VanoM
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1189
წევრი No.: 72306
რეგისტრ.: 26-October 08
|
#43248134 · 23 Dec 2014, 20:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | 2008 წლის თებერვალი - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი პირველად სვამს ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობის საკითხს
2012 წლის ოქტომბერი - საქართველოში იცვლება ხელისუფლება და იწყება რუსეთთან დალაგება-დათბობა-დათმობის პროცესი
2012 წლის ბოლო - რუსეთთან ურთიერთობების დამლაგებლად ინიშნება ქართული დიპლომატიის იშვიათ ლეგენდად წოდებული, ამხანაგი ზურაბ ირაკლიევიჩ აბაშიძე და იქმნება „ლიმასოლის ფორმატი“
2013 წელი - ეჭვქვეშ დგება ყარსი-ახალქალაქის რგინიგზის მშენებლობის საკითხი
2013 წელი - სომხეთ-რუსეთის ურთიერთობა მიჩნეულია რუსეთთან ურთიერთობის საუკეთესო, სამაგალითო და მისაბაძ ფორმად
2013 წელი - იმარჯვებს საქართველოს შეზღუდული სუვერენიტეტის იდეა
2014 წელი - იწყება საუბარი საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენაზე
2014 წლის ოქტომბერი - განახლდა საუბარი ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობაზე
2014 წლის ოქტომბერი - საქართველოს მთავრობა ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით აკეთებს „სირაქლემის მანევრს“ და აცხადებს ფარულ თანხმობას
2014 წლის ოქტომბერი - იწყება ავარეთ-კახეთის გზის რუსეთის მონაკვეთის მშენებლობა
2015 წლის იანვარი - ქართული მხარე იწყებს აღნიშნული გზის ქართული მონაკვეთის რეაბილიტაციას
2015 წლის მაისი - ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობა სრულდება
2015 წლის ივნისი - სომხეთის რესპუბლიკა კვლავ არ უჭერს მხარს გაერო-ს გენასამბლეაზე საქართველოს მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით
2015 წლის ივნისი - ავარეთ-კახეთის გზის რუსულ მონაკვეთს საზეიმოდ ხსნის რუსეთის პრეზიდენტი, ვ. პუტინი. საზეიმო ცერემონიალს ესწრება მიხეილ ხუბუტია, რომელიც სერგეი ივანოვთან ერთად ბინოკლით გასცქერის ყვარლის მთებს. პრეზიდენტი პუტინი გახსნის საზეიმო ცერემონიალის შემდეგ მოინახულებს დაღესტანში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზას
2015 წლის ივლისი - საქართველოს მთავრობა სხვადასხვა მიზეზის დასახელებით (მეზობელი სომხეთის თხოვნა, ავარეთ-კახეთის გზაზე მოქალაქეთა და სავაჭრო ტვირთის გადაადგილების კონტროლი) ავარეთ-კახეთის გზის ქართულ მონაკვეთზე, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ხსნის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს
2015 წლის ივლისი - რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ ISIS-ის რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების პანკისის ხეობაში დაბრუნება აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის მხრიდან რეაქციას
2015 წლის აგვისტო - ავარეთ-კახეთის გზის რუსულ მონაკვეთზე იხსნება ე.წ. ბაზრობა, რომელიც სიდიდით ორჯერ აღემატება ე.წ. ერგნეთის ბაზრობას
2015 წლის სექტემბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩადის ავარეთ-კახეთის გზის დასათვალირებლად. რთველში დაპატიჟებულია იოსიფ კობზონი
2015 წლის სექტემბერი - რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ავარეთ-კახეთის გზის საქართველოს საზღვართან მდებარე მონაკვეთზე გაიხსნება „სპეციალური სამრეწველო ზონა“
2015 წლის სექტემბერი - პანკისის ხეობაში ბრუნდება ISIS-ის რიგებში მებრძოლი რამდენიმე საქართველოს მოქალაქე
2015 წლის სექტემბერი - რუსეთის ფედერაცია იწყებს რუსული პასპორტების კახეთის მოსახლეობისთვის დარიგებას
