Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(48)
« პირველი
...
45
46
[47]
48
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
როგორ წამართვა საქსტატმა ენა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
იონათან
:*
ჯგუფი: Members
იონათან
:*
ჯგუფი: Members
წერილები: 19644
წევრი No.: 139236
რეგისტრ.: 20-November 11
#43424444
· 12 Jan 2015, 13:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბერია რომ ცოცხალი იყოს, რამდენს გაუყოლებდა ლაკობას გზას
--------------------
აი, ის ქვეყანა, სადაც ჯერ საერთოდ მუსიკის ფესტივალის ჩატარებაზე ტელევიზიაში დებატები იმართება
და მერე ამ დებატებში მამაოები მონაწილეობენ lol.gif
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kardinali100
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
kardinali100
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 36942
წევრი No.: 129212
რეგისტრ.: 24-March 11
#43425788
· 12 Jan 2015, 15:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ბერია რომ ცოცხალი იყოს, რამდენს გაუყოლებდა ლაკობას გზას
ლაკობას გზასაც და... ისაკო ჟვანიას გზასაც
down1.gif
(ისაკ ჟვანია ისაკ ჟვანია (1891–1946).სასტიკად თავს ესხმოდა {ქართველ ნაციონალისტებსა} და {რეაქციონრებს} : ილია ჭავჭავაძეს, იაკობ გოგებაშვილს, თედო ჟორდანიას, სხვა {ბურჟუაზიულ-შოვინისტ პროფესორებს}, სამეგრელოს ეპისკოპოსს ბესარიონ დადიანს. ის წერდა : {ეს ქართველი ფაშისტები : კოწია გამსახურდია, თედო ჟორდანია, თ. სახიკია და სხვანი შეიკრიბნენ ქ. თბილისში, რუსთაველის თეატრში, ცკ-ს მიერ რაიმე დასგენილების გამოტანამდე, და ეს შავი თავადაზნაურული ხროვა გმობს სამეგრელოს საკითხს, როგორც საქართველოში განხეთქილების, გათიშვის შემომტანს. თბილისის მოქალაქეების წინაშე ცხადდება პოლიტიკური და მორალური ტერორი იმათ წინააღმდეგ, ვინც ბედავენ ხმის ამოღებას სამეგრელოს ავტონომიის შესახებ})
ასევე აგასი ხანჯიანის გზასაც რომელსაც ჯავახეთის სომხეთისთვის გადაცემა ეოცნებებოდა.
Убивал ли Берия первого секретаря компартии Армении Агаси Гевондовича Ханджяна?
Да, Берия тогда, в Грузии, и позднее, в Москве, отправил на тот свет тысячи и тысячи людей. Но убивал он их, разумеется, не лично, а подписывал сверхсекретный расстрельный список или просто отдавал словесный приказ, без номера. Впрочем, убийство по крайней мере одного человека приписали лично Берии. Лаврентий Павлович в своем собственном кабинете застрелил первого секретаря компартии Армении Агаси Гевондовича Ханджяна.
Спустя четверть века было установлено, что Ханджян был убит собственноручно Берия в его служебном кабинете.
Берия проливал крокодиловы слезы над своей жертвой и отправил тело Ханджяна в Ереван с почестями.
Не впервые Берия проливал крокодиловые слезы над своей жертвой. Еще не остыл труп отравленного им Нестора Лакоба.
Отравленного Лакоба он тоже торжественно отправил в Сухуми и похоронил в центре города для того, чтобы в 1937 году сравнять эту могилу с землей.
После убийства Ханджяна в Армению секретарем ЦК был послан Гайк Аматуни, но, как видно, он не выдержал "испытания", в 1937 году был арестован и расстрелян. Тогда Берия послал в Армению своего ставленника Григория Арутинова"
საქართველოს ერთიანობის ყველა მოწინააღმდეგეს დღესაც ტყვიით შუბლის გახვრეტა ეკუთვნის.
This post has been edited by
kardinali100
on 12 Jan 2015, 15:54
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 25272
წევრი No.: 136032
რეგისტრ.: 17-September 11
#43425952
· 12 Jan 2015, 16:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მოგეხსენებათ, რომ ყვარლის რაიონის სოფელ ზინობიანში (ყოფილი ოქტომბერი) ცხოვრობენ უდიები, რომლებიც არიან კავკასიის ალბანელთა შთამომავლები.
2002 წელს სათემო ორგანიზაცია „უდი“-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ადგილობრივ სკოლაში უდიური ენის არჩევით საგნად სწავლების ნებართვა აიღო. თუმცა, დაფინანსების ნაკლებობის გამო უდიური ენის გაკვეთილები ზინობიანის სკოლაში ერთი წლის შემდეგ შეწყდა.
მოსწავლეებისა და მშობლების დიდი დაინტერესების მიუხედავად, ადგილობრივმა მოსახლეობამ მშობლიური ენის სწავლების გასაგრძელებლად საჭირო სახსრების მოძიება ვერ შეძლო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე წლის წინ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მოხერხდა უდიური ენის გაკვეთილების აღდგენა, რომელიც ამჟამად კვირაში ერთხელ მესამედან მეცხრე კლასამდე ისწავლება.
