Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(48)
« პირველი
...
38
39
[40]
41
42
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
როგორ წამართვა საქსტატმა ენა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
beatlesflacone
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
beatlesflacone
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5689
წევრი No.: 163306
რეგისტრ.: 11-March 13
#43381533
· 8 Jan 2015, 02:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნუ, ამ "მეგრულ" თემებში ისეთები იპოსტება უკვე, ფრაერმა ზაპროსტა შეიძლება შეჰყვიროს:
- ადექი, ჯაბა!
--------------------
Unus pro omnibus, omnes pro uno
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
shavnabada92
Crazy Member
ჯგუფი: Registered
shavnabada92
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1942
წევრი No.: 109705
რეგისტრ.: 18-January 10
#43381534
· 8 Jan 2015, 02:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
როგორ წამართვა ტაქსისტმა ენა წავიკითხე
--------------------
მე შენს ნაკვალევს დავჰყურებ ძალიან მომნატრებია © გ. სურამელაშვილი
გაიღიმე გაიღიმე პატარა © მ. სეფაშვილი
ადამიანები ერთმანეთს გაექცეოდნენ, თითოეულის გული და სულისთქმა რომ დაფარული არ იყოს ©კანტი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
shotoo
Super Member
ჯგუფი: Registered
shotoo
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 389
წევრი No.: 99794
რეგისტრ.: 14-September 09
#43381556
· 8 Jan 2015, 02:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბოლომდე არ წამიკითხია იმიტომ რომ, მივხვდი "ჩამოთრეული" შენზეა ნათქვამი, შენ ხარ ის მეგრელი რომელმაც თავისი ადგილი არ იცის და "მეგრული ზამაშკები" გაწვება.
მეგრელი არის ქართველი, ქართველის მშობლიური ენა არის ქართული, მეგრული არის კუთხური.. მეგრელების მშობლიური და მემგონი მეგრელი არ ხარ ეროვნებით ხო?
მეგრელი ვარ მეც, დო ქუგუალე ჩქმი ონაბადეს, მარა ოკო გიჩქუდას თხელას მუ იჩიე.... სკანცალეფ რენა ჩქი სახელს გვიტხუნა....
--------------------
-ალო
-არ მცალი თავს ვიწვავ
-კარგით თუ რამეა თქვენს უკან ვარ ასანთით... ! ! ! LuC!FeR.
[B]you think I can not? if need be I'll be walking in Paris[/B]
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
abrek
აჭარელი
ჯგუფი: Members
abrek
აჭარელი
ჯგუფი: Members
წერილები: 2418
წევრი No.: 193232
რეგისტრ.: 30-October 14
#43381564
· 8 Jan 2015, 02:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეგრელის მშობლიური ენა არის მეგრული
ქართული არის ქორთუების
--------------------
Islam is cool
%50 Adjarian, % 50 Laz
"If fascism ever comes to America, it will come in the name of liberalism." © Ronald Reagan
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Anano:)
ბრბო
ჯგუფი: Members
Anano:)
ბრბო
ჯგუფი: Members
წერილები: 4577
წევრი No.: 62378
რეგისტრ.: 26-May 08
#43381578
· 8 Jan 2015, 02:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
gramatikikina
QUOTE
იმიტომ რომ დღეს საქართველოს პრობლემა არის სწორედ ურთიერთპატივისცემის და სიყვარულის არარსებობა
ადრე მეგრული ენის თემაში დავწერე და იმავე აზრზე ვრჩები
მაღალ კლასებში არჩევითობით რომ ვისიყვარულოთ, არ შეიძლება?
QUOTE
არ ვიცი, მაგისთვის როგორ შემოგვწყრებოდა, როცა სიგუამ და კიტოვანმა განდევნეს გამსახურდია?
იქნება სხვა რაღაცაშია საქმე?
აბა, სხვა რა დავაშავეთ
მაშინ ჯერ არ ითხოვდნენ მეგრულს საყოველთაო ენად
QUOTE
უარესად გვაქვს საქმე და სახელმწიფო ენად სხვა უცხო ენების აღიარება თვითონ მეგრელებს არ მოუნდებათ
ამ საკითხში არ გვექნება გაუგებრობა
აპოკალიპსი მახსენდება
"აღსდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ" და რატომ ვეწერებით პირველ რიგებში
--------------------
"When The Power Of Love Overcomes The Love Of Power, The World Will Know Peace" Jimi Hendrix
"Heroes are remembered but legends never die" George Herman Ruth
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gramatikikina
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
gramatikikina
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 54969
წევრი No.: 93409
რეგისტრ.: 11-June 09
#43381602
· 8 Jan 2015, 02:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Anano:)
QUOTE
ადრე მეგრული ენის თემაში დავწერე და იმავე აზრზე ვრჩები
მაღალ კლასებში არჩევითობით რომ ვისიყვარულოთ, არ შეიძლება?
