ქარჩავა იმავეს აკეტებს, რასაც გაზეთ "გალის" დამფუძნებელი რუსეთის იმპერია და ამ გაზეთის მანქურთი რედაქტორ-ავტორები; თავად შეადარეთ:
ჩვენი ენა, მეგრული
რუსული ტექსტი:
როდესაც ათვალიერებ ქართულ პრესას უნებლიედ გახსენდება ძველი ბრძნული გამონათქვამი: „ძაღლი ყეფდა, ქარავანი მიდიოდა (გზას განაგრძობდა)“ და აი, ახალგამოჩენილ მწერალს ზაურ კალანდიას არ სურს გამოტყდეს იმაში, რომ მეგრული ენა იყო და დარჩება ქონებად არა ქართველი ხალხისთვის, არამედ თვით ამ ენის მატარებელთათვის - მეგრელი ხალხისთვის. ამ თემით „დაავადმყოფდა“ როგორც ზაურ კალანდია, ისე ტარიელ ფუტკარაძე, რომელიც ნიანგის ცრემლებით გაიძახოდა (გაჰყვიროდა) მთელს ქვეყანას: „ხელი არ ახლოთ ქართულ კულტურას“!
ღმერთმა შეუნდოს (ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ; კისერიც უტეხიათ)ასეთ ცრუსწავლულებს და ცრუმწერლებს საკუთარი ცრუმოსაზრებებით. მათ უპასუხა წმინდა მეგრელმა დიტო ურთამ.
ქართული ასოებით დაწერილი ტექსტი მეგრული კილოს ზუგდიდურ-სამურზაყანოულ კილოს გალურ თქმაზე.:
ჩვენი დედა ენის (ნანაშ ნინა) ირგვლივ ბევრი საუბარია. ეს არც არის გასაკვირი. ასე იქნებოდა წინათაც (ადრეც), ამ პრობლემის მოგვარებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია
მე უბრალო მეგრელი ვარ, მიყვარს ჩემი ენა. ეს რატომ უნდა იყოს გასაკვირი? ტრაგიკული და გასაკვირი ის არის, რომ ჩვენ მეგრელ კაცს არ აინტერესებს მისი დედა-ენა. ერთხელ მითქვამს და კიდეც ვიტყვი: ზოგიერთი მეგრელი საკუთარ ენას ერთ ქოთან ლობიოს ანაცვალებს.
მართალია, მე არა ვარ ენათმეცნიერი და ამ თემაზე ნაშრომები არა მაქვს, მაგრამ პრაქტიკულად, რაც არ უნდა გამოჩნდეს მეგრული ენის შესახებ,არ დავტობ ისე, რომ არ წავიკითხო და კარგად არ დავამუშავო. ზოგჯერ მეც მიჩნდება საკუთარი აზრები. მაგალითად ჩვენს მეგრულ ენაზე სხვადასხვა მეცნიერები ამბობენ: ჩვენი ენა ეკუთვნისო იაფეტურ ენებს. ქართველურ ენებს: იბერულ-კავკასიურ ენებს და სხვ. ჩემი აზრით, საკმარისი და აუცილებელია ვთქვათ ასე: არის კოლხური ენები და მეგრული ენა არის ერთ-ერთი კოლხური ენა. კოლხები ერთ დროს 20-ზე მეტი ეთნოსი ვყოფილვართ, მაგრამ ათასეულმა წლებმა და ისტორიულმა პერიპეტიებმა ბევრი ცუდი მოუტანა კოლხებს და ახლა ვართ დარჩენილი სულ სამი ეთნოსი: სვანი, მეგრელი და ჭანი.
არ დავივიწყოთ ჩვენი ენა. მეგრელები ერთმანეთს ამოვედგეთ გვერდში . ბევრი მეგრელი მეცნიერები გვყავდა, ბევრიც გვყავს. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ სულაც არავინ რომა არ გვყავდეს, მარტო მამანტი ძაძამია და მისი გოგოც საკმარისნი არიან. მართლაც რომ გიგანტია ბატონი მამანტი ძაძამია. ასეთი მეცნიერი პატრიოტები რომ გვყვანან ჩვენ მეგრელებს, არ დავიკარგებით და ჩვენს მეგრულ დედა ენას არ დავკარგავთ. „ფუტკარაძეები“ კიდევ ვერც ჩვენ და ვერც ჩვენს დედა ენას ვერაფერს ვერ უზამენ.
ყველა მეგრელმა იცის ქართული ენა, ეს ენა არავის არ სძულს. ან როგორ უნდა გვძულდეს, როდესაც ქართული ენა წარმოიშვა მეგრული ენიდან. ეს გაიგოს ყველა მეგრულშეძულებულმა!
ჩვენ, მეგრელებს, გვიყვარს ჩვენი მეგრული ენა და დანარჩენ სხვა ენებს პატივს ვცემთ, არავინ არ გვძულს!
ფაქტიურად აქ ჩემი აზრები დასრულებული მქონდა და წერტილის დასმას ვაპირებდი, როდესაც მომიტანეს ერთი საჩოთირო დოკუმენტი: ზ. კალანდიას ანტიმეგრული ნაშრომი. ამ კაცის ძმებს პატივს სცემენ და უყვართ მეგრელებს, სადაც არ უნდა ვიყოთ. ზაურმა, კარგმა კაცმა, არ ვიცი ასე რატომ შეგვიძულა.
რას ქვია მანქურთი?!
მანქურთი არის ისეთი კაცი ( თუ ჰქვია ამას კაცი!), რომელმაც დაკარგა თავისი ძირი და ფესვი და დაივიწყა თავისი ნათესავები.
ეს ვართ ჩვენ?!
ლემა მუდამ ლემაა: როცა არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს ლემას კარგი არავისთვის არ მოაქვს!