--------------------
. .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
butkuj
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 32291
წევრი No.: 126469
რეგისტრ.: 25-January 11
#43431338
· 13 Jan 2015, 00:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kardinali100
QUOTE
ლაკობას გზასაც და... ისაკო ჟვანიას გზასაც down1.gif
ისააკ ჟვანია იყო პირველი მეგრული გაზეთის "ყაზახ"(გლეხი)-ის მთავარი რედაქტორი ,ასევე მისი დამსახურებაა მეგრულ ენაზე რამოდენიმე ტექნიკური და პოლიტიკური წიგნების გამოშვება 20-30 წწ.
მან არასოდეს ანტიქართველი არ ყოფილა ,მაგრამ მეგრული ენის პატრიოტი იყო .
გოგებაშვილს და ჭავჭავაძეს უწოდა ის რისი ღირსები იყვნენ
--------------------
butkuj -ის ზედა პოსტი რომ დეზინფორმაციაა, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია:
ანდრიი ერმაკის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების მიმდინარე პროექტი შეესაბამება უკრაინის ინტერესებს და პატივს სცემს მის წითელ ხაზებს (c) Saturn .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
იონათან
:*
ჯგუფი: Members
იონათან
:*
ჯგუფი: Members
წერილები: 19644
წევრი No.: 139236
რეგისტრ.: 20-November 11
#43432713
· 13 Jan 2015, 02:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
butkuj
გმირია ბერია, გმირი.
მაგან დაამთავრა ქართველი ერის ჩამოყალიბება იმ ფორმით, რაც დღეს გვაქვს.
ბერიას რომ მართლაც მეგრულენოვანი სკოლები გაეხსნა, სამეგრელოსთვის ავტონომია მიეცა და მეგრელები სახალხო აღწერებში ცალკე ერად ჩაეწერა, დღეს მეგრელების უმრავლესობა შენნაირად იფიქრებდა და ქართულად გამართულად ვერ იმეტყველებდა. მე განა ვიძახი, რომ ცუდი ვიღაცა ხარ. პირიქით, საკმაოდ ნასწავლი და ზრდილობიანი ადამიანი ჩანხარ, მაგრამ სამეგრელოში ბევრი ბუტკუჯი საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს ერთიანობას.
ბერიამ კი აფხაზეთი შეძლებისდაგვარად გააქართულა, მეგრელები თბილისშიც ჩამოასახლა, რათა მეგრელებსა და სხვა ქართველებს შორის უფრო ახლო კონტაქტი ყოფილიყო.
რა თქმა უნდა, ნაძირალა ვიღაცა იყო ბერია, მაგრამ რას ვიზამთ, ეგეთი დრო იყო მაშინ
მაგრამ ბერიას რასაც ვერ დავუკარგავთ, ეს მისი პროქართულობაა.
ბერიას ერთი ძეგლი როგორ არ უნდა გვედგას სადმე
This post has been edited by
იონათან
on 13 Jan 2015, 02:49
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 25272
წევრი No.: 136032
რეგისტრ.: 17-September 11
#43434922
· 13 Jan 2015, 13:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აუ, საიდან სად წავიდა თემა.
====
ეს მათთვის, ვისაც არ უნახავს...
ან გამორჩა, ან დაეზარა თავის დროზე წაკითხვა...
ან ნახა, მაგრამ მაინც თავისას აგრძელებს.
==
აქ შეგიძლიათ გაეცნოთ გივი გ. ქარჩავას აზრს ალექსანდრე ჭაჭიას მომხრეების ქმედებების, მის მიერ რუსეთიდან დაფინანსებული ძალების შესახებ, რომლებიც აქტიურობენ მეგრული ენის საკითხზე.
მეც და კიდევ სხვა ბევრიც ვიზიარებთ ამ შეხედულებებს ამ საკითხზე.
==
ეს გახლავთ 2014 წლის 30 მაისს გივი გ. ქარჩავას მიერ ,,ფეისბუქზე" გამოქვეყნებული წერილი მეგრული ენის დღესთან და მის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებასთან დაკავშირებით და ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ამონარიდი მის მიერ წერილის შესახებ გამართული დისკუსიისას დაწერილი კომენტარებიდან.
კონკრეტულად ჩემს მიერ ზემოთ დაწერილ საკითხზე საუბარია წერილის მეორე ნაწილში, რომელიც გამუქებულია და ასევე ზემოთნახსენებ ამონარიდებში.
საკმაოდ ამომწურავად არის დაწერილი.
