#43151711 · 13 Dec 2014, 22:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Augusto Pinochet
QUOTE | სხვა გამოსავალი ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს, აფხაზეთი ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში ეს არის კომუნიზმზე უტოპიური იდეა, უწინ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე აფხაზეთი დაუბრუნდება ერთიან საქართველოს ისევე როგორც იყო. იქნება ეს ომის გზით თუ მოლაპარაკების, ეს ვარიანტი, არის გამორიცხული საფუძველშივე. და თუ ამას ვინმე ვერ ხვდება, მათზე დროის ხარჯვას არ გირჩევთ იმათ ვინც ამას ხვდებით.
|
ვაა, თუ არ დაგვიბრუნდება და მაშინ რას ვკარგავთ? ანუ თუ უკვე დაკარგულია, მომავალში როგორღა დავკარგავთ? მე მაინც ვერ გავიგე. ან საქართველოს მიერ აფხაზეთის აღიარებით რას მოიგებენ აფხაზები?საერთაშორისო აღიარებას? მერე რა? საერთაშორისო სამართალსუბიექტს ვერ შეაცვლევინებს რუსეთი აზრს? რეფერენდუმით ვერ ატქმევინებს "შეერთება გვინდაო?" ხომ არ დაგვავიწყდა, რომ აფხაზეთს ჩვენს გარდა საზღვარი მხოლოდ რუსეთთან ექნება და რუსეთის "მტრად" გადაკიდება კი არაფერს კარგს არ მოუტანს? აფხაზებს სხვა გზა არ აქვთ, ან ჩვენთან უნდა იყვნენ, ან რუსეთთან. მათ არ აქვთ ატრანაირი რესურსი რომ სახელმწიფო შექმნან. მეთუ მკითხავ, ყველაზე მეტად აფხაზეთის აღიარება დღეს ჩვენ ხელისუფლებას უნდა. რატომ? იმიტომ, რომ აღარ ექნება ვალდებულება რუსეთს შეახსენოს მალიმალ, რომ ოკუპანტია! აშკარაა, რომ ჩვენი მთავრობა განიცდის რუსეთიდან ზეწოლას, თუ რა კუთხით, ძნელი სათქმელია. იგივე ითქმის ე. წ. სამხრეთ ოსეთზეც. მაგრამ კიდევ მინდა ვუთხრა ყველას-უკვე რაც 1000000 ჯერ ითქვა: თუ ჩვენ დავუთმობთ რუსეთს, ის ამაზე არ გაჩერდება! ეს იქნება საქართველოს დასასრულის დასაწყისი. შედით რუსულ საიტებზე და წაიკითხეთ რას წერენ რუსები ქართველების წარმოშობაზე და ქართულ ენაზე, როგორ გვყოფენ ცალკეულ ერებად ქართლელებს, კახელებს , იმერლებს და. ა. შ. და ა. შ. აღარაფერს ვამბობ სვანებზე და მეგრელებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ჩვენს მიმართ აწარმოებს საინფორმაციო ომს, რითაც სინჯავს ნიადაგს, აბა როგორი რეაქცია გვექნება მათ ნაბოდვარ თეორიებზე. თუ გვინდა გარუსება, კი ბატონო (მე ნაგდად არ მინდა ) და თუ ჩვენ დღეს დავუთმეთ რუსებს, მაშინ ისინი ისევე ადვილად გაგვარუსებერნ, როგორც გაათურქეს ქართველები თურქეთში. ამიტომ აფხაზეთის საკითხში რაიმეს დათმობა ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია. რაც შეეხება შერიგებას, ეს არც მოხდება და ვერც მოხდება, რადგან ამას რუსეთი უბრალოდ არ დაუშვებს.. პუტინიც და მისი მემკვიდრეებიც მხოლოდ მაშინ იქნებიან მშვიდად, როცა კავკასიის მიმართულებით ყველა პრობლემა მოხსნილი ექნებათ და ეს მაშინ მოხდება, როცა კავკასიაში არცერთი დამოუკიდებელი ქვეყანა აღარ იარსებებს! კიდევ ერთი მორალური-პოლიტიკური მხარე-გარდა იმისა, რომ ჩვენნს მიერ აფხაზეთის აღიარება არც ჩვენ და არც აფხაზებს არავითარ სიკეთეს არ მოუტანს, ჩვენ დაგვაკარგინებს მხარდამჭერებს საერთაშორისო სარბიელზე. ჩვერნ მსოფლიოს წინაშე წარვდგებით როგორც უსუსური, არქაფრისმაქნისი ერი. ერი, რომელიც ადვილად ურიგდება მარცხს. ასეთ ერს არავინ არაფრად არ აგდებს. მას უბრალოდ არავინ ენდობა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ყველაზე ღირებული კაპიტალი ურთიერთობებში ნდობაა და არა მარტო ხელშეკრულებები. ხელშეკრულებები ხომ ნდობის განსამტკიცებლად იდება. ასე, რომ თუ გვინდა რომ გადავრჩეთ, ინდა ვიბრძოლოთ! როგორ? როგორც საქმე მოითხოვს! * * * beasly
QUOTE | ან თქვენ არ დაიღალეთ ან საზოგადოება ამ აფხაზეთზე საუბარით ?! თუ ასე გტკივათ გული რატო არ გააპროტესტეთ აფხაზეთის მიერთება რუსეთთან ? საყდრისის პრობლემაზე წივიან და ყვირიან და რა აფხაზეთის პრობლემაზეა საუბარი ? |
მართალი ხარ. ძალიან ინერტულები ვართ. ყველაფერი იმიტომ გვემართება, რომ ინერტულები ვართ. და ვინც არ არის ინერტული იმას სული ალბად უკვე გაყიდული აქვს. მოკლედ ნაგდად არ ვართ კარგ დღეში * * * brdzolisunariani
QUOTE | შენი იდეა სამწუხარო რეალობასთან ახლოსაა მაგრამ ცხინვალს რა ვუყოთ ,ვაღიაროთ ქვეყნად ''სამხრეთ ოსეთი'' ქართლში ? (აფხაზეთი უფრო სხვა საკითხია.............) * * * |
შენ რა ათწლედი რუსეთში დაამთავრე? * * * Augusto Pinochet
QUOTE | ვზივართ და გვგონია რომ აი აფხაზეთი სულ მუდამ ჩვენი იყო და ჩვენად დაგვრჩება, |
გავანებოთ პრინციპებს თავი-იმას, რომ დედა ###############ს 250000 ქართველი სახლებიდან გამოგვიყარეს და ლტოლვილებად აქციეს. იქნებ ამიხსნათ რას ვიგებთ აფხაზეთის აღიარებით ან ჩვენ ან აფხაზები? საინტერესო იქნება თქვენი აზრი
|