ushuaia
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 22082
წევრი No.: 129371
რეგისტრ.: 29-March 11
|
#43342751 · 4 Jan 2015, 13:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აბა სახალისო ამბები ტარო ფიგურირებს ეპიზოდებში
პოეტი სოსო მეშველინი ლენტეხის რაიონის სოფელ ნანარში დაბადა და გაიზარდა, თუმცა წლების განმავლობაში მოუწია ესპანეთში ცხოვრება, ახლაც წლის გარკვეულ პერიოდს ამ ქვეყანაში ატარებს. გთავაზობთ სოსოს ემიგრანტობის მოგონებებს:
"ძირს უკრაინელი და რუსი ქალები"
ბარსელონაში უცნაურ და სერიოზულ საპროტესტო აქციას შევესწარი, ტრანსპარანტებით ქუჩაში ქალები გამოვიდნენ და იცით, ვის გამოუცხადეს პროტესტი? - ვერასდროს მიხვდებით, უკრაინელ და რუს ქალებს. ტრანსპარანტებზე ეწერა: "დავიცვათ ოჯახები დანგრევისგან!" "ძირს უკრაინელი და რუსი ქალები!" ესპანელებსაც საკმაოდ ლამაზი ქალები ჰყავთ, მაგრამ რუსი და უკრაინელი ქალების სილამაზის ამბავი ხომ იცით, ჰოდა, ეს ლამაზი ქალები ჩამოდიან ესპანეთში და ფულიანი კაცების "დათრევას" ცდილობენ. ესპანელები მეტად ტემპერამენტიანები არიან, თანაც ცდუნებაც დიდია... ესპანელმა პროტესტანტმა ქალებმა უკრაინელი და რუსი ქალების ლამის ქვეყნიდან გაძევება მოითხოვეს...
აპარატთან მებრძოლი სვანი
- მეტი კურიოზი რა გინდათ, ერთხელ ისე მოხდა, რომ თვითმფრინავის სპეციალური რეისი დაინიშნა: ლენტეხი-თბილისი-ბარსელონა. ნუ იცინით, არ ვხუმრობ. ერთმა ცნობილმა სვანმა დანიშნა, გვარს არ დავასახელებ. მოკლედ, ამ რეისით ჩემი ახლობელი ბიჭი ჩამოვიდა ბარსელონაში. ესპანური და კატოლონიური კი არა, სვანურის გარდა ქართულიც არ იცოდა წესიერად. ჰოდა, ერთ საღამოს ბარში შევდივარ და ვხედავ: ბარმენი და ეს ჩემი ახლობელი ჩხუბობენ. ეს - სვანურად ილანძღება, ის - ესპანურად. მივედი, ვიკითხე ამბავი და თურმე რა მოხდა: ამ ჩემს ახლობელს სიგარეტი მოუნდა, იქ ყველა ბარში იდგა დად გას სპეციალური აპარატები, სადაც ხურდას ჩაყრი და სასურველ სიგარეტს აიღებ, რაც ჩემი სვანი ახლობლისთვის დიდი სიახლე იყო. ჰოდა, ამ ჩვენმა სვანმა ამ აპარატში კარგად დაკეცილი ოცევროიანი ჩაუშვა, აპარატმა კიდევ არც სიგარეტი მისცა და ხურდაც არ დაუბრუნა. ესეც ადგა და ჯერ აპარატს ეჭიდავა, რაც ბარმენმა გააპროტესტა, მერე კი - ფული უკან დამიბრუნეო, - ბარმენს გადაეკიდა. საწყალი ბარმენი გამწარებული მიხსნიდა, - აპარატი გამიფუჭა და ფული აქეთ უნდა გადამიხადოსო.
როგორ გამოიჭირა "ბაბნიკმა" სვანმა და ესპანელი "ნაშა"
ეს ამბავიც მაშინდელია, პირდაპირი რეისი რომ იყო დანიშნული ლენტეხი-ბარსელონა, ამიტომ ბევრი სვანი პირდაპირ სათიბიდან პლაცა-კატალონიაზე მოხვდა. მათ შორის ჩვენი გმირიც, შუახანს გადაცილებული სვანი მარე, რომელიც მეორე დღესვე გავარდა "საბაბნიკოდ", იფიქრა, ახლა მაინც ევროპაში ვარ და იქნებ აქ მანც მოვიყინჭო, ის, რაც მთელი ცხოვრება მაკლდაო. პლაცადან რამბლისკენ ჩაუხვია და მაშვინვე შეეფეთა, მასზე მაღალ, ჯანიან, კარგი აღნაგობის ქალს, რომელიც გამომწვევად უყურებდა, ასევე გამომწვევად მზერადაბრეცილმა კაცმა, მიუხედავად იმისა რომ ერთი ღერი ესპანურიც არ იცოდა, მაშინვე მიაჭრა, ქალმა თითების რამდენჯერმე გაშლით რაღაც ანიშნა, შემდეგ ხელი მოკიდა და იქვე მდებარე იაფფასიან სასტუმროში გააქანა. გზადაგზა სვანი მეგობრებს ტელეფონით უკავშირდება და გახარებული ამცნობდა თუ რა მაგარი "ნაშა" დაითრია, თან ძალზე იაფად. მოკლე ხანში კი, რომელ კარშიც შევიდა იმავე კარებიდან გამოვარდა დაფეთებული... ნახევრადშიშველი ქუჩაში გინებით იკრავდა შარვლის ღილებს... ცნობისთვის, რამბლა სავსეა ტრანსვესტიტებით...…
სვანები კორიდაზე
კორიდას ერთხელ ვალენსიაში დავესწარი. საშინლად არ მომეწონა, ან სვან კაცს როგორ მომეწონებოდა ეს სასაკლაო. ხარი მამაჩემისთვის ოჯახის წევრივით იყო, შვილივით უვლიდა და ელოლიავებოდა. მას რომ კორიდა ენახა, გადაირეოდა, ალბათ. ისე, რომ იცოდეთ, სვანები კორიდაზე უფრო ხარის საგულშემატკივროდ დადიან, ვიდრე ტორეადორის... არც ტყუიან, მეც სწორედ ეგეთი განცდა მქონდა. ქართველებს კორიდაზე ნაკლებად, მაგრამ საფეხბურთო მატჩებზე ბევრს შეხვდებით, განსაკუთრებით - ბარსელონაში. იცი, რაზე ვხალისობდი ხოლმე? უამრავ ფულს გადავიხდიდი, შევიძენდი ბილეთს, არადა, მატჩზე შესულს სულ ცოტა, ათი უბილეთოდ შემოსული ქართველი მაინც მხვდებოდა, რომლებიც ჩემზე გაცილებით უკეთეს ადგილას ისხდნენ, ოღონდ როგორ ახერხებდნენ ამას, დღემდე ვერ მივმხვდარვარ..
This post has been edited by ushuaia on 4 Jan 2015, 13:26
|