2015 წლის ოქტომბერი - რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ავარეთ-კახეთის გზის სპეციალურ სამრეწველო ზონაში იხსნება 6 ღვინის და 4 ხილის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელთა გახსნის ცერემონიალს ვ.პუტინთან ერთად ესწრებიან ჟერარ დეპარდიე, დანიელ ორტეგა და ნიკოლას მადურო. პუტინის განცხადებით, ახალ ქარხნებს ხელეწიფებათ, მთელი კახეთის მოსავლის ჩაბარება. პუტინის განცხადებას დიპლომატიურ ექსტაზში ხვდება ზურაბ აბაშიძე
2015 წლის ოქტომბრის ბოლო - კახეთში ჩნდებიან ე.წ. „კავკასიის ემირატის“ მებრძოლები, რომელთა დაკავება ვერ ხერხდება და მათი კვალი ქრება
2015 ნოემბერი - რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით გადაიარაღდება და გაიზრდება დაღესტანში მდებარე რუსული სამხედრო ბაზა
2015 წლის ნოემბერი - პანკისის ხეობაში ბრუნდება ISIS-ის რიგებში მებრძოლი რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც იმუქრებიან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სადენის აფეთქებით, თუ მათ ძმებს ერაყსა და სირიაში შეავიწროებენ
2015 წლის დეკემბერი - ავარეთ-კახეთის გზის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე იმართება ესტრადის რუსი და ქართველი ვარსკვლავების საახალწლო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ სოსო პავლიაშვილი, უცნობი, ბერა, ვალერი ლეონტიევი, გრეგორი ლეპსი და სხვები
2015 წლის დეკემბერი - ფიქსირდება გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანთა გატაცების რამდენიმე ფაქტი, რომელიც საქ. შსს-ს მიერ არ შუქდება
2016 წლის იანვარი - არაოფიციალრი მონაცემებით ავარეთ-კახეთის გზა ხდება საქართველოში კონდრაბანდული ტვირთის შემოტანის ყველაზე მნიშვნელოვანი არტერია
2016 წლის თებერვალი - აზერბაიჯანის მთავრობის განცხადებით, მესამე ქვეყანა იყენებს საქართველოს ტერიტორიას აზერბაიჯანის ჩრდილოეთ ნაწილში სეპარატიზმის გასაღვივებლად. აზერბაიჯანის მთავრობა თხოვს საქართველოს მთავრობას, აღკვეთოს აზერბაიჯანისთვის არასასურველ პირთა ტრანზიტი მესამე ქვეყნიდან აზერბაიჯანის მიმართულებით
2016 წლის თებერვალი - ავარეთ-კახეთის გზის რუსულ მონაკვეთზე არსებულ ბაზრობაზე ჩნდება საქართველოში ნაძარცვი და ნაყაჩაღარი ავტომანქანები, რომელთა დასაბრუნებლად საქმეში ერევიან კრიმინალური ავტორიტეტები
2016 წლის მარტი - კახეთში რუსეთის ფედერაციის პასპორტების ინტენსიური დისტრიბუცია თითქმის სრულდება. ამავდროულად რუსეთის მთავრობა პენსიას უნიშნავს თავის მოქალაქეებს საქართველოში. პენსიის თანხა განისაზღვრა 300 ამერიკული დოლარით
2016 წლის აპრილი - დეზინტეგრაციის მინისტრი ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ავარეთ-კახეთის გზა კავკასიაში კონფლიქტების მოგვარების მოდელია და საქართველო მზად არის საქართველოს რკინიგზა მიუერთდეს აფხაზეთის მონაკვეთს, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში ინკორპორირებული აფხაზეთის მოსახლეობასთან შერიგებას შეუწყობს ხელს
2016 წლის აპრილი - საქართველო იღებს კიდევ ერთ გაფრთხილებას აზერბაიჯანისგან, აღკვეთოს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველი ქმედებები
2016 წლის მაისი - რუსეთი იწყებს დაღესტანში ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს. ამავდროულად დედოფლისწყაროს და ყვარლის რაიონებში ეწყობა მიტინგები საქართველოს დსთ-ში დაბრუნების მოთხოვნით
2016 წლის ივნისი - რუსეთის ფედერაცია ფაქტობრივად ამთავრებს კახეთის მოსახლეობაში რუსეთის მოქალაქის პასპორტების დისტრიბუციას და იწყებს რუსული პასპორტების დისტრიბუციას საქართველოს სხვა რეგიონების მოქალაქეებზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აკეთებს განცხადებას, რომ საქართველოში ყველას აქვს თვითგამორკვევის უფლება. მისი თქმით, ნაციონალებმა „თვითგამორკვევა გაყიდეს“. დეზინტეგრაციის მინისტრი აცხადებს, რომ კახეთის მოსახლეობის ხელში რუსული პასპორტები „ესაა კახეთის და სრულიად საქართველოს ფანჯარა ევროპულ ჩრდილოეთში“ და აახლოვებს ქართველ და რუს ძმებს
2016 წლის ივნისი - დასავლურ პრესაში ჩნდება სტატიები ავარეთ-კახეთის საგზაო არტერიაზე, როგორც საერთაშორისო ნარკოტრაფიკინგის და კონტრაბანდის უმსხვილეს წერტილზე
2016 წლის ივნისი - სომხეთის რესპუბლიკა კვლავ არ უჭერს მხარს გაერო-ს გენასამბლეაზე საქართველოს მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით
2016 წლის ივნისი - აზერბაიჯანი მხარს არ უჭერს გაერო-ს გენასამბლეაზე საქართველოს მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით
2016 წლის ივლისი - ყვარელში ეწყობა ქართველი და რუსი ხალხის მეგობრობის კვირეული. კახეთში სახლს აშენებს ვიქტორ იანუკოვიჩი
2016 წლის ივლისი - სრული დატვირთვით იწყებენ მუშაობას „სპეციალურ სამრეწველო ზონაში“ არსებული ქარხნები
206 წლის ივლისი - მახაჩკალაში ხდება ორი საცხოვრებელი სახლის აფეთქება. არის მსხვერპლი. რუსეთი ადანაშაულებს საქართველოს, რომ მის ტერიტორიაზე მოქმედებს ტერორისტთა მომზადების ცენტრები
2016 წლის აგვისტო - ხდება რამდენიმე საქართველოს მოქალაქის და რამდენიმე ევროპელის გატაცების ფაქტი, შესაბამისი გამოსასყიდის გადახდის შემდეგ ხდება მათი გათავისუფლება. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი საუბრობს „ახალ ლეკიანობაზე“
2016 წლის აგვისტო - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 41 მილიონი ლარით ფინანსდება რთველი კახეთში
2016 წლის აგვისტო - რუსეთის ფედარაციის ხელისუფლების გადაწყვეტილებით რუსული პასპორტების მქონე კახეთის ადგილობრივ მოსახლეობას ენიშნება პენსია 500 ა.შ.შ. დოლარის ოდენობით
2016 წლის აგვისტო - რუსეთის მთავრობის განცხადებით, რუსეთის ჩაიბარებს კახეთში მოსულ მთელ მოსავალს, რომელიც „მისმა მოქალაქეებმა აწარმოეს“
2016 წლის სექტემბერი - დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქე ხდებიან ნიკიტა მიხალკოვი, სტანისლავ გოვორუხინი, ვინმე მაშკევიჩი და სახალხო მგოსნები რეზო ამაშუკელი და რატი ამაღლობელი
2016 წლის სექტემბერი - დაღესტანში ხდება რამდენიმე ტერორისტული აქტი. მოკლულია ადგილობრივი ადმინისტრაციის და პოლიციის რამდენიმე მაღალჩინოსანი. რუსეთის მთავრობის განცხადებით, „საქართველოს მთავრობა ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას მისი ტერიტორიის ნაწილზე“
2016 წლის სექტემბერი - კახეთში გახშირებული კრიმინალური და ტერორისტული ფაქტების გამო კარასინ-აბაშიძის შეხვედრაზე ქ. ლიმასოლში დადებითად წყდება კახეთში რუსული ანტიტერორისტული მოსამზადებელი ბაზის გახსნის საკითხი
2016 წლის სექტემბერი - პანკისის ხეობაში ხდება რამდენიმე კრიმინალური ინციდენტი. დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის რაიონებიდან მოხდა ადამიანთა გატაცება. რუსეთი გამოთქვამს შეშფოთებას „რუსეთის მოქალაქეთა გატაცების გამო“
2016 წლის ოქტომბერი - საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, რთველი ჩატარდა ძალიან წარმატებულად და წლის მოსავალი თითქმის სულ შეიძინა რუსეთის ღვინის ქარხნებმა. რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსეთში ამდენი ღვინო არასდროს წარმოებულა. საფერავის ჯიშისგან დამზადდა ახალი ორი დასახელების ღვინო - „გეორგიევსკი“ და „კახეტინსკაია დალინა“
2016 წლის ოქტომბერი - გაურკვეველი პირები იტაცებენ საქართველოს შს მინისტრსს, ლექსო ჭიკაიძეს, რომელიც თავისუფლდება თანხის გადახდის შემდეგ და უბრუნდება მშობლიურ სამინისტროს. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ შს მინისტრი გაიტაცა ერთიანმა ოპოზიციამ. ამ საბაბით წინასაარჩევნოდ აკავებენ ოპოზიციის ბევრ ლიდერს