დიდი არაკაცობის კაცის მსგავსმა არსებამ: უღმერთო, უსინდისო და ყველანაირად გაფუჭებულმა 22 ათასი ბანდიტი გამოუშვა ციხიდან და ჩვენ თავზე დაგვაყარეს. ალენი დალესის დავალებას ასრულებდა: მთელი ქვეყანა გადავკიდოთ ერთმანეთს და ყველა ერთად - რუსეთსო. ამ პერიოდში მეგრელები და აფხაზები ჰყავდა ერთმანეთზე გადაკიდებული. ასეთი ცუდი ქმედება მან საბჭოთ კავშირის ტერიტორიაზე ბევრ ადგილას გააკეთა. ის არ იყო იმ ქვეყანაში დასაკრძალი, ის იყო დასაწვავი 40 გრადუსიან სიმხურვალეში.
რატომ იბეჭდებაო მეგრული, ენგურს მიღმა, სადაც რუსის ჯარი არისო განლაგებული? თუ რუსის ჯარი ხელისშემშლელია, მაშინ მთლად ძლიერები ვყოფილვართ, ამდენი საქმის გაკეთება რომ შევძელით. ჩვენც არც რუსი გვიშლის ხელს და არც აფხაზი. ჩვენ ხელს გვიშლიან ფუტკარაძე და მისი მიმდევარი მეგრელები. თუმცა მათ მეგრელებს ვერ ვუწოდებთ. ისინი არიან მანქურთეფი კვადრატში და კიდევ უარესები.
მითქვამს და კიდეც ვიტყვი: ჩვენ და პირადად მე ქართული არ გვძულს. წაუკითხავი არაფერი დამიტოვებია დაწყებული შუშანიკის წამებიდან დღემდე, რაზეც ხელი მიმიწვდებოდა.
ათი მეგრელი რომ ვიყოთ და ერთი ქართველი მოვიდეს, ქართულზე გადავალთ. ჩვენ სტუმრის, სხვა ეროვნების კაცის პატივისცემა ვიცით. მაგრამ მეგრელი დედა თავის სამი წლის ბავშვს რომ ქართულად ესაუბრება - არ მომწონს.
ბავშვმა, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს, ექვსი წლამდე საკუთარი დედა ენა უნდა ესმოდეს ირგვლივ. ტელევიზორშიც სხვა ენის მოსმენა უშლის ხელს!
ექვსი წელი რომ შეუსრულდება და წავა სკოლაში, დაიწყებს სწავლას იმდენი ენისას, რამდენიც სურს და რამდენის სწავლასაც შეძლებს.
ფულზე საუბრობს ბატონი კალანდია. არ ვიცი, იმ მეგრელებს, ვისაც გაღმა აგინებს ფულს შეიძლება ფულს აძლევენ. მაგრამ ჩვენ, ზოგჯერ ოთხი კაცი ერთ ლავაშს ვიყოფთ და „რეჩხი კოლას“ ვაყოლებთ. მე რეჩხის წყალს „რეჩხი კოლა“ დავარქვი.
ესეც ტყუილი გამოვიდა ბატონო ზაურ - აფხაზებს აფხაზური არ დავიწყებიათ. უფრო მოუმატეს სწავლას.
ანდა რა იაზვურად აქვს დაწერილი , ერთი ქართული ენა არ ურევიაო. გასაკვირია, მეგრელებს რომ აქვთ ქართულად დაწერილი, იმდენი თვით ქართველებს არ ექნებათ.
ფარნავაზსა და ქუჯის იხსენებს. რაც ცხონებულმა ქუჯიმ თავი დახარა იმის მერე დღემდე თავდახრილი დავდივართ და ფუტკარაძე არც დღეს არ გვაწევინებს თავს.
მაფშალია მეგრულია, ბულბული - სპარსული.
არანაირი ანბანის გამოგონება ჩვენ არ გვჭირდება. რითაც ვწერთ - ჩვენია. მეგრელებიც და ფინიკიელებიც და სხვებიც ერტმანეთს წერილებს წერდნენ.
იმ პატარა სტატიაში ზ. კალანდიას ბევრი ჩვენთვის საწყენი და სალანძღავი აქვს დაწერილი. ყველაფრის გამო არ მინდა ვთქვა. ამას არ ჯობია, ერთმანეთს გავუგოთ? ერთმანეთს პატივი ვცეთ, ჩვენი მეგრული დედა ენა არ დავივიწყოთ და სხვას, ვინც არ უნდა იყოს, პატივი ვცათ. ჩვენმა ენამ , რომელიც 25 000 ტომში ვერ ეტეოდა, დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა და აწი არაფრით არ დავკარგავთ! სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ დღეს აქ დავსვამ წერტილს. ჩვენ ერთმანეთის გულებს უნდა გავუფრთხილდეთ. ენგურს გაღმა მხოლოდ კალანდია, ფუტკარაძე და მისი მიმდევრები არ ცხოვრობენ.
დიტო ურთა
* * *
ეს პრორუსული მასალა დაიბეჭდა გაზეთ "გალში (2014 წლის 4 დეკემბერი);
აშკარაა: მანქურთის ნიმუში დიტო ურთააა და არა - ზაურ კალანდია!
* * *
ამგვარი "დიტო ურთები" უარყოფენ, რომ ქართული კულტურისა და ისტორიის მესაძირკვლენი, სხვა კუტხების ქართველებთან ერთად მეგრელები არიან; შესაბამისად, არ ირს მათთან ლაპარაკი, თუმცა უნდა ვიცოდეთ ამ მანქურთების პატრონი რომ რუსეთია
This post has been edited by tsotnemefe on 2 Jan 2015, 07:33
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი. (c) ლაო ძი