==
მეგრული ენის დღე
2014 წლის 30 მაისი, 16:40
გუშინ უკვე მეორედ აღინიშნა მეგრული ენის დღე ზუგდიდში. მივესალმები მსგავს ღონისძიებას და გილოცავთ, ვინც მოლოცვას ელით. თუმცა, გუშინ არავისთვის მომილოცია და აქვე ავხსნი თუ რატომ. ჩვენ, ის ხალხი, ვისაც გააზრებული გვაქვს, რომ ქართველურ ენებს მოვლა-პატრონობა სჭირდება, განსაკუთრებულად საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ, - ნელ-ნელა დასაშვები და შესაძლებელი ხდება მეგრულად წიგნების, გაზეთების ბეჭდვა, საღამოებისა თუ ღონისძიებების მეგრულად წარმართვა, ხმამაღლა საუბარი ენის უფლებებზე და ა.შ. შესაბამისად, საფრთხილო და საფიქრალი მეტი გვაქვს, ვიდრე გვქონია ოდესმე. ამიტომაც, მინდა ძალიან მოკლედ მოგითხროთ იმ ნიუანსებზე, რომელთა გამოც მე ვერ გავხდი ნაწილი და მოზიარე მეგრული ენის დღისა ზუგდიდში. ენის დღე, როგორც ასეთი, ძალიან აზიზი და მნიშვნელოვანია და მისი არჩევა ასევე აზიზად ხდება. მაგალითად, ბასკური ენის დღე, ე.წ. „ეუსკარა ეგუნა“ 1949 წლიდან აღინიშნება ყოველი წლის 3 დეკემბერს და ის დაკავშირებულია ბასკთათვის, ასევე ბასკური ენისთვის ფრიად მნიშვნელოვან თარიღთან: 1552 წლის 3 დეკემბერს აღესრულა წმინდა ფრანსის ქსავიერი, ნავარელი მისიონერი, რომელმაც, როგორც ცნობილია ბოლო სიტყვები წარმოთქვა ბასკურ ენაზე. სწორედ ამიტომაც, 1948 წელს ეუსკო-იკასკუნცას საზოგადოების მეშვიდე საერთაშორისო კონგრესზე გადაწყდა, რომ ბასკური ენის დღე აღენიშნათ წმინდა ფრანსის ქსავიერის ხსენების დღეს. ამრიგად, ცოტა თუ ბევრი ფიქრის შემდეგ ბასკებმა შეარჩიეს ყველაზე მნიშვნელოვანი, სიმბოლოებით დატვირთული თარიღი ენის დღის აღსანიშნავად. რა მოხდა ჩვენთან? მეგრული ენის დღედ დაწესდა მამანტი ძაძამიას დაბადების თარიღი. ახლა, დარწმუნებული ვარ წყენისა თუ ლანძღვის კასკადი წამოვა ჩემი მისამართით, როგორ ბედავ და ან მამანტი ძაძამიას იწუნებ ან თარიღსო, თუმცა საქმე იმაშია, რომ არც ერთს ვიწუნებ და არც მეორეს - მამანტი ძაძამიას ვიცნობ პირადად, მქონდა ბედნიერება მისი სტუმარი ვყოფილიყავი და მისი სტუმართმოყვარებით და კეთილშობილებით დავმტკბარიყავი, არც ცალკე 29 მაისთან მაქვს რამე განსაკუთრებული პრობლემა, პირიქით, თარიღს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია თარიღი მნიშვნელობით იყოს დატვირთული. და, რატომ მაინცადამაინც მამანტი ძაძამიას დაბადების დღე? თუკი ვამბობთ, რომ მეგრული ამდენ ათასწლეულების ქარტეხილებს გამოტარებული ენაა, სხვა მნიშვნელოვანი თარიღი არ მოიძებნა, მაინცადამაინც ცოცხალი ენათმეცნიერის დაბადების დღე რომ არ აგვერჩია? თუ ცოტაა, ისეთი ხალხი ვინც აღარაა ამქვეყნად და ბ-ნ მამანტიზე ნაკლები არ აქვს მეგრულისთვის გაკეთებული, თუ მეტი არა? მაგალითად დანიელ ფიფიას დაბადების დღე რომ აგვერჩია? ან იოსებ ყიფშიძის? ან სხვა რამ უფრო შორეული ისტორიიდან? მაგალითად, აიეტისა და ფარტაზის ისტორიული გამოსვლის თარიღი (თუ ცნობილია რათქმაუნდა)? უამრავი სხვა მაგალითის და გზის მოძებნა შეიძლება კიდევ, ამიტომაც მიჩნდება კითხვა: როდესაც დღესასწაულის თარიღი ირჩეოდა, რამდენი საათი ფიქრობდნენ ორგანიზატორები? ბ-ნ მამანტის იმედია არ ეწყინება და ადექვატურად აღიქვამს პრობლემას, რომელსაც მე ხაზს ვუსვამ, იმედი მაქვს, შორს დაიჭერს თავს იმაზე ფიქრისგან, რომ რამე პირადული მამოძრავებს ამ წერილის წერისას, თუმცა თუ ასე არ მოხდება, ესეც არ მეწყინება დიდად. მიჩვეული ვარ, რომ ხალხი ძნელად იგებს იმას, რაც მაინცადამაინც კომფორტული მოსასმენი არაა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მე არ შემეძელო არ დამეწერა იმაზე, რაც მაწუხებს, არ დამეწერა იმაზე, რომ სტარტი, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვანია, ძალიან ცუდად და არაპროფესიონალურად იწყება.