კიშეიძლება
QUOTE
აბა, სხვა რა დავაშავეთ
მაშინ ჯერ არ ითხოვდნენ მეგრულს საყოველთაო ენად
არც ეხლა ითხოვენ ესე ღიად, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ითხოვენ
იქნება მაშინაც ითხოვდნენ და ინტერნეტი რომ არ გვქონდა, მაგიტომ არ ვიცოდით?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
folkman
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
folkman
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 16837
წევრი No.: 44181
რეგისტრ.: 16-October 07
#43381839
· 8 Jan 2015, 04:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(shotoo @ 8 Jan 2015, 02:50 )
ბოლომდე არ წამიკითხია იმიტომ რომ, მივხვდი "ჩამოთრეული" შენზეა ნათქვამი, შენ ხარ ის მეგრელი რომელმაც თავისი ადგილი არ იცის და "მეგრული ზამაშკები" გაწვება.
მეგრელი არის ქართველი, ქართველის მშობლიური ენა არის ქართული, მეგრული არის კუთხური.. მეგრელების მშობლიური და მემგონი მეგრელი არ ხარ ეროვნებით ხო?
მეგრელი ვარ მეც, დო ქუგუალე ჩქმი ონაბადეს, მარა ოკო გიჩქუდას თხელას მუ იჩიე.... სკანცალეფ რენა ჩქი სახელს გვიტხუნა....
მშობლიური ენა - ენა, რომელზედაც ლაპარაკობდნენ ინდივიდის ოჯახში მის ადრეულ ბავშვობაში.
© ენციკლოპედიური ლექსიკონი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
t-90
უტანკესი და უტონკესი
ჯგუფი: Members
t-90
უტანკესი და უტონკესი
ჯგუფი: Members
წერილები: 54841
წევრი No.: 135926
რეგისტრ.: 15-September 11
#43382059
· 8 Jan 2015, 08:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Anano:)
QUOTE
პატარა ბავშვები რატომ უნდა გავიმეტო კიდე ორი უფუნქციო ენისთვისმათი ცხოვრება სკოლაში ისედაც ძალიან რთულიაან რატომ უნდა გავიხადო საქმე საიმისოდ რომ მერე ტექნიკური დაძვრენის შესაძლებლობები ვეძებო
ატრაკებთ თქვენ ქალბატონო ანანო რბილად რომ ვთქვათ.
ის რო ფეკალიები დუღს სკოლაში ამის დუღილს მეგრულის და სვანურის საწყისების დამატებით არც არაფერი მოაკლდება არც დაემატება.
თუ ზოგადად ეს ფეკალიების დუღილი გინდათ მოხსნათ მაგას მეგრულის და სვანურის საწყისების სწავლით ან არსწავლით არ ეშველება.
--------------------
I killed my master. Why did he then give me a weapon?"
Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.
შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098
Why carry a gun? Because 1911 > 911.
t90a.sarahah.com
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Anano:)
ბრბო
ჯგუფი: Members
Anano:)
ბრბო
ჯგუფი: Members
წერილები: 4577
წევრი No.: 62378
რეგისტრ.: 26-May 08
#43382980
· 8 Jan 2015, 12:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
gramatikikina
QUOTE
კიშეიძლება
ხოდა, თუ მაინცდამაინც ენა ადარდებთ და მაგით უნდა გადაწყდეს ქვეყნის ერთობა (რაც გულუბრყვილობაა), მაგ ჩვენებას მივაწვეთ
QUOTE
არც ეხლა ითხოვენ ესე ღიად, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ითხოვენ
იქნება მაშინაც ითხოვდნენ და ინტერნეტი რომ არ გვქონდა, მაგიტომ არ ვიცოდით?
