,,ოცნების კოალიციის სამეფოში რაღაც ვენდეტურად ფეთქდება-ინგრევა...''
***
ლევან მამალაძე: გამოიძიეთ „მადნეულის“ საქმე და სააკაშვილი საბოლოოდ დამთავრდება!
ავტორი:
23 დეკემბერი, 2014. 15:19
შევარდნაძის მთავრობის მაღალჩინოსანი ლევან მამალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „კვარციტი", „მადნეული" მიისაკუთრა, სახელმწიფოს უზარმაზარი ზიანი მიაყენა, ახლა კი გამოდის და ამ ყველაფერს სხვას აბრალებს". ამის შესახებ მამალაძე „ასავალ-დასავალს" ესაუბრა.
„გაიგეთ, ხალხნო, ეს ადამიანი სამკურნალოა, საბოლოოდ, თავის სიცოცხლეს საგიჟეთში დაასრულებს, მაგრამ მანამდე, ათას სიბინძურეს ჩაიდენს! კაცმა „კვარციტი", „მადნეული" მიისაკუთრა, სახელმწიფოს უზარმაზარი ზიანი მიაყენა, ახლა კი გამოდის და ამ ყველაფერს სხვას აბრალებს. ვინმემ ხომ უნდა გასცეს პასუხი?! ჰოდა, მე ვეუბნები, მიშა, თუ მაგარი ხარ, დამიჯექი პირდაპირ ეთერში! სააკაშვილის მხარდამჭერებსაც მინდა, მივმართო - თქვე მამაცხონებულებო, გაუკეთეთ ორგანიზება პირდაპირ ეთერში სააკაშვილთან ჩემს დებატებს. დაგარწმუნებთ, რა ბედენა ლიდერიც გყავთ!
ერთი დოკუმენტი მაინც დამიდეთ, სადაც დადასტურდება, რომ ფრთიანი რაშები და ოქროს ზოდები მქონდა! თუ რაიმე საბუთს იპოვიან, მზად ვარ, სააკაშვილის მოსყიდული სასამართლოსა და პროკურატურის წინაშე ვაგო პასუხი! ყველაზე დიდი ცინიზმი იყო, როცა ე.წ. ექს-პრეზიდენტმა საყდრისის თემაზე განცხადება გააკეთა - ლევან მამალაძესაც არ უკადრებია ის, რაც ამ ხელისუფლებამ ჩაიდინაო. იგი ისევ ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და ამ ხელისუფლებას აჰკიდოს ყველა ის ცოდვა, რაც თვითონ ჩაიდინა. ფაქტია - ოქროს საბადოში მას ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა ინტერესები, ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა.
როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ორივე საწარმო - „კვარციტი" და „მადნეული" მიითვისა. შექმნეს კომპანია „აი ემ ჯი", რომელთა დამფუძნებლებიც თემურ ალასანიასთან ერთად რუსი ჩინოვნიკები გახლდნენ, ანუ დახატეს სურათი, რომ ეს საწარმოები რუსულ კომპანიას ეკუთვნოდა, რეალურად კი, მიშას ახლობლები ამ საწარმოს დღემდე მართავენ და ბიუჯეტის თანხებს ოფშორულ ფირმებში ქაჩავენ. სააკაშვილი იქიდან ასეულობით მილიონს იღებს. პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, საყდრისის ეროვნულ ძეგლთა ნუსხიდან ამოღებას იმიტომაც მოაწერა ხელი, რომ თავის მფლობელობაში მყოფ საწარმოებს ნაკლები დანახარჯი ჰქონოდა. საყდრისის მიდამოებში სპილენძისა და ოქროს უფრო მაღალი შემცველობის მადანია!" - განაცხადა მამალაძემ.
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)
წყარო: „ასავალ-დასავალი"
http://reportiori.ge/?menuid=2&id=49227და
ჯორჯ სოროსი: სააკაშვილის სახით მწარე გაკვეთილი მივიღე
11:36 23.12.2014
ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენისა და ფინანსისტის ჯორჯ სოროსის განცხადებით, მან საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მხარდაჭერით, მწარე გამოცდილება მიიღო.
ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.
„მიხეილ სააკაშვილისათვის უსიამოვნო ახალი ამბავი აღმოჩნდა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი მთავარი სპონსორის, მილიარდერ ჯორჯ სოროსის განცხადება: ამ რამდენიმე დღის წინათ მან გულახდილად აღიარა, რომ ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ (მას ხშირად სოროსის ფონდს უწოდებენ) აქტიურად ეხმარებოდა მიხეილ სააკაშვილს თავისი წინამორბედის - ედუარდ შევარდნაძის დამხობაში“ - წერს გამოცემა.
„მე ამისთვის რამდენიმე მილიონი დოლარი დავხარჯე და მიხეილ სააკაშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხელფასსაც კი ვუხდიდი, თუმცა მიხეილ სააკაშვილისადმი უფრო კრიტიკული გავხდი მის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის შემდეგ.
სააკაშვილმა გაპრეზიდენტების შემდგომ ღია საზოგადოების ფასეულობებისადმი პატივისცემა დაივიწყა. ასეთი მწარე გაკვეთილის მიღების გამო მე გადავწყვიტე აღარ ჩავერიო იმ ქვეყნების საშინაო საქმეებში, სადაც ჩემი ფონდები მოქმედებენ“ - ციტირებს „კომერსანტი“ ჯორჯ სოროსის განცხადებას.
http://www.newspress.ge/politika/58088-jor...li-mivighe.html
მიმაგრებული სურათი