2016 წლის ოქტომბერი - „ქართული ოცნება“ კახეთში იღებს ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას
2016 წლის ნოემბერი - რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრი კახეთში იღებს სპეციალური დანიშნულების სამხედრო ნაწილის სტატუსს
2016 წლის ნოემბერი - რუსეთის მთავრობის განცხადებით, „საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება რუსეთის მოქალაქეების გატაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით, ადგილი აქვს რუსეთის მოქალაქეებზე თავდასხმებს, აგრეთვე საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ტერორისტული ჯგუფების შეღწევას რუსეთში. რუსეთი იტოვებს საკუთარი ტერიტორიის და მოქალაქეების დაცვის უფლებას“
2016 წლის დეკემბერი - „კახეთის რუსულ ბაზასა“ და გუმრიში არსებულ რუსეთის სამხედრო ბაზას შორის „შეუფერხებელი კომუნიკაციის რეჟიმი“ მყარდება
2016 წლის დეკემბერი - რუსეთის ფედერაცია კახეთში მაცხოვრებელ რუსეთის მოქალაქეებს საახალწლოდ ურიგებს 1000 ა.შ.შ. დოლარს და ზაფხულში ყირიმში დასასვენებელ საგზურებს
2017 წლის იანვარი - რუსეთის ანტიტერორისტულ ცენტრზე კახეთში და დაღესტნის რუსულ ბაზაზე ხორციელდება თავდასხმა. არის მსხვერპლი სამხედრო მოსამსახურეებს შორის. რუსეთის მთავრობის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები იწყებენ ანტიტერორისტულ ოპერაციას „რუსეთი მოქალაქეების სიცოცხლის და ღირსების დაცვის მიზნით“. რუსული შეიარაღებული ძალები ავარეთ-კახეთის გზით კვეთენ რუსეთ-საქართველოს საზღვარს და იკავებენ კახეთს.
2017 წლის იანვარი - რუსული მედია საშუალებები მსოფლიოს უჩვენებენ პანკისის ხეობაში დაკავებულ ტერორისტებს, რომლებმაც რუსულ სამიზნეებზე თავდასხმა განახორციელეს
2017 წლის თებერვალი - რუსეთის მთავრობის განცხადებით, კახეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების სურვილით, მარტის თვეში ჩატარდება რეფერენდუმი კახეთის დამოუკიდებლობის შესახებ
2017 წლის თებერვალი - საქართველოს მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია რუსეთის ხელისუფლებით, თუმცა მოსკოვთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს
2017 წლის მარტი - რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლით კახეთში ტარდება რეფერენდუმი, რომელიც კახეთის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს. საქართველოს მთავრობა რეფერენდუმს არალეგიტიმურს უწოდებს და მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, ნუ გავა საერთაშორისო სამართლებრივი სივრციდან
2017 წლის მარტი - გადადგა საქართველოს მთავრობის რამდენიმე წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“. მათი განცხადებით, ისინი ოპოზიციაში მიდიან
2017 წლის აპრილი - რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ კახეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეთა ნება დაცული იქნება
2017 წლის აპრილი - კახეთი ცხადდება აგრარულ რესპუბლიკად. კახეთის აგრარული რესპუბლიკის ლიდერად არჩეულია ტრისტან წითელაშვილი
2017 წლის მაისი - რუსეთის მთავრობასა და კახეთის აგრარულ რესპუბლიკას შორის ფორმდება ხელშეკრულება მშვიდობისა და თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს კახეთის შესვლას რუსეთის მფარველობაში
2017 წლის ივნისი - კახეთის აგრარული რესპუბლიკა ცხადდება რუსეთთის პროტექტორატად
|
wtf? გამოდის რომ პუტინი საქართველოს აგენტია?
--------------------
The right man in the wrong place can make all the difference in the world.
|