მოფუთფუთეებს რა გამოლევს ამ ქვეყანაში და არამარტო სამეგრელოს თემაზე
ინტერნეტი არ გვქონდა, მაგრამ ფაქტობრივად სამეგრელოში ვცხოვრობ და ეს ხალხი არ არის მხოლოდ გვარით მეგრელი
გამსახურდიას წასვლა (რომელმაც არაფერი გააკეთა-არც მამამ და არც შვილმა- მეგრულად რაიმე სალიტერატურო საწყისების შესაქმნელად-პირიქითაც კი), ამათთვის იყო დიდი დარტყმა, დღემდე მოუნელებელი
ესმით, რომ მეგრული ენის „გადარჩენის“ პროცესი გარედანაა მართული
ისიც ესმით, რომ ჩემი ყურისმომჭრელი „მოი მამა“ მეგრული ლოგინად ჩავარდნილი ავადმყოფი იქნება, დღე დღეზე სიკვდილს რომ ელოდება და ასეთი ცოდნა ენაზე ზრუნვასთან არავითარ კავშირში არ არის
გულუბრყვილობაა, იმის დაშვებაც კი რომ რასაც ითხოვენ მართლაც ენაზე ზრუნვას ემსახურება
ენის საკითხი პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოებრიობასთან
როგორც კი მეგრული ენის საკითხს შემოუგდებდნენ ხოლმე ქვეყანას, შემაკავებელი ყავდათ
იყო გალაკტიონი და იყო კონსტანტინე გამსახურდია
დღეს ასეთი სიდიდეები აღარა გვყავს
ალბათ ფიქრობენ, რომ შესაფერისი დრო მოძებნეს
პ.ს.მეგრულს ეტყობა აქვს ყველა ის ასპექტი, რომლითაც მტკიცდება რომ ის ენაა (ამ საქმის ცოდნას ვერ დავიჩემებ)
უცნაურზე უცნაურია, რომ ამ ენაზე არასდროს არავის არაფერი არ შეუქმნია, არ არსებობს ლიტერატურა და ეს ამ ჯგუფს არ აფიქრებს
ყველა მეგრული წარმოშობის მოაზროვნე ქმნიდა ქართულ ენაზე
მერე რა რომ ისინი ცოცხლები აღარ არიან, მათი სიტყვა ხომ არის ცოცხალი
ესენი კიდე მე გადამეკიდნენ, გინდა თუ არა შენ ისწავლეო
არ მინდა ვა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
SPC
პლატერო და მე
ჯგუფი: Members
SPC
პლატერო და მე
ჯგუფი: Members
წერილები: 12524
წევრი No.: 7802
რეგისტრ.: 14-December 04
#43383056
· 8 Jan 2015, 12:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მეგრული და სვანური ენების დევნა ჩემთვის სიბნელესთან და უვიცობასთან ასოცირდება
ადამიანი, რომელიც ვერ აღიქვამს რომ ეს ენები ქვეყნის საუნჯეა და "ვაგზალზე წადი, იიიი" გაიძახის, უვიცია ელემენტარულად
--------------------
ჩვენ ყველაფერს გადავიტანთ
ჩვენ ხომ გასკონელი გვარდიელები ვართ!..
-----------------------
"Every man is born as many men and dies as a single one"
Martin Heidegger
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 25272
წევრი No.: 136032
რეგისტრ.: 17-September 11
#43383095
· 8 Jan 2015, 12:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Loverone
QUOTE
რამე ჯანყს თუ დაგეგმავთ მეგრელები და ლაზები ქართების წინააღმდეგ, იცოდეთ არ გამოგვაპაროთ გურულებს. ჩვენ ენით ვართ ქართები თორემ ისე გენით ლაზები ვართ
ნწ, არ ვაპირებთ.
shotoo
QUOTE
ბოლომდე არ წამიკითხია იმიტომ რომ, მივხვდი "ჩამოთრეული" შენზეა ნათქვამი, შენ ხარ ის მეგრელი რომელმაც თავისი ადგილი არ იცის და "მეგრული ზამაშკები" გაწვება.
თუ ბოლომდე არ წაგიკითხავს, როგორ ასკვნი მაშინ?
QUOTE
მეგრელი არის ქართველი, ქართველის მშობლიური ენა არის ქართული, მეგრული არის კუთხური.. მეგრელების მშობლიური და მემგონი მეგრელი არ ხარ ეროვნებით ხო?
ენა=ეროვნებას?
მეგრული ენაა და შედის ქართველურ ენათა ოჯახში.
ქართულთან, სვანურთან და ლაზურთან ერთად.
სწორედ ქართველური ენების თეორიას ემხრობოდა და ემხრობა ყველა ნორმალურადმოაზროვნე ქართველი და უცხოელი მეცნიერი.
ახალი არაფერია ამაში.
გუშინ და გუშინწინ არ დაბადებულან ეს ენები.
სანამ ცნება ქართველი ერი ჩამოყალიბდებოდა, იქამდე არსებობდა ქართველურ ენათა ოჯახი.
==
დიდი ხანია, მეგრელები დანარჩენ ქართველებთან ერთად ვცხოვრობთ ერთიან ქართულ კულტურულ, პოლიტიკურ სივრცეში და აქედან გამომდინარე, ვართ ამ ერის ნაწილი.
ქართული გახდა ენა, რომლის გარშემოც მოხდა საქართველოს და ქართველი ერის ინტეგრაცია.
ეს ენა ასრულებდა სალიტერატურო, სახელმწიფო, საეკლესიო ენის ფუნქციას.
ეს სულაც არ ნიშნავს იმას, თუ ამ ენას თვლის ადამიანი მშობლიურ ენად, მაშინ თავს ქართველად არ თვლის, ან საქართველოს მტერია, ან ქართული ენა არ უყვარს და ა.შ.
==
არასდროს არანაირი საფრთხე არ შეუქმნია ქვეყნის და ერის ერთიანობისთვის მეგრულ ენას.