აქვე მინდა შევეხო ბევრად უფრო მტკივნეულ, ჭაჭისტების თემას. ჩვენ ხშირად გვიკვირს, როდესაც ყოველგვარი „პრომეგრული“ აქტივობისას მყისვე კითხვები ჩნდება სეპარატიზმზე და საქართველოს დაშლაზე, ქვეყნის მტრობაზე და ა.შ. მართალია, ამის უმთავრესი მიზეზი ჩვენი საზოგადოების სიბნელე და უვიცობაა, კომპლექსები და პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც დიდი ხანია წამლავს მას, თუმცა არცერთი ჩვენგანი არ დაფიქრებულა იმაზე, რომ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება ხოლმე? ახლავე განვმარტავ თუ რას ვგულისხმობ: მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული ე.წ. „პრომეგრული“ აქტივობების უმრავლესობას პირდაპირი ბმული ჰქონდა რუსეთთან. თუ არ ჩავთვლით აკაკი ჭანტურიას, მაფალუს, დანიელ ფიფიას და ამდენიმე სხვა პატიოსანი ადამიანის შრომას, დანარჩენი თითქმის ყველა ასე თუ ისე კავშირში იყო რუსეთთან - მნიშვნელობა არ აქვს ეს კავშირი დირექტივების დონეზე იქნებოდა თუ მხოლოდ სიმპათიების. მაგალითად, მეცხრამეტე საუკუნეში გამოცემულ мингрельская азбука-ს ჩალის ფასი აქვს, იმიტომ, რომ კირილიცაზე აწყობილი მეგრული და მეგრულად ნათარგმნი რუსული ზღაპრები მეგრულის სასიკეთოდ გაკეთებული საქმე არ ყოფილა. შემდგომ მოდის ისააკ ჟვანიას ეპოქა, როდესაც არაერთი გაზეთი გამოიცა მეგრულად. მართალია, ისააკ ჟვანია ნკვდ-მ მოიშორა მოგვიანებით და შეიძლება სულაც არ სურდა ქვეყნისთვის და ერისთვის ცუდი ამ პიროვნებას, თუმცა ფაქტი ერთია, რომ მისი საგამომცემლო საქმიანობა მაშინდელი საბჭოთა მანქანის მიერ იმართებოდა. შესაბამისად, ბმული რუსეთთან აქაც აშკარაა. დღეს უკვე ოცდამეერთე საუკუნეა, აგერ 90-იანი წლებიდან დაიწყო კულტურული აქტივობა და ვინ მოექცა ამ აქტივობის სათავეში? ალექსანდრე ჭაჭია, პრორუსული განწყობების, პუტინის კართან დაახლოებული დაბადებით ოჩამჩირელი, რუსი საზოგადო მოღვაწე, რომლის ბაგეთაგან ქვეყნის პროდასავლურ კურსზე, ევროპულ ღირებულებებზე და რუსეთთან ურთიერთობაზე ჯერჯერობით პოზიტიური მე პირადად არაფერი მომისმენია. შესაბამისად, რატომ გვიკვირს, რომ არ სჯერა ვიღაცას ჭაჭიას მიერ დაფინანსებული და მართული ღონისძიების სისუფთავის? რატომ გვიკვირს, რომ მაინცადამაინც დიდი გულისხმიერებით არავინ მოეკიდება ჩვენს პრობლემებს, სანამ ამ პრობლემებს ჭაჭიას მიერ დაფინანსებული გაზეთი, „ილორი“ ახმოვანებს და თითქმის ყველა, ვინც ამ პრობლემაზე სწუხს ზემოთხსენებული გამოცემის ირგვლივაა შეკრებილი? კიდევ ერთხელ მინდა ვახსენო, რომ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ხალხთან, ვინც მოძრაობა „სამეგრელოშია“ ან გაზეთ „ილორში“, პირიქით არაერთ მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს და არც მათ გულწრფელობაში შემაქვს ეჭვი, პირიქით, არაერთი მათგანი უზომოდ შეყვარებულია საქმეზე და უანგაროდ ემსახურება მას წლებია, თუმცა სიმართლე სინათლეა და არასოდეს ვაძლევ თავს უფლებას არ ვთქვა ხოლმე. ასე, რომ მეგობრებო, მამანტი ძაძამიას ვულოცავ დაბადების დღეს, ღმერთმა ჯანი და მშვიდობა მისცეს, თქვენც გისურვებთ წარმატებებს, მაგრამ ვფიქრობ, არ იქნება ურიგო თავს მეტი ფიქრისა და განსჯის ფუფუნება მივცეთ, ყველას გვარგებს ეს.
=====
=====
ეს კი ზემოთნახსენები ამონარიდები მის მიერ დაწერილი კომენტარებიდან:
==
საერთოდ არ მაინტერესებს ჭაჭიას პოლიტიკური მიზნები - ზუსტად ვიცი, რომ ჭაჭიას და მისნაირების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არასოდეს იქნება.
