ალბათ? ანუ ეს არის შენი სუბიექტური ვარაუდი
რაც იმის მანიშნებელია თუ შენ როგორ უყურებ სიტუაციას
და დიდი ალბათობით შენ თავად განსჯი ასე ცხოვრებას
არ გამიკვირდება ხმა რომ ქოცნებისთვის მიგეცა
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი აზრი სწორია
ანუ იმას არ ნიშნავს, რომ ქოცნების წარმატების გასაღები გამდიდრების მოლოდინი იყო
თუ ქოცნების წარმატების გასაღებს ნამდვილად ვეძებთ (და მხოლოდ ჩვენი სუბიექტური მოსაზრებების ვინმესთვის თავს მოხვევა არ გვამოძრავებს), მაშინ მოვლენებს ცოტა უფრო ობიექტურად უნდა შევხედოთ
- ცხადია ქოცნების ამომრჩეველი ჭრელი იყო
- ცხადია ყველას თავისი სუბიექტური და ობიექტური სურვილები ამოძრავებდა
- რათქმაუნდა იყვნენ ბიძინასგან გამდიდრების მომლოდინეებიც
- მაგრამ მთავარია გაირკვეს ის ძირითადი მოტივატორი, რამაც ქოცნებას ხმათა უმრავლესობა მოუტანა
ძირითადი მოტივატორი კი ალბათ დებილი თუ არ არის ადამიანი, ცხადი უნდა იყოს. ამომრჩეველტა უმრავლესობა რითი იყო იმ დროს უკმაყოფილო? - ცხადია რეჟიმით. ჰოდა მოტივატორიც ეგ არის - რეჟიმის მოშორება. ფულები და სხვა რამეები რეჟიმით დაჩაგრულ ხალხს უბრალოდ ვერ შეაწუხებდა იმ დროს, იმიტომ რომ ასობით ათას ადამიანს გადარჩენის პრობლემა ედგა იმ დროს, არათუ ფულების თვლის..
ამიტომაც იმის მტკიცება რომ ადამიანების უმრავლესობა ბიძინას ფულის საკუთარ ჯიბეში გადაქაჩვის პერსპექტივით დაბოლდა, სისულელეა. ვინც ამ იდეას ავითარებს, უბრალოდ ინფანტილურია, ასეთმა ადამიანმა პატივი უნდა სცეს საკუთარ თავს და პოლიტიკურ ანალიტიკას სამუდამოდ უნდა ჩამოშორდეს, მსუბუქად რომ ვთქვათ
მე მივეცი ხმა ქოცნებას
და საერთოდ არ მქონია მისგან ფულის მოლოდინი
მესმოდა რომ დაპირებები არარეალური იყო
ამიტომ არ დავმთვრალვარ მაგათი ბოლით
ჩემთვის მთავარი იყო რეჟიმის მოკვლა
იმის მოლოდინი მქონდა რომ სისტემის შემოქმედებს გაასამართლებდნენ
სისტემას კი მოშლიდნენ
ალას..