#43283375 · 27 Dec 2014, 19:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სულ მაგას ვჩივივარ - კანონები სხვისთვის იწერება. ვინც კანონს წერს, ის თვლის, რომ კანონი მასზე არ ვრცელდება და მართალიცაა.
ბენიტოს რომ ჰქონდა, ისეა - მეგობრებისთვის ყველაფერი, დანარჩენებითვის - კანონიო.
საერთოდ რაზეა ლაპარაკი, როდესაც უსუფაშვილმა შარშან, ამ დროს გამოგვიცხადა, კანონიერება ძალიან ძვირი ჯდება და ჩვენ გვაქვს ასეთი არჩევანი - ან სახელმწიფო, ან კანონიერებაო. ხიდაშელმაც იგივე გაიმეორა უფრო მოგვიანებით. თუ პარლამენტის თავმჯდომარე ღიად აცხადებს ამას და თან არ რცხვენია (რცხვენია კი არა, გაბღენძილი იჯდა და თავისი პერსონით უაღრესად კმაყოფილის სიფათი ჰქონდა), სხვებს რატომ უნდა მოვუწოდოთ კანონის პატივისცემისკენ? ნაცები უარესებს აკეთებდნენ, მაგრამ მე არ მახსოვს, ღიად ეთქვათ, სამართალი არა და მთლად უარესი - არც გექნებათო. ტუტუცი ავადმყოფები არიან ესენი, უსუფაშვილის თამადობით!
აი, რა ხასიათზე იქნები ადამიანი, როცა შენი ქვეყნის ძალოვანთა შენობას ჩაუვლი და ზიზღის გარეშე იქით მიხედვა რომ არ გამოგდის?
არა, ეს სახელმწიფო არაა და არც იქნება. ის კი არა, მუდმივად ამას ვამბობ და კვლავ გავიმეორებ - რატომ გვაქვს პრეტენზია, სახელმწიფო ვიყოთ და საერთოდ, საერთოდ რომ იარსებოს? რა მორალური მსოფლიო კოსმოგონიური გონი თუ კანონი გვეუბნება ამას?
საერთოდ, რაზეა ლაპარაკი, როცა კონსტიტუციაში გვიწერია, ადამიანის სიცოცხლე დიდად ფასეული ღირებულებააო და ამ დროს ყოველწლიურად შიმშილით 5 წლამდე ასაკის 300 ბავშვზე მეტი გვეღუპება?
ასე ვფლანგავთ ამ დიდად ფასეულ ღირებულებებს? აბა, მაგ ღირებულება ოქროში ან ფულში იზომებოდეს?
ჩვენ, მგონი, უკვე დახოცილები ვართ და ჯოჯოხეთშიც ვართო, ერთმა ჩვენმა თანაფორუმელმა მითხრა და ასიანია, ვატყობ.
--------------------
შენი დედაც მოდის ტყიბულიდან, პაპუნა უგრეხელიძევ, პოლიტპატიმრის დევნისთვის!
ვიბარებ ძველ, ნახმარ ავეჯს, აქვე, ფორუმზე.
|