მე უბრალოდ არ მინდა ჩემი მშობლიური ენის გარშემო არსებული აქტივობები რუსულ ფულთან და ჭაჭიასთან ასოცირდებოდეს.
სულ ესაა. ხოლო ის დისკურსი, რაც ჭაჭიას მიჰყავს, ცალსახად რუსული პროპაგანდის ნაწილია - ანტიდასავლური გამოხდომები, ნატოსა და ევროპული ფასეულობების გმობა, ვითომ შეფარვით ეროვნულ ღირებულებებზე აპელირება და ამით რუსული საქმის კეთება. საბედნიეროდ, მე მწამს, რომ ახლოსაა დღე, როდესაც საქართველო გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დადგება ნატოს ჯარი და ეს საბოლოოდ მოუსპობს რუსეთის ემისრებს სუნთქვის საშუალებას ამ ქვეყანაში.
==
ხოლო რაც შეეხება ჭაჭიას ფულებს, ალბათ ვერავინ უარყოფს, რომ „ილორი“ ფინანსდება რუსეთიდან, რუსული ფულით და საქმე იმაშია, რომ „ილორი“ პოლიტიკური ორგანიზაციის ოფიციალური ტრიბუნაა, საიდანაც მტერი სახელმწიფოსთვის მისაღები იდეები ხმიანდება ძირითადად. რუსული ფული არის პრობლემა ჩემთვის და ყველა გონიერი ადამიანისთვის, ვისაც ჩემს გარშემო მე ვიცნობ, თუნდაც მეგრული ენის მოვლა-პატრონობის საქმეში ჩართული ადამიანებისთვის.
==
სამწუხაროა, მაგრამ აღნიშვნის ღირსია - ამ იდეის გარშემო შეკრებილ ადამიანებში ყალიბდება ორი ბანაკი: 1. მხცოვანი აგრონომებით, კოლმეურნეობის თავმჯდომარეებით, ხელმოცარული ჟურნალისტებითა და მწერალ-პოეტებით, კომუნისტური და ზვიადისტური მოძღვრებების ნაზავით თავგამოტენილი გაურკვეველი პირონებებით დაკომპლექტებული ბანაკი, რომელსაც არც რუსულ ფულთან, არც ჭაჭიასთან და მის საქმიანობასთან თუ კავშირებთან პრობლემა არ აქვს და 2. 20-30 წლის ახალგაზრდებით დაკომპლექტებული ბანაკი, რომელიც ტექნოლოგიური საუკუნის გამოწვევებს პასუხობს, რომელიც ბოლომდეა თანამედროვეობასთან შესაბამისობაში და არც რეტროგრადული შეხედულებებით იტანჯება, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რომ რუსეთი მტერია და არ შეიძლება რუსეთი გულწრფელი იყოს ჩვენთან მიმართებაში.
ჭეშმარიტად გეუბნებით მე თქვენ - მომავალი მეორე ბანაკისაა!
==
ჭაჭიას თუ პრორუსულ უწოდებენ, ეს რატომ გიკვირთ ვინმეს? თუ, ვინმეს ჰგონია, რომ ჭაჭია ევროპული კურსისა და ფასეულობების ამაგდარი და დამცველია? ჭაჭიას რომელი განცხადება ემსახურებოდა საქართველოს ევროპული კურსის დაცვას? ჭაჭიას რომელი განცხადება გმობდა რუსულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ? მე მსგავსი არ მახსოვს. თუმცა, მე არც ერთადერთი ვარ, ვისაც ჭაჭიას პრორუსულობაში ეჭვი არ ეპარება და არც მაინცადამაინც ალეკსანდრ ალეკსანდროვიჩს გამოუდია თავი იმის მტკიცებით, რომ მას პრორუსული პოზიცია არ უჭირავს.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, სავსებით ლოგიკურად ვასკვნი, რომ ჭაჭიას აქტიურობა მეგრულ საქმეებში აფრთხობს ხალხს და აფრთხობს სამართლიანად.
This post has been edited by
ფორცხოლი
on 13 Jan 2015, 13:04
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
იონათან
:*
ჯგუფი: Members
იონათან
:*
ჯგუფი: Members
წერილები: 19644
წევრი No.: 139236
რეგისტრ.: 20-November 11
#43437076
· 13 Jan 2015, 16:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ფორცხოლი
QUOTE
აქ შეგიძლიათ გაეცნოთ გივი გ. ქარჩავას აზრს
რამეს რომ წარმოადგენდეს, თურქები აქამდე გაუხსნიდნენ შუბლს ლაზეთში წანწალის გამო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Cosmopolitan
არაფრისტი
ჯგუფი: Members
Cosmopolitan
არაფრისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 9652
წევრი No.: 8659
რეგისტრ.: 5-February 05
#43437113
· 13 Jan 2015, 16:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
არსებობს ეროვნება მეგრელი და ერად ჩამოყალიბდება თუ სამეგრელო ცალკე სახელმწიფოდ იქცა.