==
Anano:)
QUOTE
პ.ს.მეგრულს ეტყობა აქვს ყველა ის ასპექტი, რომლითაც მტკიცდება რომ ის ენაა (ამ საქმის ცოდნას ვერ დავიჩემებ)
უცნაურზე უცნაურია, რომ ამ ენაზე არასდროს არავის არაფერი არ შეუქმნია, არ არსებობს ლიტერატურა და ეს ამ ჯგუფს არ აფიქრებს
ყოველ ენაზე სხვადასხვა დროს დაიწყეს წერა და რაღაცის შექმნა.
ზოგ ენაზე დღესაც არ დაწყებულა.
რა გამოდის, თუ 21-ე საუკუნემდე არ იქმნებოდა, აწიც აღარ უნდა შეიქმნას?
ან, რა შუაშია აქ გარედან შემოგდება...
ყველა აგენტი როგორ უნდა გეგონოს...
QUOTE
ესმით, რომ მეგრული ენის „გადარჩენის“ პროცესი გარედანაა მართული
ისიც ესმით, რომ ჩემი ყურისმომჭრელი „მოი მამა“ მეგრული ლოგინად ჩავარდნილი ავადმყოფი იქნება, დღე დღეზე სიკვდილს რომ ელოდება და ასეთი ცოდნა ენაზე ზრუნვასთან არავითარ კავშირში არ არის
გულუბრყვილობაა, იმის დაშვებაც კი რომ რასაც ითხოვენ მართლაც ენაზე ზრუნვას ემსახურება
ენის საკითხი პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოებრიობასთან
სრული აბსურდია ეს.
არაფერია არაბუნებრივი იმაში, რომ ენის ბედი აღელვებდეს ადამიანს.
6 000-ზე მეტი ენაა მსოფლიოში, სახელმწიფო კი მხოლოდ 2 ასეულზე მეტი თუა.
მეგრელებში არ არსებობს სეპარატისტული განწყობა.
გამონაკლისები თუ არსებობენ, მაგის გამო ენა დასაკარგავად არ უნდა გავიმეტოთ.
რახან რუსეთია მეზობლად, არც მაგის გამო შეიძლება მუდმივი იგნორის ქვეშ იყოს ენა.
მგლის შიშით ფარა ვის დაუხოცია?
==
ასეთი შეხედულებების ფორმირებაში დიდი წვლილი შეაქვთ ტარიელ ფუტკარაძეს და მის მომხრეებს, რომლებიც თესავენ შიშებს და უმტკიცებენ ხალხს, რომ თუ მათ ახალ თეორიებს არ გაიზიარებენ, რომლის მიხედვითაც ქართველური ენები არ არსებობს, მაშინ ქვეყანა დაგვენგრევა.
ყველას ხარშავენ ერთ ქვაბში. დაიწყებენ ლაპარაკს მიშო დადიანზე, იურაზე, გაავლებენ მერე პარალელებს უადგილოდ იმ ადამიანებთან, ვისაც მართლა შესტკივა გული ენაზე და არავითარი ანტიქართული ზრახვები არ ამოძრავებს და ბევრი იჯერებს, სამწუხაროდ.
==
რა არის არანორმალური და არაბუნებრივი იმაში, რომ ადამიანს სურდეს ენის შენარჩუნება. მემკვიდრეობაა ენაც. თუ მემკვიდრეობაა ქართული ფოლკლორი, ალავერდი, სვანური კოშკები, უფლისციხე, ვარძია და ა.შ. ენამ რა დააშავა, ვერ გამიგია.
This post has been edited by
ფორცხოლი
on 8 Jan 2015, 14:59
--------------------
. .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
turist
Crazy Member
ჯგუფი: Members
turist
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2115
წევრი No.: 87461
რეგისტრ.: 26-March 09
#43386944
· 8 Jan 2015, 18:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ფორცხოლი @ 7 Jan 2015, 23:48 )
მე და დიდოუ ნანა ვიყავით ერთად დღეს სუფრაზე, ახლა მოვედი.
ვილაპარაკეთ, დავლიეთ, ცოტა შევზარხოშდით.
მოკითხვა შემოგითვალათ და შობა მოგილოცათ.
მიულოცე ჩემგანაც.
გადაეცი, კარგი ქენი ფორუმს რომ თავი დაანებეთქო, აქ უმეტესობას მაინც უკუღმა ესმის ყველაფერი.
მისი ნიჭი, ენერგია, დრო, გაცილებით უკეთეს საქმეს უნდა მოხმარდეს.
დარწმუნებული ვარ, რასაც ის მეგრულის შენარჩუნებისთვის აკეთებს,
პატრიოტული და დასაფასებელი საქმეა.
ვინც მშობლიურ ენას იკიდებს, შეურცხვა "პატრიოტობა"...
ხოლო ვინც გეუბნება დაივიწყე შენი ენა "საერთო საქმისთვისო",
ან ვერ აცნობიერებს რას ამბობს ან შიშითაა გაბერილი )) ან კიდევ უბრალოდ შოვინისტია...
