მე მაინც მოგიწოდებთ, როგორც მოდერატორი, ნუ ატოლებთ პეროებს და ნურც გადაბმულ წარბებს და მხრებზე გაუვალ ნაკრძალებს
ახალ წელს ვინც ერთი ცალი კანფეტით ხვდება და ერთი ჭიქა ღვინით, ისიც სადღაც ტრაკიდან (უკაცრავად, თვითვორნი) განვითარებული ქვეყნიდან გამოწერილს, სადაც ადამიანთა უფლებები მაქსიმალურად დაცულია და მეორე მხარე, რომესაც კიდია ყველა და ყველაფერი და აგრძელებს ტრადიციას
ტრადიციების დოქტრინაში წერია - დაალომბარდე მანქანა, თუ არ გყავს, სახლი ჩადე ბანკში და იმ ფულით გაშალე გრანდიოზული სუფრა, სადაც ჩიტები თვითონ იწველებიან, ხიზილალა არამარტო წითელი და შავი, არამედ ყველა ფერის, განსაკუთრებულ ტყეში გაზრდილი ღორის სუკები, ბატკანი რომ ბატკანს გააჩენს, მხოლოდ იმის ჩაქაფული, ხბოს ჩაშუშული, ოღონდ მხოლოდ ხელოვნური განყოფიერებით გაჩენილის
ორივე მხარე ერთმანეთზე უარესები ხართ
არადა მარტივად არის საქმე
მოდის ახალი წელი, მარტო საქართველოში (ამ საბნელეთში როგორც ამბობთ ხოლმე) ხომ არ აღნიშნავენ?
ყველა ხვდება ახალ წელს და ყველა ცდილობს დახვდეს კარგად რომ ახალი წელი კარგად დაებედოთ
მიულოცეთ ერთამენთს დამდეგი ახალი წელი და უსურვეთ ერთმანეთს კარგი, ჯანმრთელობა პირველ რიგში, წარმატება, უსურვეთ რომ გაჭირვება არ ენახოს არასდროს
მე კი, თქვენი მონა და მორჩილი, ტაფაზე შემწვარი ღორის ყვერებით უნდა შევეგებო ახალ 2015 წელს
კაცია და გუნება
ყველას გეპატიჟებით ჩემთან