ფილ აივის ინტერვიუ მახსოვს, რაღაც ასაკს რომ მივაღწიე სახლიდან წამოვედიო, პატარა ხელფასი მქონდა და მთელ თანხას იგროკებთან ვტოვებდი, დღეში 20 საათი ვთამაშობდიო, ყოფილა შემთხვევა ქირა ვერ გადამიხდია და სანაპიროზე დამიძინიაო

მაგრამ ეს კაცი იყო (და არის) სპორტსმენი, რომელიც ძალიან challenging სპორტის დამუღამებას ცდილობდა და ტვინს (და ფულს) ასხავდა რომ თავისზე უკეთესებისგან ესწავლა. დღეს ეს ადამიანი არის მულტი-მილიონერი, და ყველა დროის ერთერთი საუკეთესო პოკერის მოთამაშე. "შეუიარაღებელი თვალისთვის" შეიძლება ძნელი იყოს მისი და ამ გარდაცვლილი ლუზერის ისტორიების გარჩევა, მაგრამ რეალურად მათ შორის საერთო არ არის ერთი გრამი

რისი თქმა მინდა: არიან უძლიერესი აზროვნების იგროკები, რომლებიც პრაქტიკულად არიან სპორტსმენები თავისი
სპორტის (და მაგალითად რულეტკა სპორტი არ არის, პოკერისგან განსხვავებით), და არიან average-IQ ლუზერები რომლებიც ამთავრებენ ხეზე. პირველი კატეგორია არის არაუმეტეს 0.01%, და მეორე კატეგორია - ძირითადი მასა.
სახელმწიფომ უნდა შეზღუდოს ამ მეორე კატეგორიის ჩართულობა, მაგრამ ეს არ უნდა განზოგადდეს ისე თითქოს ზოგადად ყველა აზარტული თამაში არის დანაშაული. რეკლამები, როგორც ასეთი, კაზინოსი საერთოდ არ უნდა დაიშვებოდეს. მსურველი ადგილზე მივა და იქ ითამაშებს. იგროკებისთვის ეს პრობლემა არ იქნება, და დანარჩენი "სახორცე მასალა" რომელიც თავის ფეხით მივა იქ ყოველთვის იარსებებს და კაზინოსაც ექნება ფული, მაგრამ გაცილებით ნაკლებად - "ქეთინო დეიდების უბედურების ხარჯზე".
ერთი პერიოდი ვფიქრობდი რომ ნარკოტიკებთან ერთად ესეც ბუნებრივი გადარჩევის კარგი საშუალება იყო, მაგრამ აღმოვაჩინე რომ "ბოლომდე რომ მიუშვა" (მაგალითად ყველა ნარკოტიკი ლეგალური გახადო) პოპულაციის დიდი ნაწილი მაშინ თავს გაინადგურებს. ამიტომ ნახირს უნდა ღობე.

ღობე კიდე სახელმწიფომ უნდა გააკეთოს

თუარადა მე და რამდენიმე ჩემნაირი არა მაგრამ ბევრი ჩვენი ახლობელი თუ არაახლობელი, რომელიც ნახირის წევრია (როგორ ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს) გადაიჩეხება....