ესე ივენთის ლინკი, ვისაც უნდა ხვალ აქციაზე წასვლა
https://www.facebook.com/events/41268872555...f_t=plan_editedსოფია კილასონია
საყდრისი - შეთქმულება
December 14, 2014 at 3:14am
ვიცი, რომ დღეს ბევრი ინერვიულეთ და დაიბენით. ვიცი, რომ ამ საყდრისის ამბავი ისედაც მუდმივად გაბნევთ. მაგრამ ძალიან გთხოვთ, კიდევ ერთხელ გულისყურით გამომყვეთ ამ თხრობაში. შევეცდები ძალიან მარტივად გაგარკვიოთ.
გურამი, ალეკო, სასამართლო და კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება-მოხსნა რეგულირდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით. იქ, ჯერაც გვიწერია, რომ ძეგლს სტატუსს უნდა ანიჭებდეს სამინისტროსთან არსებული სპეციაური კომისია. გაწერილია ისიც თუ ვისგან უნდა შედგებოდეს კომისია. სწორედ ამ კომისიამ 2013 წელს ოდიშარიას ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის ნება არ მისცა. ჩვენი გურამი ადგა, ეს კომისია დაითხოვა და კანონის გევრდის ავლით დაუძახა სხვა მეცნიერებს. ამ კომისიაშჲ იყვნენ დავით ლომიტაშვილი, ვახტანგ ლიჩელი, ბესიკ მაცაბერიძე, ქუცნაშვილის მამა და სხვები. ეს გვარები დაიმახსოვრეთ ცოტა ხნით და გავაგრძელოთ !
ამბობენ და ზოგიც ასაბუთებს, რომ უმეტესობას ჰქონდა და აქვს პირადი ინტერესი, რომ "არემჯი გოლდს" დიდზე დიდი მოგებით ემუშავა. მე ზუსტად არ ვიცი ! მაგრამ ვიცი და ხელთ მაქვს მათი მუშაობის ყველა ოქმი და განცხადება-გადაწყვეტილება. ამ კომისიამ 2013 წლის ივნისში სასწრაფოდ დაწერა დასკვნა. ერთ კვირაში დაადგინეს რომ თავიანთი ქართველი, გერამანელი, შვეიცარელი და ფრანგი კოლეგები ცრუობდნენ, რომ ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრის და ბოხუმის უნივერსიტეტის სამთო არქეოლოგიის ცენტრის 10-წლიანი კვლევა ერთი დიდი ტყუილი იყო და ამის საფუძველზე ძეგლს სტატუსი მოეხსნა.
ზუსტად ერთი წლის თავზე, ანუ 2014 წლის ივნისში სამინისტროს სასამართლოში მოუგეს დავით სახვაძემ და "მწვანე ალტერნატივამ". სასამართლომ დაადგინა რომ გ. ოდიშარიამ უკანონოდ მოუხსნა ძეგლს სტატუსი. რომ არ ჰქონდა ალტერნატიული კომისიის შექმნის უფლება და რომ აღნიშნული კომისია უფლებამოსილი არ იყო ასეთი დასკვნა გაეკეთებინა. ოდიშარია მოხსნეს. პროცესს ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ "ერემჯი"-ის მიერ მოწვეული უცხოელმა ექსპერტებმა დაადასტურეს ძეგლის თარიღიც, ბუნებაც - ანუ რომ უძველესი ოქროს მაღაროა და ა.შ. მოკლედ აბსურდული გახადეს ოდიშარიას, მარგიშვილის, ანთიძის აგრესიული რიტორიკა იმის შესახებ რომ ჩვენ ძეგლს კი არა ორმოს ვიცავდით და მატყუარები ვიყავით. ოდიშარია წავიდა. მარგიშვილი ვიცე-მერი გახდა, ანთიძემ თანამდებობა შეინარჩუნა და რატომღაც მინისტრთა კბინეტის სხდომებზე ღარიბაშვილის გვერდით მოუჯდა. "ერემჯი"- კბილაშვილით შეიარაღდა. "ერემჰი"-ს პიარმენეჯერმა გოგომ განსაკუთრებული სისუსლელეების საუბარი განსაკუთრებული სითამამით დაიწყო და "ჯეპრა" დაიქირავა. "ჯეპრამ" ახალი პიარკამპანია დაიწყო... ამ კამპანიაზე მე ცალკე დავწერ. აუცილებლად დავწერ ! ეს ის არის რაც ყველაზე კარგად ვიცი !
