საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
16:20 14-12-2014
საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს ტერიტორიაზე ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, არქეოლოგები თბილისიდან საყდრისში ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ.
აქციის მონაწილეები ცდილობდნენ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან ახლოს მისვლას. მათ მცირე წინააღმდეგობა გაუწია დაცვის სამსახურმა და პოლიციის თანამშრომლებმა, თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მაინც შეძლეს, რომ საბადოს მისადგომებთან მისულიყვნენ. ამ წუთებში საპროტესტო აქცია სწორედ იქ იმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრმა ირაკლი მამალაძემ განაცადა, კულტურის მინისტრმა და ძეგლთა დაცვის სააგენტომ ისტორიული ძეგლის ნგრევას მოაწერეს ხელი, მაშინ, როცა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რაც უკანონო ქმედება იყო მათი მხრიდან და ამ გადაწყვეტილებაზე ხელმომწერნი აუცილებლად უნდა დაისაჯონ.
ირაკლი მამალაძემ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას, მკაცრი რეაგირება მოახდინონ საყდრისის საბადოს ნგრევის ფაქტზე.
უფლებადამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა საბადოს ტერიტორიასთან შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც კონტრ-აქციას მართავდნენ და კომპანია "არემჯის" თანამშრომლებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება გააცნო, რომელიც საყდრისთან დაკავიშირებით გააკეთა.
საყდრისის საბადოს ნგრევის ფაქტს აპროტესტებს არქეოლოგი გიორგი გოგოჭური, რომელიც ქართულ-გერმანული ექსპედიციის წევრი იყო. საპროტესტო აქციაში მონაწილეობს გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია.
საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და დაცვის სამსახური, რომელთაც დაპირისპირების მონაწილეების განცალკევება დროულად მოახერხეს და სიტუაცია განმუხტეს.
ამ წუთებში საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები, ასევე აქციის სხვა მონაწილეები, ასევე კონტრაქციის მონაწილეები იმ ტერიტორიაზე იმყოფებიან, სადაც მძიმე ტექნიკა მუშაობს და მიმდინარეობს საყდრისის ისტორიული საბადოს ტერიტორიაზე გზის გაწმენდა და ტერიტორიის გასუფთავება.
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/30...mdinareobs.htmlსაქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
15:34 14-12-2014
საქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს საქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"კომპანია "RMG GOLD"- ის მიერ საყდრისის ოქროს მაღაროს მოულოდნელი აფეთქების ფაქტმა საერთო დიდი შეშფოთება გამოიწვია. როდესაც მეცნიერები, დარგის სპეციალისტების დიდი ნაწილი, სამოქალაქო საზოგადოება ეწინააღმდეგებოდნენ მის დანგრევას, როცა საერთაშორისო ექსპერტებმაც ეს სივრცე კულტურის ძეგლად აღიარეს (რომ აღარაფერი ვთქვათ მის მსოფლიო მნიშვნელობაზე), გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა მის დანგრევაზე ნებართვა გაეცა კულტურის სამინისტროს.
თუ საყდრისი არ უნდა ყოფილიყო დაცვის ობიექტი, მაშინ შესაბამის სტრუქტურებს უდნა ჩაეტარებინათ ახსნა-განმარტებითი საუბრები, რომ ხალხი დაერწმუნებინათ თავის სიმართლეში და შემდეგ განეხორციელებინათ ნებართვის გაცემაც და აფეთქებებიც.
არასწორად მიგვაჩნია საყდრისის ერთი ბორცვის (კვლევის სფერო 1 ჰა) აუთვისებლობის მიზეზით "RMG GOLD"-ში დასაქმებული მოქალაქეებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნაც, რაც, ფაქტიურად, ჩვენთვის ცნობილი მთავარი მიზეზი გახდა საყდრისის იავარქმნისა.
ამ ადგილის თაობაზე შეფასებები საბოლოოდ დამტკიცებული რომც არ ყოფილიყო, კომპანიას, რომელსაც აქვე აქვს სხვა დიდი ტერიტორიები ოქროს მოპოვებისათვის, საქვეყნო ინტერესებიდან გამომდინარე, როგორმე უნდა მოეხერხებინა ალტერნატიული გზების გამოძებნა, რათა ხალხი უხელფასოდ არ დარჩენილიყო და, სხვა თუ არაფერი, თავისი თავისთვისაც პრობლემები არ შეექმნა.
დღეს კი შედეგად გვაქვს სახელმწიფოებრივი აზროვნების წინააღმდეგ გაკეთებული ყოვლად გაუმართლებელი ქმედება.
საქართველოს ეკლესია გამოთქვამს დიდ წუხილსა და გულისტკივილს მომხდარის გამო", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-avrcelebs.html
რუსეთის იმპერიის მიერ გაუქმებული საქართველოს სახელმწიფოებრიობის და მერე საბჭოთა რუსეთის მიერ 70 წლიანი ოკუპირებული საქართველოს საზოგადოების მენტალიტეტის დაქლიავების და დადებილების შედეგია ის რაც ხდება დღევანდელ საქართველოში - არსებული პოლიტიკური ვითარება