75 წლის მაყვალასავით მსჯელობენ აქ ტიპები მართლა, უი თურმე იმას გუშინ კომპიუტერში ბევრი ფული წაუგია, რა ოხრობაა ეგ ვინ მოიგონა
მერე კიდე უკვირთ რატო ვართ ესეთ დღეშიო
არავინ არაფრის აკრძალვას არ აპირებს, ჟურნალისტმა რეიტინგის ასაწევად მოიფიქრა ასეთი სათაური უბრალოდ, ტყუილად ავარდით

პირიქით ახალი კაზინო გაიხსნება როგორც ვიცი 2015 ში,
იხილეთ:
"2015 წელს საქართველოში ოპერირებას კაზინოების მსოფლიო ბრენდი დაიწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ქეთი ბოჭორიშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, სათამაშო კომპანიასთან მოლაპარაკებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ხელშეკრულების საბოლოოდ გაფორმებამდე მათ ვინაობის გამხელა არ სურთ.
ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული საერთაშორისო კომპანია, როგორც აზიაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებულად საქმიანობს.
„ის შემოგვთავაზებს ინტეგრირებულ მომსახურებას, რომელიც აერთიანებს სასტუმროს, გასართობ ცენტრს, სადაც განთავსდება სავაჭრო ცენტრი, კვების ობიექტები და სხვა გასართობი ადგილები. ეს ყველაფერი იქნება კაზინოსთან ინტეგრირებული. სულ სხვა კლასის და დონის კაზინო იქნება, ასეთი დღეს საქართველოში არ არსებობს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის მოადგილე არ ადასტურებს „კომერსანტის“ ინფორმაციას, რომ ეს ტაივანური კომპანიაა და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მან მხოლოდ ის იცის, რომ ეს ინვესტორთა ჯგუფია, დამატებითი დეტალები კი მოლაპარაკების პროცესში დაზუსტდება.
მისივე განცხადებით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდა, კომპანია ოფიციალური პრეზენტაციით განაცხადს 2015 წლის თებერვალში გააკეთებს, ბაზარზე ოპერირებას კი მომავალი წლის განმავლობაში დაიწყებს.
„კომერსანტი“ უკვე წერდა, რომ ხელისუფლებამ სათამაშო ბიზნესის მიმართ პოლიტიკა შეარბილა. მეტიც, ფინანსთა მინისტრმა აპრილის თვეში დაფიქსირებული დაბალი, 2.7%-ანი ეკონომიკური მაჩვენებელი კაზინოებში შემცირებულ ბრუნვებს დაუკავშირა.
ექსპერტთა წრეებში გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს განცხადება, შესაძლოა, მიზნად ახალი კაზინოების გასახსნელად შეღავათების დაწესების კამპანიის წამოწყებას ისახავდეს, რაც პრაქტიკაში გამართლდა კიდეც.
მთავრობა ახალისებს კაზინოების ბიზნესში ინვესტირებას, რის შედეგადაც მთელი საქართველოს მასშტაბით კაზინოების რაოდენობის მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი.
მაგალითად, ოქტომბრის პირველ რიცხვებში, სამორინე გაიხსნა კაჭრეთის „ამბასადორში“. კაზინოების „ბუმია“ მოსალოდნელი ბათუმში, სადაც ექვსი კაზინო ფუნქციონირებს. 2017 წლისთვის კი კიდევ რვა ახალი კაზინოს გახსნა იგეგმება.
კაზინოების რაოდენობა იზრდება თბილისშიც: სასტუმრო „შერატონის“ რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში კომპანია „რაკია“ სასტუმროს გარშემო აუთვისებელი ტერიტორიის განვითარებას გეგმავს. მათ შორის იგეგმება კაზინოს გახსნაც."
http://commersant.ge/old1/?menuid=87&id=17844&lang=1ხო ისე, ონლაინ კაზინოში წაგების შემდეგ თავს ვინ იკლავს? აი როგორ წარმოგიდგენიათ დაჯდა ტიპი ჩარიცხა 100 ლარი, წაააგო, მერე რას შვრება ბინას ყიდის და იმ ბინის ფულს ფეი ბოქსის აპარატით რიცხავს აჭარაზე?

ნუ ვიღაცას თუ ბარათზე ოთხნიშნა ხელფასი ედო და ის წააგო, ის თავს არ მოიკლავს არ ინრევიულოთ