#43293061 · 28 Dec 2014, 21:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
tenochtitlan kactus კანონიერების დასადგენად საქმე ყოველთვის არ მიდის სასამართლომდე... ბევრი რამ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წყდება, მათ შორის საბოლოოდაც, სასამართლოში გასაჩივრების უფლების გარეშე... ამასთანავე ზოგი საერთაშორისო ორგანიზაციები საერთოდ არ ცნობენ შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო იურისდიქციებს, მაგალითად ფიფა და უეფა... და კიდევ, ყველა სასამართლო არ ახორციელებს მართლმსაჯულებას, მაგ.-ად საკონსტიტუციო და რიგ ქვეყნებში საარბიტრაჟო სასამართლოები, ისინი ადმინისტრაციული ორგანოების სტატუსით არიან გაწერილნი ქვეყნების კანონმდებლობებში...
ვინც არაა იურისტი განათლებით, უჭირს ამეებში გარკვევა და როცა ცდილობს, კიდევ უფრო იბნევა... ამიტომ სჯობია საუბარი არა იმაზე, თუ რა ფორმით (ამ დეპარტამენტული, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენ კომისიური თუ სხვა) მოხდება ამ სამართლიანობის მიღწევა, არამედ მოხდება თუ არა საერთოდ, არის საამისო მზაობა და პოლიტიკური ნება თუ არა...
პ.ს. და კიდევ, სამართლიანობის მიღწევის საქმეში მთავარია არა ზ/ჩამოთვლილი უამრავი სახის კომპენსაციების დარიგება, როგორც ასეთი (და სწორედ უფულობას ამოფარებით დაბლოკეს თავის დროზე მხდ კომისიის შექმნა), არამედ ამ კომპენსაციების მიღებაზე შესაბამის დაზარალებულ პირთა უფლებების აღიარება და იურიდიულად ამის დამაგრება, უშუალოდ მათი გადახდა კი შესაძლოა მოხდეს ეტაპობრივად, გარკვეულო პერიოდულობებით წლებზე გათვლით...
This post has been edited by kodeqsi on 28 Dec 2014, 21:13
--------------------
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...
|