მე მგონია რომ ძალიან კარგადაც იცოდნენ რასაც აკეთებდნენ
და შეგნებულად სპობენ ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანეს ფურცელს,
ფაქტიურად ახალ აღმოჩენას, რომელიც შეცვლიდა საქართველოს და მთელი რეგიონის ისტორიას!
და რაც ყველაზე მთავარია -
ტყუილა დაანგრიეს ის საბადო!
ტყუილა!არაა იქ იმდენი ოქრო, რომ ღირდეს ამხელა სკანდალად!
გვერდით ტერიტორიაზე ბევრად მეტია
ჩვენ თუ ვიცით ეს - იმათაც ხომ ძალიან კარგად იცოდნენ?
ჰოდა გამოდის რომ შეგნებულად გვინგრევენ ისტორიას!
https://www.facebook.com/events/15688747066...ry_type=regular17:20-დან - 21:00-მდე
ხვალ
თსუ - რუსთაველის გამზირი - მთავრობის კანცელარია
მოძრაობა "მწვანე მუშტი" მოუწოდებს საზოგადოებას ჩაერთოს ბრძოლაში საყდრისის, ადგილობრივი მოსახლეობისა და საკუთარი უფლებებისათვის!
ჩვენი მოძრაობა არ განიხილავს საყდრისის არქეოლოგიურ ოქროს მაღაროს მხოლოდ ძეგლთა დაცვითი თვალსაზრისით, რადგან პრობლემა კომპლექსურია და მოიცავს, როგორც ეკოლოგიურ და ეკონომიკურ, ასევე სოციალურ ასპექტებს. თუ ბუნებრივი რესურსების ათვისება მოხდება ამ ფაქტორების გათვალისწინებით და დემოკრატიულ მართვაში გადავა საწარმო, შესაძლებელი გახდება საწარმოს ფუნქციონირება ისე, რომ ის ჰარმონიაში მოვიდეს, როგორც ბუნებრივ ასევე კულტურლ გარემოსთან.
დღეს ნათლად იკვეთება, რომ RMG GOLD-ი მანიპულიერებს მუშათა მძიმე სოციალური მდგომარეობით და მათ იყენებს საკუთარი ინტერესებისთვის. მუშებიც იძულებულები არიან დაჰყვნენ კომპანიის ნებას, რადგან სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, მათ აღარ რჩებათ არავითარი შემოსავლის წყარო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მუშათა დიდი ნაწილი არ იზიარებს და არ იზიარებდა კომპანიის მტაცებლური პოლიტიკის მიმართულებას, რაც 2014 წლის თებერვალ-მარტის გაფიცვამაც დაადასტურა.
ამიტომ მოვითხოვთ:
• შეჩერდეს საყდრის-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე კომპანიის მიერ ბურღვა-აფეთებითი სამუშაოები!
• დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს საყდრის-ყაჩაღიანის სამთო-არქეოლოგიურ ოქროს მაღაროს, კანონდარღვევით მოხსნილი კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი
• პასუხი აგოს ყველა დამნაშავე პირმა, როგორც კომპანიის ასევე სამინისტროს მხრიდან(გარემოს დაბიძნურების, უკანონო მშენებლობების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის დარღვევისათვის).
• გადადგეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი - ნიკოლოზ ანთიძე.
• მოხდეს საწარმოს ნაციონალიზაცია, როგორც რესურსების მომპოვებელი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის!
ასევე მოვითხოვთ:
• კანონმდებლობაში შრომის უსაფრთხოების პირობების მკაფიოდ განსაზღვრა.
• დამსაქმებლისგან დამოუკიდებელი შრომის ინსპექციისა და სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის შექმნას.
• მოხდეს ადგილობრივთა ჯანმრთელობა მდგომარეობის შესწავლა.
• სოფლის მეურნეობის სფეროში გლეხებისთვის სასოფლო სამეურნეო სავარგულების მკაცრი დაცვითი მექანიზმების შემოღება და კომპანიის მიერმიყენებული ზარალის ანაზღაურება.
გარემოსდაცვის მიმართულებით მოვითხოვთ:
• სანებართვო პირობების გაღრმავება და მკაცრი კონტროლს.
• დამოუკიდებელი ექსპერტების შერჩევის წესის გამკაცრებას.
• ეკოლოგიური ექსპერტიზის წარმოების პროცესში. გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოების ჩართულობას
• ლიცენზიის მფლობელის მიერ მისი სხვა პირზე გადაცემა დაექვემდებაროს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის ხელახლა შექმნას.
• ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობის დაწყებისას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჩართვას.