გული დამეწვა...
ნუთუ აქამდე ვერავინ მიხვდა,--- თუ რატომ წერს ყვარყვარე ასე?
გენიოსია ყვარყვარე!
***
ერთი ფრიად საჭირო გასახსენებელი თეთრი მელის ძმობილი ანაკონდის მოსაგუდად და ,,გასაკეთილშობელად'':
ივანიშვილმა შევარდნაძეს გენშერთან და გიდო ვესტერველესთან წერილები გააგზავნინა
ედუარდმა გენშერისგან პასუხი ვერ მიიღო
15:11 26.09.2012
[ეკა იაშვილი]
„ჩემო მეგობარო ჰანს–დიტრიხ, მე არაერთხელ აღმინიშნავს ის გარემოება, თუ რა როლს თამაშობს პირადი ურთიერთობა დიდ პოლიტიკაში...“ – ასე იწყება წერილი, რომელიც გენშერმა მიიღო. წერილს ედუარდ შევარდნაძე აწერს ხელს და იგი წლების წინ კი არა, ამ წლით და ამ თვით თარიღდება. ოფიციალური წერილი, რომელიც ედუარდ შევარდნაძემ გენშერს გაუგზავნა, ბიძინა ივანიშვილს ეხება.
„დღეს, მიხეილ სააკაშვილის ავტოკრატულ რეჟიმს, რეალური კონკურენტი გამოუჩნდა, ბიძინა ივანიშვილის სახით. ეს არის კაცი, რომელსაც მე ჩემს მეგობარს ვუწოდებ. ივანიშვილმა მოახერხა და ერთ კოალიციაში გააერთიანა აქამდე დაქსაქსული და დასუსტებული ჯანსაღი ოპოზიციური ძალები....“
ამ ერთ აბზაცში ბევრი რამ ჩაუტევია ედუარდ შევარდნაძეს. „მე ჩემს მეგობარს ვუწოდებ“ – ასე მოიხსენიებს ივანიშვილს შევარდნაძე და გენშერს სთხოვს, უზრუნველყოს „მეგობრის“ შეხვედრები გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ანგელა მერკელთან და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდო ვესტერველესთან.
„ბ–ნი ივანიშვილის ტურნე არ იქნებოდა სრულყოფილი, ბერლინში ჩამოსვლის გარეშე“ - ნამუსზე აგდებს გენშერს მამათელი "თეთრი მელა".
მიუხედავად ფამილარული დაბოლოვებისა: „გთხოვ, ჩემი საუკეთესო სურვილები გადასცე ბარბარას“, ჰანს–დიტრიხ გენშერისგან პასუხი არ მოვიდა. ასე უშედეგოდ გარჯილა ედუარდ შევარდნაძე ივანიშვილის სასარგებლოდ.
ზოგადად, ივანიშვილი მილიონებს არ იშურებს იმისთვის, რომ მოახერხოს ევროპელ ლიდერებთან დაახლოვება. მისი გარემოცვა აქტიურად მუშაობდა ედუარდ შევარდნაძესთან.
როგორც ცნობილია, შევარდნაძესთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილის მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში, გიორგი გეგეჭკორი აწარმოებდა.
იგი პირადად ესაუბრა შევარდნაძის წარმომადგენელს მარიამ ცაცანაშვილს, რომლის უშუალო მონაწილეობით დაიწერა ზემოთ აღნიშნული წერილიც და კიდევ სხვებიც. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, შევარდნაძე და ივანიშვილი ამაოდ დაშვრნენ.
გენშერისგან უყურადღებოდ დარჩენილმა შევარდნაძემ, მეორე, ოფიციალური წერილი გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის გიდო ვესტერველეს სახელზე გაგზავნა. ბ–ნ გიდოსაც ასევე შეახსენებს შევარდნაძე, მეგობრობის როლს მსოფლიო პოლიტიკაში და შემდეგ კვლავ ბიძინა ივანიშვილს ახსენებს.
„... საქართველოში მოახლოებულ არჩევნებამდე შეხვდეთ „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, კაცს, რომელსაც მე ვუწოდებ ჩემს მეგობარს“. წერილი 2012 წლის 9 სექტემბრით თარიღდება და შევარდნაძე კვლავაც შეხვედრების ორგანიზებას ითხოვს, მეგობარ ივანიშვილისთვის.
ისღა შეიძლება დავამატოთ, რაც ჩვენამდე სხვას უთქვამს: „მაჩვენე ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ“. ბიძინა ივანიშვილი პრინციპში არც არასდროს გამიჯვნია ედუარდ შევარდნაძეს და მისი ხელისუფლების დროინდელ ჩინოვნიკებს. როცა ოლიგარქი საუბრობს „გასაოცარ დემოკრატიაზე“, საინტერესოა, შევარდნაძის დროინდელს გულისხმობს?
P.S: შეგახსენებთ, რომ ესაა ამონარიდები ედუარდ შევარდნაძის ოფიციალური წერილებიდან, რომელიც მან გენშერსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის თხოვნით გაუგზავნა. ედუარდის ოფიციალური წერილები "პრესა.ჯი"-მ ექსკლუზიურად მოიპოვა.
http://presa.ge/new/?m=society&AID=19220გთავაზობთ ვირტუალურ ფოტოს: ,,მე და ყვარყვარე''
მიმაგრებული სურათი