მიხეილ გიოგრაძე - ახალი ძველი მინისტრი და მისი გუშინდელი ბრძანება
ახალმა მინისტრმა პირველსავე სამუშაო დღეს გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვტილება ძეგლის სტატუსთან დაკავშირებით. ანუ რაც მოვუგეთ, ის გაასაჩივრა. პროცესი დღემდე მიმდინარეობს. ერთ მხარეს დგას სამინისტრო და "ერემჯი". მეორე მხარეს მეცნიერები და "მწვანე ალტერნატივა". ამ პროცესის გარდა მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე სხვა. ერთ-ერთი არის "საიას" პროცესი, ძეგლის დაზიანებასთან დაკავშირებით. სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება "ერემჯი"-ს უკრძალავს ძეგლზე მუშაობას. დღესაც უკრძალავს. დღევანდელი ამბები ამიტომ იყო მოულოდნელი. ჩვენ ამ წუთამდე არ ვიცოდით რა ბრძანება დაწერა ამისთანა მ. გიორგაძემ რომ მინისტრის მორიგი ბრძანება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უპირატესი გახდა. ახლახანს ეს ბძანება გამოქვეყნდა. ამ ტექსტში საუბარია იმაზე, რომ სამინისტრომ და სააგენტომ ხელახლა მოუხსნეს ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
ანუ, რაც კანონდარღვევით გააკეთა გ. ოდიშარიამ 2013 წლის ივნისში. რაც გასაჩივრდა, რაც მოვიგეთ და ახლა გიორგაძის აპელაციით ისევ დავის საკითხია. სასამართლოს დასკვნა მხოლოდ 15 იანვარს იქნებოდა ცნობილი. მაგრამ ვერ მოიცადეს. შეწყვიტეს დავა იმის შესახებ თუ რამდენად კანონიერად მოუხსნეს 2013 წელს სტატუსი ძეგლს და ხელახლა ჩაატარეს "უფრო კანონიერად" სტატუსის მოხსნის პროცედურა. და ეს გააკეთეს ერთ საღამოში. იანვრამდე სასამართლოს არ მოუცადეს სავარაუდოდ ორი მიზეზის გამო. 1. მაინც წააგებდნენ. 2. როგორიც არ უნდა ყოფილიყო განაჩენი, იანვარში "ერემჯი"-ს ხელთ ექნებოდა ახალი ლიცენზია. ამჟამინდელს ამ თვეში გასდის ვადა. ის ლიცენზია სადაც ნათლად წერია რომ საყდრისის მაღარო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ეს კი არ აწყობდათ და ყველაფერი დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. ამიტომაც ადგნენ და ხელახლა ჩაატარეს ძეგლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის პროცედურა. ხელახლა და უფრო "სუფთად", მაგრამ რამდენად სუფტად, ამაზე ახლა მოგახსნებეთ.
მარგიშვილი-ოდიშარიას მემკვიდრეობა !
აი, აქ კიდევ სხვა მნიშვნელოვანი დეტალებით უნდა დაგღალოთ. თუ გახსოვთ ამ ტექსტის თავში დაგიწერეთ ვინ ანიჭებს კანონის მიხედვით ძეგლს სტატუსს და ვინ ხსნის. ვიდრე ამჟამინდელი ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი გახლდათ მინისტრის მოადგილე, მუშაობის ბოლო დღეებში კიდევ ერთი კანონდაღღვევა და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება მიიღო.
იმის მიუხედავად რომ მარგიშვილმა-ოდიშარიამ საქართველოს კანონში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცვლილება ვერ შეიტანეს, გამოსცეს ბრძანება, რომელიც უპირისპირდება ამ კანონს. და მაინც. გამოსცეს ! ამ ბრძანებაში წერია შემდეგი:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება-მოხსნის უფლებით დააჯილდოვეს ძეგლთა დაცვის სააგენტო, ანუ ანთიძე. ანთიძე თავისთავად უნდა დაეყრდნოს საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ან არქეოლოგიური საბჭოს, ან სტრატეგიულ საბჭოს. ამავდროულად სამინისტრომაც დაიტოვა უფლება, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ საბჭოებსაც აუარონ გვერდი, თუკი დასჭირდებათ. ამას გააკეთებენ სამინისტროში მოწვეული N კომისიით, რომელიც შედგენილი იქნება სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლების მიერ.
ანუ, თუ უმუხთლებს ზეგეგმას სააგენტოს არქეოლოგიური საბჭო, თუ გეგმას არ დაეთანხმება სააგენტოს სტარტეგიული საბჭო, მაშინ სამინისტო აიღებს თავზე ძალიან სპეციფიკურ საკითხს და სხვადასხვა სამინისტროების წარმოამდგენლები, ანუ არაპროფესიონალები გადაწყვეტენ ამოცანას. ეს "დილეტანტი ჩინოვნიკების" საბჭო შეიძლება სხვა დროისთვის დასჭირდეთ. მაგალითად თბილისის ძველი უბნებისთვის ან სხვა დროს, მაგრამ გუშინ საღამოს ყველაფერი სააგენტოშივე მოგვარდა. საგანგებო საბჭოს გამოძახება საჭირო არ გახდა.
