#43319943 · 31 Dec 2014, 21:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
AIX-500 ჩინოვნიკი და ბიუროკრატი საყოველთაოდ მიღებული ტერმინებია ნეიტრალური ელფერით და ქვეტექსტით, სხვა საკითხია, ვინ როგორ აღიქვამს მათ _ დადებითი თუ უარყოფითი განწყობით...
რაც შეეხება ადამიანს, რომელსაც არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დონეც კი, მარა მაინც უნდა თბილი, კაი, სავარძლიანი, უხვად პრემიებიანი და სახელფასო დანამატებიანი საჯარო სამსახური, დაფინანსებული ხალხის ფულის ხარჯზე, და უნდა ეს თანაც სხვა, მართლაც კომპეტენტურ და მცოდნე ადამიანთა ჩანაცვლების ხარჯზე, რომლებიც მას ჩაცოცებული ჰყავს ნაცნობობა-ნეპოტიზმის თუ პარტიულობა ან მლიქვნელობის ხარჯზე, ის მართლაც ჩინუშაა, ყველაფერს თავის სახელები უნდა დაერქვას და არაფერია აქ მოსარიდებელი, ანუ საჯარო მოსამსახურეთაგან ჩვენთან ყოველი ხუთიდან ოთხი ელემენტარულად პიტალო ჩინუშაა და სხვა არც არაფერი... დარჩენილები კიდევ, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ინიშნებოდნენ საჯაროო სამსახურებში გინდ მიშიზმყმობისას და გინდ ციკანთხრამუნიზმისას, მაშინ მოიხსნიან ჩინუშის სტატუსს, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, როცა მართლაც დემოკრატიული საკონკურსო წესით დაიკავებენ ამ ადგილებს (ანუ მართლაც საუკეთესო მაჩვენებლებით ყველა სხვა კონკურენტ კანდიდატებთან შედარებით) და არა საატესტაციო წესით შერჩებიან ამ ადგილებს (ანუ ძლივს თუ უბრალოდ გადალახავენ კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს)...
თავად ატესტაციის შინაარს მართალია, არ ვიცნობ, მარა წუწუნი იმაზე, რომ ბევრი იურიდიული ნორმების ცოდნას თხოვენ საჯარო მოხელეებსო, ძალზედ არასწორია, რამეთუ არავინ არ თხოვს მათ იურისტობას, მაგრამ ის კანონმდებლობა, რაც მათ საჯარო უფლებამოსილებებს პირდაპირ, უშუალოდ და ფუნქციურად ეხებათ, სამაგიდო წიგნად უნდა ჰქონდეთ და ფრიადზე უნდა იცოდნენ... ასეთია თანამედროვეობის და ევროპული ცივილურობის მოთხოვნები... ჩვეულებრივ მოქალაქესაც მოეთხოვება იმის ცოდნა, რომ მკვლელობა, ქურდობა და ყაჩაღობა დაუშვებელია და სასტიკად დასჯადია, საჯარო მოხელეთ კი ამ მოხელეობის გამო გაცილებით მეტი კანონმდებლობის ცოდნა სჭირდებათ, ჯეროვნად რომ შეასრულონ თავის სამუშაო მოვალეობანი ხალხის სამსახურში ყოფნისას...
პ.ს. ერთადერთი იმას ვიტყოდი, რომ მძღოლს და გამგებელს, ცხადია, სხვადასხვა სირთულის ატესტაცია უნდა ჰქონდეთ გასავლელი და თუ ეს ასე არ ხდება, ძაან ცუდი...
This post has been edited by kodeqsi on 31 Dec 2014, 21:23
--------------------
მე და მდეს ვერი ლოვეი ანუშკი დოლიძეი, 0-პოლიტრეიტინგიანი, მარა თბილისის საკრებულოში სადაქალო-სამეზობლო ხმებით მაინც მოხერხებულად შემძვრალი...
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...
|