#43276816 · 26 Dec 2014, 22:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"უბანმა გაიღვიძა, გაიღვიძა ქალაქმაც, აკიაფდა ჭრაქები. ყველამ ნემეცის ქუჩას მიაშურა. იფეთა საუკუნეობით დაგროვილმა სტიქიურმა ძალამ. არაცინ კითხულობდა ვინ-ვის, რატომ და რისთვის ურტყამდა. მამის, პატარის, დიდის, ქალის გარჩევა მოიშალა.
მოცელეს ღობეები, გათელეს ბაღები, ბოსტნები, ბორცვ-გორები, გაწიეს გვერძე საქართველო. თევზი ნაპირს მოშორდა და სილაში ჩაიმარხა. ჩიტმა ცა გამოიცვალა. გახურდა ჩხუბი, აღდგა იმერეთი! დაიღო კარი ლხინისა!..
მარგოშიამ ქუჩის კუთხეში ბაგრატ მეფის ჟამს ჩასმული ქვა ამოაძრო და უმიზნოდ ცაში ისროლა. ვიღაცამ, ასევე უმოზნოდ, ქოსა ძაღლს სტაცა ხელი და ლეღვის ხეზე ააგდო. ქუჩაში თბილი ლეღვების წვიმა წამოვიდა.
სილოვან ბლიკვაძე ღორის ნაწლავებით ახრჩობდა ენუქი ფურცხვანიძეს. მაზლისცოლების დანახვაზე დარუშა შავგულიძემ ბავშვიანი აკვანი კორკიმელზე ჩამოკიდა და ჩხუბში ჩაება უბრალო ქვით. გულვარდში ბუზიკამ დასცხო, იაშა ფლეიშმანი პანჩურით დირიჟორობდა ორკესტრს.
ხეზე ჩამოკიდებულმა პატარამ არტახები აიწყვიტა და შიბაქით ამოუგდო თვალი ხრესილის ომის ვეტერანს პაშა აბაშიძეს......"
"... ღორები ბანკთან სამყურას გლეჯდნენ. ვენახებით დატყვევებულ ქალაქში ნახევარი მოსახლეობა მთვრალი იყო, მეორე ნახევარი კი უფრო მთვრალი, ანდა პირიქით. გუბერნატორს ჭიშკარს ჰპარავდნენ და ნალებს ჭედავდნენ. დიდთოვლიანობისას მგლები ტყიდან ტყეში ქალაქის ქუჩებით გადადიოდნენ მოკლეზე. სახელგანთქმული ტრაგიკოსს, უბადლო ჰამლეტს, დუქნიდან წამოყოლილი ღვინის მწერები დასდევდნენ სცენაზე როგორც თაღია შტოფიანს, ტაშის დროს ჭერიდან კეტეტილები ცვიოდა.
ცხენოსნები ტროტუარზე დასეირნობდნენ. უყვარდათ სიტყვები: "გენიოზი", "გრადუზი", "ესენცია", "ბალზაკი". სწამდათ სიზმრების, ჭიამაიების, მარჩიელების, ჭინკების. სწამდათ, რომ ხოჯავა მეთულუხჩეს ორი გული აქვს და სრიალა კუდი წინიდან.
ლობიო მესამე წყალში იხარშებოდა. მოქალაქეთა ფიქრები დაბურული იყო, დამოკიდებულებანი კი - ტკბილი, ისტორიამდელი. ვაჭრობდნენ მტკნარად, ღიმილით. თავისუფალ დროს თავის ტკივილს ამჯობინებდნენ. თავებს ქუდში ინახავდნენ სათუთად იმის ვარაუდით, რომ როდისმე რამეში გამოგვადგებაო, მაგრამ ფეხებს უფრო დიდი ავტორიტეტი ქონდათ, რადგან მათზე აზიატსკების ჩაცმა შეიძლებოდა..."
This post has been edited by Lаki on 26 Dec 2014, 22:38
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!.. ,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
|