აი ამის მერე როგორც მინიმუმ ტემა უნდა დაიხუროს .... ეს როგორც მინიმუმ ....
--------------------
Inside every cynical person, there is a disappointed idealist.
Слава Україні! Героям Слава!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 25272
წევრი No.: 136032
რეგისტრ.: 17-September 11
#43437174
· 13 Jan 2015, 16:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
იონათან
QUOTE
რამეს რომ წარმოადგენდეს, თურქები აქამდე გაუხსნიდნენ შუბლს ლაზეთში წანწალის გამო
რა ტყვიები და ლაკობას გზები მოგინდა.
Cosmopolitan
QUOTE
აი ამის მერე როგორც მინიმუმ ტემა უნდა დაიხუროს .... ეს როგორც მინიმუმ ....
მაგაზე ხომ არაა თემა გახსნილი, ან თემის ავტორის პოზიცია ხომ არაა.
ვიღაცამ მიღებელი რაღაცები თუ დაწერა შიგადაშიგ, თემა რა შუაშია?
მასე მეგრულის შენარჩუნების მოწინააღმდეგეთა მხრიდანაც საკმაოდ ბევრი მიუღებელი რამე დაიწერა და რამდენიმემ ბანიც კი მიიღო, მაგრამ ზოგიერთების პოსტების გამო თემა რატომ უნდა დაიხუროს.
==
საკმაოდ ბევრი დაიწერა უკვე ამ თემაში ამ საკითხზე და აწი დახურვა არაა გასაკვირი, მაგრამ შენ რაც დაწერე, მაგის გამო ნაკლებადაა დასახური.
This post has been edited by
ფორცხოლი
on 13 Jan 2015, 18:08
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
კატანკა
Crazy Member
ჯგუფი: Members
კატანკა
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2953
წევრი No.: 189465
რეგისტრ.: 30-July 14
#43466213
· 16 Jan 2015, 14:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლუდუკ ჭყონიაშ ღურა
ართ მოკვათუა კოჩი რდჷ ლუდუკ ჭყონია.
შქას მოწარყილ დო გოფართხილი.
შური მეუმბარიკონ, ცას ქ’იმკაჭაბუდუნ ფერი.
ჯღართოლამი.
ჭითა თუმა გოჩანდჷ პიც, თით ექი-აქო, ნაპატონჷ ღვანწკეფს გვალო დუგაკოროცხედჷ. ნუკუს, მარჭვაორსხუაწკუმა უმოსო ქოუღუდჷ, თინა ხოლო ღეჯიშ ძაგვარჯგურა.
ართბორჯის ქირჯგურა ჩხვინდი, ასე გეჩვარტილ აფუდჷ დო კვარჩხანშე მიკოკიჩილი. დუც აკაბურცხა თუმა გაპარტყუდჷ, თინა ხოლო ჸუჯიშ მანგო მელე-მოლე. კოპეჭიაშე დოჸუნაფილ ჸვაშახ ლილუ ბაღანაშ მუნდიშა მოუგენდჷ დუდი, გოტყაბარელ აფუდჷ ირო.
აღიაღიშ მეჯინა უღუდჷ ლუდუკის.
ჯოღორიშ წანას გიმიჩამუდჷ ოლაჸაფინია ლაკვეფინ, თიცალო გიაფარკალუდჷ დუდი ხუჯის.
ოშუმალიშ მორსიოლაფირ გილეშჷ ირიათო დო შურო ვა გინაფულენდჷ დიხაუჩაშ რსიოლს.
დანთხჷ ართ დღას დო ვიშ დოღურჷ.
ნორჩალშე გეგთიხირხოლჷ დო ოშუმალს გითიღანდჷ დო გითიბუნდუნ თეიშახ, მაგანაათნარქია ლაზუტიშ ღერცალო ეკირთჷ.
შური გოტუ ჭყორცალო.
იჸუ კიჟინ დო ღვაშ გოჩვამბარუაქ. თეში აბუთქარი ოსური ბაზარს აშახედჷ, ნეძი სხუნილს გიმიჩანდჷ.
ფარა უღუდჷ თი ბორჯის კოჩის ენჯარებუდუნ თისხი.
გოუტეს ლუდუკიშ მედაჩხირე მეძობელი, გერა ხარბედია ლუდუკიშ ოსურიშ მაჸონაფუშა.
ჟირ ოსურპატონი ხოლო ქოუჸუნეს, მაგინაფალო დო დუმამარგებელო.
- ვო მაგული, ღორონც ვა განჭყორა დო დუდშა უბადო ვ’ემკიჸოთა, გლახა ამბეშ მატყვინაფალო ვორეთია მოულირი.
კველას გეხედჷ მაგული, მუნჭყვიჯგურა ოსური.
ჭარჭულია, მორთელ კაბაშა მიშაკირილ განთხი დო ჩხეშა კველაშ ძგოპეფს მელე-მოლე ჩახვიაცაო გითაბუდჷ.