--------------------
"არასდროს დახარჯოთ დრო ახსნა-განმარტებებში, რადგან ადამიანებს მხოლოდ ის ესმით, რისი გაგებაც უნდათ"
"Errare humanum est, in errore perseverare stultum"
"Die Bildung kommt nicht vom Lesen, sondern vom Nachdenken über das Gelesene."
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 25272
წევრი No.: 136032
რეგისტრ.: 17-September 11
#43387008
· 8 Jan 2015, 19:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აქ შეგიძლიათ გაეცნოთ გივი გ. ქარჩავას აზრს ალექსანდრე ჭაჭიას მომხრეების ქმედებების, მის მიერ რუსეთიდან დაფინანსებული ძალების შესახებ, რომლებიც აქტიურობენ მეგრული ენის საკითხზე.
მეც და კიდევ სხვა ბევრიც ვიზიარებთ ამ შეხედულებებს ამ საკითხზე.
==
ეს გახლავთ 2014 წლის 30 მაისს გივი გ. ქარჩავას მიერ ,,ფეისბუქზე" გამოქვეყნებული წერილი მეგრული ენის დღესთან და მის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებასთან დაკავშირებით და ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ამონარიდი მის მიერ წერილის შესახებ გამართული დისკუსიისას დაწერილი კომენტარებიდან.
კონკრეტულად ჩემს მიერ ზემოთ დაწერილ საკითხზე საუბარია წერილის მეორე ნაწილში, რომელიც გამუქებულია და ასევე ზემოთნახსენებ ამონარიდებში.
საკმაოდ ამომწურავად არის დაწერილი.
==
მეგრული ენის დღე
2014 წლის 30 მაისი, 16:40
გუშინ უკვე მეორედ აღინიშნა მეგრული ენის დღე ზუგდიდში. მივესალმები მსგავს ღონისძიებას და გილოცავთ, ვინც მოლოცვას ელით. თუმცა, გუშინ არავისთვის მომილოცია და აქვე ავხსნი თუ რატომ. ჩვენ, ის ხალხი, ვისაც გააზრებული გვაქვს, რომ ქართველურ ენებს მოვლა-პატრონობა სჭირდება, განსაკუთრებულად საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ, - ნელ-ნელა დასაშვები და შესაძლებელი ხდება მეგრულად წიგნების, გაზეთების ბეჭდვა, საღამოებისა თუ ღონისძიებების მეგრულად წარმართვა, ხმამაღლა საუბარი ენის უფლებებზე და ა.შ. შესაბამისად, საფრთხილო და საფიქრალი მეტი გვაქვს, ვიდრე გვქონია ოდესმე. ამიტომაც, მინდა ძალიან მოკლედ მოგითხროთ იმ ნიუანსებზე, რომელთა გამოც მე ვერ გავხდი ნაწილი და მოზიარე მეგრული ენის დღისა ზუგდიდში. ენის დღე, როგორც ასეთი, ძალიან აზიზი და მნიშვნელოვანია და მისი არჩევა ასევე აზიზად ხდება. მაგალითად, ბასკური ენის დღე, ე.წ. „ეუსკარა ეგუნა“ 1949 წლიდან აღინიშნება ყოველი წლის 3 დეკემბერს და ის დაკავშირებულია ბასკთათვის, ასევე ბასკური ენისთვის ფრიად მნიშვნელოვან თარიღთან: 1552 წლის 3 დეკემბერს აღესრულა წმინდა ფრანსის ქსავიერი, ნავარელი მისიონერი, რომელმაც, როგორც ცნობილია ბოლო სიტყვები წარმოთქვა ბასკურ ენაზე. სწორედ ამიტომაც, 1948 წელს ეუსკო-იკასკუნცას საზოგადოების მეშვიდე საერთაშორისო კონგრესზე გადაწყდა, რომ ბასკური ენის დღე აღენიშნათ წმინდა ფრანსის ქსავიერის ხსენების დღეს. ამრიგად, ცოტა თუ ბევრი ფიქრის შემდეგ ბასკებმა შეარჩიეს ყველაზე მნიშვნელოვანი, სიმბოლოებით დატვირთული თარიღი ენის დღის აღსანიშნავად. რა მოხდა ჩვენთან? მეგრული ენის დღედ დაწესდა მამანტი ძაძამიას დაბადების თარიღი. ახლა, დარწმუნებული ვარ წყენისა თუ ლანძღვის კასკადი წამოვა ჩემი მისამართით, როგორ ბედავ და ან მამანტი ძაძამიას იწუნებ ან თარიღსო, თუმცა საქმე იმაშია, რომ არც ერთს ვიწუნებ და არც მეორეს - მამანტი ძაძამიას ვიცნობ პირადად, მქონდა ბედნიერება მისი სტუმარი ვყოფილიყავი და მისი სტუმართმოყვარებით და კეთილშობილებით დავმტკბარიყავი, არც ცალკე 29 მაისთან მაქვს რამე განსაკუთრებული