#43227047 · 21 Dec 2014, 18:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Warner-B
| QUOTE | სად ნახე საზოგადოების მოკლე მეხსიერება? სადაც ნაცები გამოჩნდებიან და ხმას ამოიღებენ მთავარ თემაზე ლაპარაკს შეეშვას ხალხი და ნაცების ლანძღვა დაიწყოს? აი ეს არის თქვნი უბედურება, არ გაინტერესებთ ძირითადი საკითხი, მთავარია ლანძღოთ ნაცები ბევრიც მანიპულრიებს სწორედ ნაცების თემით, აიიიიი რას აკეთებდნენ 9 წელი, როგორც ნაცები იწყებდნენ ხოლმე შევარდნაძეზე მანიპულირებას ხოდა ამ მხრივ თქვენ შორის არ არის განსხვავება ასე რომ ნუ გგონიათ ვინმეს არ ახსოვს ან თქვენზე ნაკლები ახსოვს ნაცებზე, უბრალოდ რაც არის მთავარი თემა იმაზე აკეთებს ხალხი აქცენტს ეგრე ნაცები ყველგან შეტენვას და ყველა თემით მანიპულირებას ცდილობენ, რა ვქნათ ეხლა ვიჯდეთ და დღე და ღამე ნაცების წარსულზე ვილაპარაკოთ მთელი ცხოვრება? |
უფრო სამწუხარო ისაა, რომ სადაც ნაცები ჩაერევიან და რასაც ისინი დაუჭერენ მხარს, სულ ასპროცენტიანი მართლები რომ იყვნენ, მის საპირისპიროდ განგაწყობს. ესაა საზოგადოების უმრავლესობის განწყობა. ხოლო ის, რომ ნაცები ყველაზე არატოლერანტული და მოძალადე პარტიაა ქართულ პარტიებს შორის, ამას ბევრი მტკიცება და არგუმენტაცია არ ჭირდება. ნაცთა ყაჩაღური მენტალიტეტი გუშინ სააკაშვილმაც დაადასტურა, როცა თავის მომხრეებს დაპირდა ივანიშვილის ქონების ჩამორთმევას და მათზე გადანაწილებას (ხალხში იგულისხმება პარტია). ახლა მთავარზე: როცა წინა ხელისუფლება გმირებით მანიპულირებას ახდენს (და გმირთა სიმრავლე ხელისუფლების ნაკლია და არა სიკეთე, რადგან გმირები ხელისუფლების მენტალობისგან დამოუკიდებლად ხდებიან) და საზოგადოების ნაწილი ამას ატარებს, მართლაც მოკლე მეხსიერების ბრალია ან სექტანტური ფანატიზმისა. . არ აქვთ ნაცებს უფლება ვინმეს გმირობაზე ილაპარაკონ, როცა საკუთარი სამშობლოს დამცველ სხვა გმირთა ღირსება ფეხქვეშ აქვთ გაქელილი და შეურაცხყოფილი.
--------------------
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”
|