესმე.
გამორჩეულად ენერგიული ქალბატონი ეეელოო.ქალი რომელიც უბადლოდ ფლობს დროის მენეჯმენტს
და დიასახლისის რუტინულ საქმიანობას ეფექტურად უთავსებს პოლიტაქტივობას <33
და ბოლოს წლის დამაჯამებელ შედეგებზე თუ ვსაუბრობთ არ გამოგვრჩეს მთავარი პოზიტივი
ადმინისტრაციულ საქმიანობაში თვალშისაცემად გაადექვატურებული მოდერატორი ჯიმი
ყოჩაღ ჯიმი!!
მინდა ეს წახალისება უფრო მეტი სტიმულის მომცემი იყოს შენთვის!
..........
უწიპუწის თემა გამიხსენით თორემ ამ ფორმატიდან ვვარდები
არადა მინდა ვიაქტიურო