#43262248 · 25 Dec 2014, 11:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცოტა სხვა სიტუაციაა....
იაპონიიდან ჩამოსულ ზოგიერთ მანქანას ნამდვილად გასდევს რადიაციული ფონი....თუმცა ჯანმრთელობისთვის არასაზიანო...
ყველა კონტეინერი და შესაბამისად მანქანა მოწმდება, როგორც იაპონიაში ისევე საქართველოში...
იყო რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც მანქანებში რადიაციის დონე იყო მაღალი და მოხდა ამ მანქანების უკან დაბრუნება.
რამდენადაც ვიცი, ამ შემთხვევების შემდეგ, იყო შეხვედრა იაპონელებთანაც და მოხდა აღნიშნული პრობლემის განხილვა...დასადგენი იყო ხომ არ არის განსხვავება რადიაციის შეფასებაში.
ამასთან, რამდენადაც მახსოვს, რომელიღაც სამხრეთამერიკულ სახელმწიფოში აგორდა მსგავსი სკანდალი იაპონურ მანქანებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც იაპონურმა მხარემ გაამკაცრა კონტროლი.
რისკის დონე არის ძალიან დაბალი, მაგრამ თუ მაინც გეპარებათ ეჭვი...ყველაზე კარგი ვარანტია მიმართოთ გარემოს დაცვის სამინისტროს რადიაციული უსაფრთხოების სამსახურს და უსასყიდლოდ შეგიმოწმებენ მანქანას.
პ.ს. თუ დაბინძურებული აღმოჩნდა....მანქანას ალბათ გადაიყვანენ უსაფრთხო ადგილას...ზარალს არავინა აგინაზღაურებთ...და მოგიწევტ ახალი მანქანის ყიდვა ...ზეთ'ს ალლ
|