ეგეც შემსრულებელია.
საბჭოთა პერიოდიდანვე მადნეულის საბადო --- ოქროს ქურდების ხელშია...
შევარდნაძე მას თავისი ,,ელიტის'' მსუყედ ჯიბის შესავსებ სავალუტო ფულად თვლიდა და აგერ გდიან საღსალამათი პატიაშვილი თავის ჩინოვნიკებიანად და მშვენივრად უწყიან საბადოთა სრული ასავალ-დასავალნი.
უამრავი არქეოლოგიურ-გეოლოგიური კვლევებია ჩატარებული საბადოზე-საბადოებზე --- ჯერ კიდევ საბჭოთა დროს და დტალურადაა აღწერილი ყოველივე გამოცემულ სამეცნიერო შრომებშიც...
საბჭოთა პერიოდშივე ისმოდა ქართველ მეცნიერ-სპეციალისტებში დრტვინვა მადნეულის ვანდალურ ძარცვა-დატაცებაზედ და უცხოურ სამეცნიერო წრეებშიც მრავალი კვლევებია ჩატარებული მტკვარ-არაქსის კულტურის სიძველეებზე, რომელნიც ფინანსური სიძლიერის გარეშე ვერ შეიქმნებოდა, რასაც ადასტურებს მსოფლიო მნიშვნელობის ოქროს უძველეს ნივთებზე ოქროს ანაბეჭდების ანალიზებიც --- მისი ქართული ტერიტორიებიდან წარმომავლობაზედ.
ძნელი მისახვედრი არაა არტეფაქტების განადგურების ხარბი მიზნები, რათა შემდგომ უკონტროლოდ და შეუზღუდავად მოიპოვონ-მოიპარონ საბადოზე მოპოვებული ფარტო სპექტრის სიმდიდრენი და სრული სიცრუეა, რომ ოქრო მხოლოდ საყდრის-ყაჩაღიანის არეალშიღაა შემორჩენილი --- მთელი ბოლნისის რეგიონია საბადო...
კულტურულ-არქეოლოგიური კვლევების გაგრძელება ზუსტად დაადგენს მოპოვების ოდენობის მასშტაბებს და ზუსტ შემცველობებსაც ადგილების მიხედვით.
არის ადგილები სადაც ტონა მადანში ოქროს შემცველობა 250 გრამსაც აღწევს და ასე შემდეგ....
და ასეთ უმდიდრეს და ქვეყნის სავალუტო რეზერვების მყარად უზრუნველმყოფი საბადო, ეროვნული სიმდიდრე, ფრიად მომგებიანი ბიზნესწარმოება გაყიდულია ოკუპანტებზე და რეალური მფლობელები რეგიონისა სიღატაკესა და ციანიდური ავადობებისათვის არიან განწირულნი....
ესაა სერიოზული ბრალდებანი და რეალურად დამტკიცებადია სახელმწიფო უშიშროების და პროკურატურის მიერ, თუ იქნა შესაბამისი პოლიტიკური ნება სახელმწიფოსი და არც კონკრეტულ პირთა გავლენა-მონაწილეობანის დამტკიცებაა ძნელი...
პირიქით --- იოლზე-იოლია კონკისტადორთა მონა მარიონეტების უსწრაფესად ვინაობათა დადგენა-გამხელანი ყველასათვის.
ნუთუ სადაოა ელემენტარული რამ, რომ სტრატეგიული საბადო უმკაცრესი კონტროლით სრულად უნდა იქნას გამოყენებული სახელმწიფოს საკეთილდღეოდ და მისი უცხოებზე, მითუმეტეს ოკუპანტებზე გასხვისება-გაყიდვა უმძიმესი სახელმწიფოებრივი დანაშაულია???
და ამ დანაშაულობათა ჯაჭვის სათავეში თავად ცრუ ქველი დგას ბიძინა ივანიშვილის გვარ-სახელით.
სერიოზული ეჭვი არსებობს, რომ მისი მილიარდები სწორედ აქედან გატანილი ოქროს მადნის ხარჯზე შედგა და არც ისე ბრიყვნი არიან რუსეთში, რომ ამ მარიონეტი კაცსატანისათვის მილიარდები გაიმეტონ რუსეთიდან უანგაროდ გასატანად და არც ამერიკელები დააფარებენ ხელს უანგაროდ...
უბედურება ისაა, რომ ჩვენი უახლოესი წარსულიდან უამრავი რამაა მიმალული --- სადაც ისევ და ისევ ქართველ სულ-გაყიდულთა ხელით კრეფენ ოქროს ნარ-ეკლებს....
ამიტომ ტყდება და ინგრევა ყველაზე ვერაგულად ციხე შიგნიდან --- სწორედ მოღორებულ-გახარბებულ ვაი-გამყიდველ მოყვასთა ხელითვე...
ცულის და ხის იგავია ზედ მისადაგებული --- მარიონეტ შეფზედ და მის მიერ მოსყიდულ-დადუმებულ ვაი-ელიტაზედ.
ამიტომ აფინანსებდა წითელ ვაი-ელიტას, მოქნაცქოცებს და ამიტომაც დუმან ქაქნაჭამნებივით....
30 ვერცხლად გამყიდველ იუდას ეყო უნარი --- შეეცნო გამყიდველური ღალატის მომავალი ანატომია და უკან მიეყარა ცოდვის საზღაური ჯვართამცმელი სატანისტებისათვის!
ესენი უარესნი არიან --- შეჭამეს და მოიხმარეს ნაოხარი ალაფნი.... და კვლავაც ნელთბილნი ელიან ,,წყალობას'' მამინაცვლურსა.
ერბო ქონი ჰგონიათ და ჯოჯოხეთი სამოთხე.
და კვლავ ვდებ მათი ბაფომეტა მამინაცვლის სახე-ხატებას:
This post has been edited by triumpi on 22 Dec 2014, 13:59
მიმაგრებული სურათი