ძეგლთა დაცვის სააგენტო - არაპროფესიონალები თუ დამნაშავეები???!!!
საგულისხმოა ისიც, თუ ვინ ხელმძღვანელობენ სააგენტოში ამ საბჭოებს მოცემული დროისთვის. გახსოვთ გარები სულ პირველ აბზაცში რომ ჩამოვთვალე და დამახსოვრება გთხოვეთ?
2014 წლის 1 მაისს ნიკოლოზ ანთიძემ გამოცვალა მენეჯმენტი. საკუთარ მოადგილედ დანიშნა დავით ლომიტაშვილი. სტრატეგიული საბჭოს თავმჯდომარედ ბესიკ მაცაბერიძე. ეს ორი ადამიანი იყო ოდიშარიას მიერ უკანონდ შექმნილი 11-კაციანი სასწრაფო კომისიის წევრი, რომლებაც ასევე უკანონდო მოხსნე ძეგლს სტატუსი და შემდეგ დაიტუქსნენ სასამართლოს მიერ. მაგრამ მათმა გადაწყვეტილებამ ძეგლი სერიოზულად დააზიანა. ამ ყველაფრის შემდეგ ისინი დაწინაუდრნენ ! არქეოლოგირუი საბჭოს თავმჯდომარედ ამავე დროს დაინიშნა კოსტენატინე ფიცხელაური. ეს ის მეცნიერია, რომელმაც თავისი შპს-ს სახელით ს2013 წელს დაწერა თავის დროზე ასევე ნეგატიური დასკვნა საყდრისის შესახებ. მითხრეს რომ მის შპს-ს უამბიციო კვლევებს "ერემჯი" აფინანსებს ხოლმე... მაგრამ როცა აღმოჩნდა რომ კოტე ფიცხელაურის საყდრისთან დაკავშირებული კვლევა საერთოდ არანაირ კრიტიკას არ უძლებდა, სიტყვებიც და დასკვნაც უკან წაიღო და წერილობითაც მოიხადა ბოდიში. ამ ფიასკოს მიუხედავად დაწინაურდა. უკვე შპს-ს კი არა, საქართველოს ძეგლტა დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიური საბჭოს ხელმძღვანელია.
შესაბამისად, ჩვენ ვიცოდით რომ ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო მთლიანად იყო ამ ძეგლის წინააღმდეგ განწყობილი. იმიტომ რომ ის ბოლო წელიწადში დაკომპლექტდა იმ ადამიანებით, რომლებიც 2013 წელს "ერემჯის"-ის ინტერესების დაცვის მიზნით ძეგლის დანგრევას და სტატუსის მოხსნას ითხოვდნენ.
გუშინ ! - ანთიძე-გიორგაძის ინფანტილიზმი
გუშინ, 12 დეკემბერს, საღამოს მოხდა შემდეგი. საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ძეგლისთვის ხელახლა მოეხსნათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. კანონში ისევ გვიწერია რომ ეს სულ სხვა საბჭომ უნდა გააკეთოს, მაგრამ ოდიშარია-მარგიშვილის აპრილის ბრძანებით ეს უფლება მიენიჭა სააგენტოს და მის საბჭოებს. საბჭო შედგა, დასკვნა" მოეხსნას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ეს გადაწყვეტილება ჯერ დაადასტურა ანთიძემ, შემდეგ მინისტრმა მ.გიორგაძემ და ამის საფუძველზე ისევ მინისტრმა მ. გიორგაძემ გასცა ბრძანება "ერემჯის"-სთვის, რომ მას მუშაობა გაეგრძელებინა.
დღეს ანთიძე და გიორგაძე ფიქრობენ, რომ უნაკლოდ იმუშავეს და საოცრად ზუსტი გადაწყვეტილება მიიღეს. მაგრამ არა !
1. ეს გადაწყვეტილება ბათილად ვერ ცნობს სასამართლოს შუამდგომლობას ძეგლზე სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამ ძეგლის დაზიანების გამო "საია" ედავება "ერემჯი"-ს. ამ დროს არ შეიძლება ძეგლის განადგურება. ანუ არ შეიძლება იმის განადგურება, რის გამოც მიდის პროცესი. მ. გიორგაძემ გუშინდელი ბრძანებით გათელა სასამართლოს გადაწყვეტილება.
2. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გარდა ამ ძეგლს გააჩნდა სხვა სტატუსიც - არქეოლოგიური ობიექტის სტატუსი. ეს სტატუსიც იცავს ძეგლს განადგურებისგან. უფრო მსუბუქი ძალა აქვს, მაგრამ ბორცვის ერთ ჰექტარზე მუშაობა ცალსახა კანონდარღვევაა. ცხადია ეს იცოდნენ, ამიტომ ანთიძესეულ არც თუ ლოგიკურ განცხადებებში საუბარი იყო იმაზე,რომ ამ არქეოლოგიური ობიექტიდან ინფორმაცია ამოღებულია და რომ ისე დაზიანებული იყო ეს ძეგლი, რომ შემდეგი კვლევისთვის აღარ გამოდგებოდა. მაგრამ ეს ყოველივე მხოლოდ სიტყვებია. ძეგლი დააზიანა კომპანიამ 2014 წლის თებერვალში. მაშინ სააგენტომ არ ან ვერ გააკეთა მონიტორინგი და ძეგლის დაცვა, რაც ევალებოდა და ევალება. ამას გარდა, მინისტრის ბრძანება საყდრის არქეოლოგიური ობიექტის სტატუსს არ და ვერ ართმევს. ანუ ნგრევა უკანონოა. ისე როგორც მინისტრის მიერ გაცემული უფლება მუშაობაზე.
ანთიძე ხშირად იმეორებს რომ ის ეროვნულ მუზეუმს შეუთანხმდა, მაგრამ ეროვნულმა მუზეუმმა 2 კვირის წინ გააკეთა სამეცნიერო კონფერენცია სადაც საუბრობდნენ ამ უნიკალური ძეგლის შენარჩუნების აუცილებლობაზე !
და თუნდაც 2 კვირაში შეეცვალა აზრი დავით ლორთქიფაბიძეს, მას საერთოდ არ ეხება ძეგლის სტატუსის საკითხი.
საერთოდ, ანთიძის განცხადებებს არ აქვს ფასი. ის არ არის სპეციალისტი. იურისტია. მე ვერ ვიტყვი რამდენად კარგი იყო უნივერსიტეტის სიღნაღის ფილიალის იურიდიული სკოლა, რომელიც მან დაამთავრა. არც მისი ალმა მატერის დაკნინება მინდა ახლა. არა ! მე შემიძლია ვილაპარაკო და აღვწერო მხოლოდ ის, თუ რამდენად არაერთიკური, არათანმიმდევრული და ცვალებადი ადამიანია. რამდენად ალოგიკურია ის როგორც იურისტი. რამდენად ხშირად უშვებს შეცდომებს და თვალს ხუჭავს ამ ცდომილებებზე. ის ჯერ კიდევ 1 კვირის წინ აღიარებდა იმას, რასაც აღიარებდნენ მეცნიერები. რომ როგორც არქეოლოგიური ობიექტი კვლევას და დაცვას საჭიროებდა... აღიარებდა იმას, რომ მსგავსი ბრძანების გაცემის უფლება არ ჰქონდა არავის, ვიდრე სასამართლოში 4 პროცესი მიმდინარეობდა.
ამ საქმეში, კიდევ არის სხვა უამრავი ხარვეზი რაც დაუშვა გუშინ ამ შეთქმულთა გუნდმა. მე ამ საკითხებს ვერ შევეხები. სამაგიეროდ შეეხებიან იურისტები სასამართლო დარბაზში.
დასკვნა
შეიძლება ხვალ კაზრეთში ძეგლი აღარ დამხვდეს. ვიცი რომ ასე იქნება. მაგრამ ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ეს ძეგლი რეგიონის კულტურულ-ტურისტული განვითარების შანსი და პერსპექტივა იყო. მაგრამ ჩვენთვის იქ არის კიდევ, უფრო ძვირფასი რამ - ადამაინების სიცოცხლე და მათი სხვა პერსპექტივა. საყდრისის გარეშე ეს პერსპექტივა უკვე არის საზარელი. ეს არის მოსალოდნელი ან დამდგარი ეკოლოგიურ კატასტროფა. რომელზეც თვალს ხუჭავს სახელმწიფო და რომელსაც გვიტოვებს რუსი ინვესტორი - ვინმე ტროიცკი და მის მიღმა ამოფარებული N პიროვნება. ის, ვინც ამ ქვეყანაში ბედავს და კანონზე, საზოგადოებაზე, კულტურაზე, ადამიანების სიცოცხლეზე მაღლა დგება.
წყარო,,,,
https://www.facebook.com/notes/10152674226247599/