პრობლემა, პირიქით, თარიღს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია თარიღი მნიშვნელობით იყოს დატვირთული. და, რატომ მაინცადამაინც მამანტი ძაძამიას დაბადების დღე? თუკი ვამბობთ, რომ მეგრული ამდენ ათასწლეულების ქარტეხილებს გამოტარებული ენაა, სხვა მნიშვნელოვანი თარიღი არ მოიძებნა, მაინცადამაინც ცოცხალი ენათმეცნიერის დაბადების დღე რომ არ აგვერჩია? თუ ცოტაა, ისეთი ხალხი ვინც აღარაა ამქვეყნად და ბ-ნ მამანტიზე ნაკლები არ აქვს მეგრულისთვის გაკეთებული, თუ მეტი არა? მაგალითად დანიელ ფიფიას დაბადების დღე რომ აგვერჩია? ან იოსებ ყიფშიძის? ან სხვა რამ უფრო შორეული ისტორიიდან? მაგალითად, აიეტისა და ფარტაზის ისტორიული გამოსვლის თარიღი (თუ ცნობილია რათქმაუნდა)? უამრავი სხვა მაგალითის და გზის მოძებნა შეიძლება კიდევ, ამიტომაც მიჩნდება კითხვა: როდესაც დღესასწაულის თარიღი ირჩეოდა, რამდენი საათი ფიქრობდნენ ორგანიზატორები? ბ-ნ მამანტის იმედია არ ეწყინება და ადექვატურად აღიქვამს პრობლემას, რომელსაც მე ხაზს ვუსვამ, იმედი მაქვს, შორს დაიჭერს თავს იმაზე ფიქრისგან, რომ რამე პირადული მამოძრავებს ამ წერილის წერისას, თუმცა თუ ასე არ მოხდება, ესეც არ მეწყინება დიდად. მიჩვეული ვარ, რომ ხალხი ძნელად იგებს იმას, რაც მაინცადამაინც კომფორტული მოსასმენი არაა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მე არ შემეძელო არ დამეწერა იმაზე, რაც მაწუხებს, არ დამეწერა იმაზე, რომ სტარტი, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვანია, ძალიან ცუდად და არაპროფესიონალურად იწყება.
აქვე მინდა შევეხო ბევრად უფრო მტკივნეულ, ჭაჭისტების თემას. ჩვენ ხშირად გვიკვირს, როდესაც ყოველგვარი „პრომეგრული“ აქტივობისას მყისვე კითხვები ჩნდება სეპარატიზმზე და საქართველოს დაშლაზე, ქვეყნის მტრობაზე და ა.შ. მართალია, ამის უმთავრესი მიზეზი ჩვენი საზოგადოების სიბნელე და უვიცობაა, კომპლექსები და პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც დიდი ხანია წამლავს მას, თუმცა არცერთი ჩვენგანი არ დაფიქრებულა იმაზე, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება ხოლმე? ახლავე განვმარტავ თუ რას ვგულისხმობ: მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული ე.წ. „პრომეგრული“ აქტივობების უმრავლესობას პირდაპირი ბმული ჰქონდა რუსეთთან. თუ არ ჩავთვლით აკაკი ჭანტურიას, მაფალუს, დანიელ ფიფიას და ამდენიმე სხვა პატიოსანი ადამიანის შრომას, დანარჩენი თითქმის ყველა ასე თუ ისე კავშირში იყო რუსეთთან - მნიშვნელობა არ აქვს ეს კავშირი დირექტივების დონეზე იქნებოდა თუ მხოლოდ სიმპათიების. მაგალითად, მეცხრამეტე საუკუნეში გამოცემულ мингрельская азбука-ს ჩალის ფასი აქვს, იმიტომ, რომ კირილიცაზე აწყობილი მეგრული და მეგრულად ნათარგმნი რუსული ზღაპრები მეგრულის სასიკეთოდ გაკეთებული საქმე არ ყოფილა. შემდგომ მოდის ისააკ ჟვანიას ეპოქა, როდესაც არაერთი გაზეთი გამოიცა მეგრულად. მართალია, ისააკ ჟვანია ნკვდ-მ მოიშორა მოგვიანებით და შეიძლება სულაც არ სურდა ქვეყნისთვის და ერისთვის ცუდი ამ პიროვნებას, თუმცა ფაქტი ერთია, რომ მისი საგამომცემლო საქმიანობა მაშინდელი საბჭოთა მანქანის მიერ იმართებოდა. შესაბამისად, ბმული რუსეთთან აქაც აშკარაა. დღეს უკვე ოცდამეერთე საუკუნეა, აგერ 90-იანი წლებიდან დაიწყო კულტურული აქტივობა და ვინ მოექცა ამ აქტივობის სათავეში? ალექსანდრე ჭაჭია, პრორუსული განწყობების, პუტინის კართან დაახლოებული დაბადებით ოჩამჩირელი, რუსი საზოგადო მოღვაწე, რომლის ბაგეთაგან ქვეყნის პროდასავლურ კურსზე, ევროპულ ღირებულებებზე და რუსეთთან ურთიერთობაზე ჯერჯერობით პოზიტიური მე პირადად არაფერი მომისმენია. შესაბამისად, რატომ გვიკვირს, რომ არ სჯერა ვიღაცას ჭაჭიას მიერ დაფინანსებული და მართული ღონისძიების სისუფთავის? რატომ გვიკვირს, რომ მაინცადამაინც დიდი გულისხმიერებით არავინ მოეკიდება ჩვენს პრობლემებს, სანამ ამ პრობლემებს ჭაჭიას მიერ დაფინანსებული გაზეთი, „ილორი“ ახმოვანებს და თითქმის ყველა, ვინც ამ პრობლემაზე სწუხს ზემოთხსენებული გამოცემის ირგვლივაა შეკრებილი? კიდევ ერთხელ მინდა ვახსენო, რომ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ხალხთან, ვინც მოძრაობა „სამეგრელოშია“ ან გაზეთ „ილორში“, პირიქით არაერთ მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს და არც მათ გულწრფელობაში შემაქვს ეჭვი, პირიქით, არაერთი მათგანი უზომოდ შეყვარებულია საქმეზე და უანგაროდ ემსახურება მას წლებია, თუმცა სიმართლე სინათლეა და არასოდეს ვაძლევ თავს უფლებას არ ვთქვა ხოლმე. ასე, რომ მეგობრებო, მამანტი ძაძამიას ვულოცავ დაბადების დღეს, ღმერთმა ჯანი და მშვიდობა მისცეს, თქვენც გისურვებთ წარმატებებს, მაგრამ ვფიქრობ, არ იქნება ურიგო თავს მეტი ფიქრისა და განსჯის ფუფუნება მივცეთ, ყველას გვარგებს ეს.
=====
=====
ეს კი ზემოთნახსენები ამონარიდები მის მიერ დაწერილი კომენტარებიდან:
==
საერთოდ არ მაინტერესებს ჭაჭიას პოლიტიკური მიზნები - ზუსტად ვიცი, რომ ჭაჭიას და მისნაირების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არასოდეს იქნება.
მე უბრალოდ არ მინდა ჩემი მშობლიური ენის გარშემო არსებული აქტივობები რუსულ ფულთან და ჭაჭიასთან ასოცირდებოდეს.
სულ ესაა. ხოლო ის დისკურსი, რაც ჭაჭიას მიჰყავს, ცალსახად რუსული პროპაგანდის ნაწილია - ანტიდასავლური გამოხდომები, ნატოსა და ევროპული ფასეულობების გმობა, ვითომ შეფარვით ეროვნულ ღირებულებებზე აპელირება და ამით რუსული საქმის კეთება. საბედნიეროდ, მე მწამს, რომ ახლოსაა დღე, როდესაც საქართველო გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დადგება ნატოს ჯარი და ეს საბოლოოდ მოუსპობს რუსეთის ემისრებს სუნთქვის საშუალებას ამ ქვეყანაში.
==
ხოლო რაც შეეხება ჭაჭიას ფულებს, ალბათ ვერავინ უარყოფს, რომ „ილორი“ ფინანსდება რუსეთიდან, რუსული ფულით და საქმე იმაშია, რომ „ილორი“ პოლიტიკური ორგანიზაციის ოფიციალური ტრიბუნაა, საიდანაც მტერი სახელმწიფოსთვის მისაღები იდეები ხმიანდება ძირითადად. რუსული ფული არის პრობლემა ჩემთვის და ყველა გონიერი ადამიანისთვის, ვისაც ჩემს გარშემო მე ვიცნობ, თუნდაც მეგრული ენის მოვლა-პატრონობის საქმეში ჩართული ადამიანებისთვის.
==
სამწუხაროა, მაგრამ აღნიშვნის ღირსია - ამ იდეის გარშემო შეკრებილ ადამიანებში ყალიბდება ორი ბანაკი: 1. მხცოვანი აგრონომებით, კოლმეურნეობის თავმჯდომარეებით, ხელმოცარული ჟურნალისტებითა და მწერალ-პოეტებით, კომუნისტური და ზვიადისტური მოძღვრებების ნაზავით თავგამოტენილი გაურკვეველი პირონებებით დაკომპლექტებული ბანაკი, რომელსაც არც რუსულ ფულთან, არც ჭაჭიასთან და მის საქმიანობასთან თუ კავშირებთან პრობლემა არ აქვს და 2. 20-30 წლის ახალგაზრდებით დაკომპლექტებული ბანაკი, რომელიც ტექნოლოგიური საუკუნის გამოწვევებს პასუხობს, რომელიც ბოლომდეა თანამედროვეობასთან შესაბამისობაში და არც რეტროგრადული შეხედულებებით იტანჯება, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რომ რუსეთი მტერია და არ შეიძლება რუსეთი გულწრფელი იყოს ჩვენთან მიმართებაში.
ჭეშმარიტად გეუბნებით მე თქვენ - მომავალი მეორე ბანაკისაა!