ქვარა ბირგულშა აწოუძუდჷ, ქვარაშა ჟი, ჭყენჭყის აშანჯირელ ვერდეხი ღლამჯგურა ძუძუეფი მუნოუნწკარუდჷ, გვერიშ ციმუაშფერო გოშაჭვილი.
ნდემჯგურა დუდის ქიცა კინაკირუდჷ, ფშხუშ ნაშუა, ანდაფათ გოკარკატელ დო გოჯვირჯვილი.
ჩხვინდი გოჭითინაფილ დო გოზიზინაფილ აფუდჷ თესით. ბუსკულით გოდაცილ დიხაშ მარქვალშა მოუგენდჷ.
მიკაჯინედინ, ართ ყვაბრა ოსური რდჷ, მარა თოლი ალაჩანდჷ თიჯგურა, დინოჯინაშა გაშქურინედჷ. ვალიშ მამალას ოშშახ მართინუანდჷ ნაკაკა თოლს, არძა განშე, მუშ მუკი-მუკი მეკონს ვა დიტალენდჷ უგუთოლორუს.
მუთუნ ჭაშფერ ტინტილა რდუკონ თეშ.
გითოღალირ, ელევენდი კათას უჩქჷ თაშ.
ლუდუკიქ მემდინესია უწის ოსურეფქინ, მუშ თუნთიჯგურა ხელეფი გადაჯვარო ქოგირაგუ კიდირშა დო უკულ მონკას, ბირცხეფით გიმე ქოდოუჭყჷ მუკოქვენჯის გიმოზინდუა.
აბა ვინ რა გაიგო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 25272
წევრი No.: 136032
რეგისტრ.: 17-September 11
#43471357
· 16 Jan 2015, 22:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ტარიელ ფუტკარაძე თავის ბლოგზე დუზჯეს უნივერსიტეტის საკითხზე პასუხობს ერთ-ერთ ლაზ აქტივისტს, ირფან ჩაღათაის. წერილის სრული ვერსია და მასზე გაკეთებული კომენტარები შეგიძლიათ იხილოთ აქ -
http://putkaradze.blogspot.com.tr/2015/01/blog-post.html
მოყვანილი ჰყავს ციტატები ვინმე დიტო ურთას მეგრული, ნუგზარ ნადარაიას ქართული და ირფან ჩაღათაის თურქული სტატიებიდან.
მინდა, ერთ რაღაცაზე გავამახვილო ყურადღება ამ პოსტში.
დიტო ურთას წერილის შესახებ ასე უწერია:
მერე კი ასეთ რამეს წერს ამ წერილში:
ანუ ყურადღება მიაქციეთ:
ანუ, ჯერ ვინმე დიტო ურთას მიერ მეგრულად დაწერილ წერილზე ამბობს, რომ
მეგრული კილოს ზუგდიდურ-სამურზაყანოულ კილოკავზე
უწერიაო, მერე კი, ციტატების მიმოხილვის შემდეგ ამბობს,
დამოწმებულ
სამ სხვადასხვაენოვან
ციტატაში
...
ანუ, რა გამოდის ახლა, რომ ბატონი ტარიელ ფუტკარაძე მეგრულსაც ენად მიიჩნევს სინამდვილეში და თვითონაც არ სჯერა მისი ახალი თეორიის?
This post has been edited by
ფორცხოლი
on 16 Jan 2015, 23:01
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Cosmopolitan
არაფრისტი
ჯგუფი: Members
Cosmopolitan
არაფრისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 9652
წევრი No.: 8659
რეგისტრ.: 5-February 05
#43471477
· 16 Jan 2015, 23:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ფორცხოლი
QUOTE
მაგაზე ხომ არაა თემა გახსნილი, ან თემის ავტორის პოზიცია ხომ არაა.
ვიღაცამ მიღებელი რაღაცები თუ დაწერა შიგადაშიგ, თემა რა შუაშია?
მასე მეგრულის შენარჩუნების მოწინააღმდეგეთა მხრიდანაც საკმაოდ ბევრი მიუღებელი რამე დაიწერა და რამდენიმემ ბანიც კი მიიღო, მაგრამ ზოგიერთების პოსტების გამო თემა რატომ უნდა დაიხუროს.
იმიტომ რომ შენივე არგუმენტი იყო ... აქაოდა სეპარატიზმი საერთოდ არ არსებობსო ..... ხოდა აგერ შიგადაშიგ არსებობს თურმე .... მაგას გეუბნება აქ ხალხი სხვას კი არაფერს
ისევ ციტატა ბატონი ბუტყუჯის პოსტიდან
QUOTE
არსებობს ეროვნება მეგრელი და ერად ჩამოყალიბდება თუ სამეგრელო ცალკე სახელმწიფოდ იქცა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 25272
წევრი No.: 136032
რეგისტრ.: 17-September 11
#43471684
· 16 Jan 2015, 23:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Cosmopolitan
QUOTE
იმიტომ რომ შენივე არგუმენტი იყო ... აქაოდა სეპარატიზმი საერთოდ არ არსებობსო ..... ხოდა აგერ შიგადაშიგ არსებობს თურმე .... მაგას გეუბნება აქ ხალხი სხვას კი არაფერს
მე არასდროს მითქვამს, რომ გამონაკლისები არ არსებობენ.
