საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის სამართლებრივი ანალიზიდან მცირე ამონარიდი და სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც დღემდე უცვლელად ძალაშია:
2013 წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის #1436 განკარგულებით, გაუქმდა „გონიო-
აფსაროსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის არქეოლოგიური ზონის და დაბა საყდრისში,
სამთამადნო მრწეველობის ძეგლის არქეოლოგიური ზონისა დადგენის შესახებ“ საქართველოს
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრის
2006 წლის 17 ივლისის ერთობლივი #3/225-#1-1/616 ბრძანების მე-2 პუნქტი, დაბა საყდრისში
სამთამადნო მრეწველობის ძეგლის არქეოლოგიური ზონა და მისი დანართი #2.
2014 წლის 13 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ,
საქმეზე: #3/3877-13, საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტის სამართლებრივი სტატუსის საკითხის განხილვის
დროს, კიდევ ერთი გადაწყვეტილება გამოიტანა.
19 აღნიშნული დავის საგანს წარმოადგენდა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მხრიდან 2013 წლის 5 ივლისის #03/108
ბრძანებისა და 2013 წლის 8 აგვისტოს #03/130 ბრძანების კანონიერების საკითხი, ასევე საქართველოს
მთავრობის მიერ ორგანიზაციის მიმართ, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებასა და
ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ განკარგულებები. მოპასუხეებმა
(საქართველოს მთავრობა, საქართელოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კომპანია „RMGGold”,
მესამე პირად მოწვეული: საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო),
მოსარჩელის მოთხოვნები დაუსაბუთებლად სცნეს, მაგრამ სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ სასარჩელო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც:
ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის
5 ივლისის #03/108 ბრძანება, რომლის საფუძველზეც, ბრძანების მიღების თარიღიდან,
საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტს მოეხსნა კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი;
ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის
8 აგვისტოს #03/130 ბრძანება, რომლის საფუძველზეც, ბრძანების მიღების თარიღიდან, სსიპ
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიეცა დავალება საყდრისი-
ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში მდებარე არქეოლოგიურ ობიექტთან დაკავშირებით
გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
სრულად იხილეთ აქ:
საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის სამართლებრივი ანალიზი
https://www.google.ge/#q=2013+%E1%83%AC%E1%...%83%91%E1%83%90 This post has been edited by triumpi on 15 Dec 2014, 15:32
მიმაგრებული სურათი