annavitahttps://www.facebook.com/Ninikson/timeline/...04&pagefilter=3ორი დღეა სათქმელს ვერ მოვუყარე თავი იმდენად დატვირთული ვარ ემოციებით. თვალზე ახლა სიხარულის ცრემლი მადგება, რადგან შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და თითოეულ თქვენგანს მინდა მადლობა ვუთხრა ამისთვის.
პოსტს უამრავი კეთილი ადამიანი გამოეხმაურა და შედეგად შეგროვდა:
ყველა ტიპის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი,
1 ტომარა და ოციოდე შეკვრა წიწიბურა,
ამდენივე ბრინჯი და ამდენივე მაკარონი,
1 ტომარა და რამდენიმე შეკვრა ფქვილი ,
1 ტომარა და კიდევ რამდენიმე კილო კარტოფილი,
20 ქილა ზეთი (დიდიც და ლიტრიანიც),
10 კილო კარაქი,
რამოდენიმე კილო ხილი,
რამოდენიმე შეკვრა ჩაი,
შვრიის ფაფის რამოდენიმე შეკვრა,
რამოდენიმე თავი ყველი,
10 გაყინული ქათმი,
ღორის ქონი,
უამრავი ტკბილეული- შოკოლადები, ორცხობილები, ნამცხვრები, კანფეტი.
კონსერვები და მურაბები,
1,5 კუბამეტრი შეშა,
რამოდენიმე შეკვრა სარეცხი ფხვნილი და რამოდენიმე ქილა წურჭლის სარეცხი საშუალება,
უამრავი კბილის ჯაგრისი და პასტა,
ბავშვის ბევრი საფენები (პამპერსი), ზაფხულამდე უნდა ეყოს მარიამს,
შამპუნები და საპნები,
ბევრი სველი ხელსახოცი და ბევრი ტუალეტის ქაღალდი,
სათამაშოები,
რვეულები და პასტები,
წიგნები
უამრავი პარა+
და რაც მთავარია და განსაკუთრებით რთულია გასაცემად 1983 ლარი, 30 ფუნტი და 50 დოლარი.
ადგილზევე გადაწყდა რომ ეს ყველაფერი 1 ოჯახისთვის ბევრი იქნებოდა და გუშინვე არაჩვეულებრივი სტუდენტების დახმარებით (ბავშვებო დათაგეთ სურათები რომ გიპოვოთ) და დაუღალავი შრომის შედეგად დავეხმარეთ 5 ოჯახს:
1. ბატიაშვილების ოჯახს (ალექსი)
2. მათ მეზობლად მცხოვრებ ლიზას და მის დედას, რომელნიც უფანჯრო ოთახში ცხოვრობენ სადაც იატაკიც არაა და მიწაა.
3.გლდანში მცხოვრებ ანა კალანდაძეს, რომელსაც სამწუხაროდ ცერებრალური დამბლა აქვს, ცხოვრობს დედასთან და უსინათლო ბებიასთან ერთად (ქალბატონმა თამარმა, დედამ გაზქურა მთხოვა, გაგვიფუჭდაო და იქნებ მაგასაც მოვაბა თავი)
4. ძალადობის მსხვერპლ ქალბატონ ეკას და მის შვილს ართვინის ქუჩაზე
5. ორ უსაყვარლეს მოხუცს ვარკეთილში, რომელიც 8 წლის შვილიშვილს მარტო ზრდიან.
ოჯახებს (ქალბატონი ეკას გარდა რომელსაც სტაბილური სამსახური აქვს) გადავეცით თანხებიც.
დღეს კი დაგროვებული ფულით:
- ლიზას და მის დედას ვუყიდეთ საწოლები და მატრასები (რომელიც არ ჰქონდათ)
- 2 თვის ბინის ქირა გადავუხადეთ დიღმის მასივში მცხოვრებ უნარ შეზღუდულ ბავშვს და მის დედას რომელიც დაუღალავად შრომობს რომ შვილის წამლის ფული მოაგროვოს.
ჩემმა მეგობარმა Tatia Purtseladze-ემ და მისმა მეგობრებმა თავისი სახსრებით ლიზას შეუძინეს სასკოლო ჩანთა, როლიკები და პატარა საახალწლო ნაძვისხე.
თათია და მისი მეგობრები (რომელთაც შესაბამისი განათლება და კომპეტენცია აქვთ) დაკავდნენ ფართობის ოჯახებისთვის დაკანონების საკითხით, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება კომუნიკაციების: ელექტოენერგის, გაზის, წყალის და კანალიზაციის გაყვანა შენობაში. ასებე ვეცდებით მოვიპოვოთ ნებართვა ლიზას ოთახში ფანჯრის გაჭრაზე.
ალექსმა, რომელიც თურმე ძალიან ჩამორჩება სასკოლო პროგრამას, გამოთქვა სწავლის გაგრძლენების სურვილი და იქნება ბედნიერი თუ ვინმე შეძლებს მის დახმარებას.
ყველა უზომოდ ბედნიერი და მადლობელი იყო. ბავშები ემოციებს ვერ მალავდნენ, მათი მშობლები და მოხუცები კი უბრალოდ ადგილს ვერ პოულობდნენ და ბევრს, ბევრს გვლოცავდნენ.
ვდებ ფოტოებს (ამ ჯერად ნებართვა ვითხოვე

)
მათი გაღიმებული სახის ნახვა ერთი ბედნიერებაა რისთვისაც თითოეული თქვენგანს უღმესი მადლობა მინდა გითხრათ!
აუცილებლად ნახეთ გახარებული ბავშვების ვიდეოც, როლიკებზე პირველად იდგა ლიზა და ეს არც ისე კარგად გამოსდიოდა
https://www.facebook.com/video.php?v=101529...&type=3&theater