==
ჭაჭიას თუ პრორუსულ უწოდებენ, ეს რატომ გიკვირთ ვინმეს? თუ, ვინმეს ჰგონია, რომ ჭაჭია ევროპული კურსისა და ფასეულობების ამაგდარი და დამცველია? ჭაჭიას რომელი განცხადება ემსახურებოდა საქართველოს ევროპული კურსის დაცვას? ჭაჭიას რომელი განცხადება გმობდა რუსულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ? მე მსგავსი არ მახსოვს. თუმცა, მე არც ერთადერთი ვარ, ვისაც ჭაჭიას პრორუსულობაში ეჭვი არ ეპარება და არც მაინცადამაინც ალეკსანდრ ალეკსანდროვიჩს გამოუდია თავი იმის მტკიცებით, რომ მას პრორუსული პოზიცია არ უჭირავს.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, სავსებით ლოგიკურად ვასკვნი, რომ ჭაჭიას აქტიურობა მეგრულ საქმეებში აფრთხობს ხალხს და აფრთხობს სამართლიანად.
====
turist
QUOTE
მიულოცე ჩემგანაც.
გადაეცი, კარგი ქენი ფორუმს რომ თავი დაანებეთქო, აქ უმეტესობას მაინც უკუღმა ესმის ყველაფერი.
კარგი ბატონო, გადავცემ.
=====
This post has been edited by
ფორცხოლი
on 8 Jan 2015, 21:18
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gramatikikina
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
gramatikikina
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 54969
წევრი No.: 93409
რეგისტრ.: 11-June 09
#43387065
· 8 Jan 2015, 19:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Anano:)
იმ ზოგ მეგრელებს და გამსახურდიებს რას უყურებ, მაგათ რომ აიღონ და კომპლექსების გამო მეგრულის საერთოდ გაქრობა თვითონ გადაწყვიტონ, ამის საშუალება უნდა მივცეთ?:დ
მოკლედ მე მაინცდამაინც არ მაინტერესებს არც ე.წ. მოფუთფუთეები და როგორც ქართველს კიდევ მიმაჩნია, რომ ქართველური ენების გაქრობა სამწუხარო დანაკლისი იქნება ჩემთვის. გინდაც ამათ არ დაეწყოთ ამაზე ლაპარაკი, ჩვენ თვითონ უნდა მოგვსვლოდა თავში ეს აზრი და აქამდეც შეგვეტანა სკოლებში ქართველური ენების საათები.
შურიგე
შენ ამბობდი მგონი წოვა თუშური უფრო განსხვავდება ქართულისგან, ვიდრე მეგრული და სვანურიო თუ ვინ იყო?
ეს ხო არის წოვა თუშური?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#43389320
· 8 Jan 2015, 22:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
shotoo
QUOTE
მეგრელი ვარ მეც, დო ქუგუალე ჩქმი ონაბადეს, მარა ოკო გიჩქუდას თხელას მუ იჩიე.... სკანცალეფ რენა ჩქი სახელს გვიტხუნა....
-
იმის მიხედვით თუ როგორ "გამართულად" წერ მეგრულად და შენი პოსტის შინაარსის მიხედვით შეიძლება ითქვას ომ ჩამოყალიბებული ნამარგალი ხარ, სულით და გულით
ტერმინი "კუთხური ენა" ბუნებაში არ არსებობს არის "კუთხური კილო".
folkman
QUOTE
მშობლიური ენა - ენა, რომელზედაც ლაპარაკობდნენ ინდივიდის ოჯახში მის ადრეულ ბავშვობაში.
© ენციკლოპედიური ლექსიკონი
+1
SPC
QUOTE
მეგრული და სვანური ენების დევნა ჩემთვის სიბნელესთან და უვიცობასთან ასოცირდება
ადამიანი, რომელიც ვერ აღიქვამს რომ ეს ენები ქვეყნის საუნჯეა და "ვაგზალზე წადი, იიიი" გაიძახის, უვიცია ელემენტარულად
1+1
gramatikikina
QUOTE
შენ ამბობდი მგონი წოვა თუშური უფრო განსხვავდება ქართულისგან, ვიდრე მეგრული და სვანურიო თუ ვინ იყო?
ეს ხო არის წოვა თუშური?
ეტყობა რომ საერთოდ გარტყმაზე არა ხარ )
ეს იგივეა რომ ამაზონკა მიედინებოდეს აფრიკის კონტინენტზე)
პ.ს.- რამდენი გრამატიკული შეცდომა მაქვს დაშვებული ?)
--------------------
butkuj -ის ზედა პოსტი რომ დეზინფორმაციაა, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია:
ანდრიი ერმაკის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების მიმდინარე პროექტი შეესაბამება უკრაინის ინტერესებს და პატივს სცემს მის წითელ ხაზებს (c) Saturn .
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(48)
« პირველი
...
38
39
[40]
41
42
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0709 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.