ხოლო გამონაკლისების არსებობა არ ნიშნავს მეგრული სეპარატიზმის არსებობას.
მეგრელების უდიდესი ნაწილი ქართველი ერის ნაწილად მიიჩნევს თავს.
ჰოდა, გამონაკლისების გამო არც თემა უნდა დაიხუროს, არც ენის შენარჩუნებაზე უნდა ითქვას უარი.
This post has been edited by
ფორცხოლი
on 16 Jan 2015, 23:20
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Loverone
სანამ ლიბერალებს არ დავაპობთ არაფერი გვეშველება!
ჯგუფი: Registered
Loverone
სანამ ლიბერალებს არ დავაპობთ არაფერი გვეშველება!
ჯგუფი: Registered
წერილები: 1298
წევრი No.: 194480
რეგისტრ.: 27-November 14
#43471910
· 16 Jan 2015, 23:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ფორცხოლი
ერთი მითხარი მეგრელები რა უფლებით ითვისებენ კოლხების სახელს? სვანი, მეგრელი(ეს ხალხი საერთოდ არ იხსენიება არსად კოლხეთის დროს), ჭანია მარტო კოლხი(როგორც მაგ სტატიაშჳ ვიღაც ძუკუ ამბობს)? გურულები, იმერლები, რაჭველები არ ყოფილან თურმე კოლხები ხო? ბოლოს და ბოლოს მესხზე მაინც წამოგცდეთ კოლხიო ამ ხალხზე ალბათ ყველაზე მეტი წერია კოლხეთის დროის წყაროებში.
პ.ს. ძუკუ ყოფილა მარტო კოლხი ფხხ
რაც შეეხება ჭანების ქართველობას, დიახაც ქართველები არიან და იმ თურქებმა ტრაკი დააყენონ. ისევე როგორც ბავარიელია გერმანელი და სიცილიელი იტალიელი, ლაზიც არის ქართველი. ტრაპიზონის მხარეს კი მართლა მოვა დროს წავართმევთ მაგ მათხოჯ თურანებს.
ცალკე თურქეთის უნივერსიტეტებში ლაზური კათედრის გახსნა არის მავნებლობა. გახსნან ქართველური თუკი რეალური ლინგვისტიკაა მაშინ როგორც თანამედროვე ლინგვისტიკა ამბობს ისე მოიქცნენ. სულელური სამხრეთ კავკასიური ან რაიმე სხვა ტერმინი რომელიც ლაზების ქართველობას დაფარავს არ დაარქვან.
--------------------
ქართველი ერი: ლაზები,აჭარლები,გურულები, მეგრელები,აფხაზები,იმერლები,რაჭველები,სვანები, , მესხები,ქართლელები,კახელები,თუშები,ხევსურები, ფშაველები,მთიულები+ყველა ის ახალი წევრი ვისაც უმრავლესობა მიიღებს ქართველად.
ქართველებში გავრცელებული დეფექტები: ლიბერალიზმი,ისლამი,რუსეთუმეობა,მედასავლეთელობა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
ფორცხოლი
ხანგა მაკათური +
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 25272
წევრი No.: 136032
რეგისტრ.: 17-September 11
#43472802
· 17 Jan 2015, 00:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Loverone
აუ, როგორ მეზარება ხოლმე კამათი კოლხების ვინაობაზე...
მოკლედ, ბევრი ტომი ცხოვრობდა კოლხეთში.
მაგრამ ხომ არის ვარაუდები, რომ ლაზთა და მეგრელთა წინაპრები იყვნენ დომინანტები.
რაც არ უნდა რქმეოდათ მაშინ იქ მცხოვრებ ტომებს, ფაქტია, რომ ზანური იყო გავრცელებული საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე ერთ დროს.
ჰოდა, რა არის გასაკვირი იმაში, რომ მეგრელი და ლაზი კოლხობდეს.
ახლა წყაროების და მეცნიერების ჩამოთვლას ნუ მომთხოვ.
მეზარება ამაზე კამათი და თემასაც ავცდებით.
QUOTE
ისევე როგორც ბავარიელია გერმანელი და სიცილიელი იტალიელი, ლაზიც არის ქართველი.
ერთი მოდგმის ხალხი ვართ ჩვენ და ლაზები, მაგრამ ისინი ქართველი ერის ნაწილს არ წარმოადგენენ.
როდის და რამდენი ხანი გვიცხოვრია ჩვენ და ლაზებს ერთ კულტურულ თუ პოლიტიკურ სივრცეში...
მათგან განსხვავებით, მეგრელები თავს მიიჩნევენ ქართველებად, რადგან მიიღეს მონაწილეობა ერთიანი ქართული სახელმწიფოს, ქართული კულტურის შექმნაში, ლაზებისგან განსხვავებით.
This post has been edited by
ფორცხოლი
on 17 Jan 2015, 01:03
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(48)
« პირველი
...
45
46
[47]
48
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0443 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.