ერთი ისტორია გამახსენდა ამაზე

ერთხელ სკოლაში მოვიდა ჩემი ორი ძმაკაცი და წამო საქმე გვაქვს შენთანი...
და გავედით სკოლის უკან და იქ კიდე ერთი ჩვენი ძმაკაცის ბიძაშვილი დამხვდა და ამ ჩემ ძმაკაცზე მეუბნებიან თურმე გვატყუებდა და Y-ე ყოფილაო, ესეც არ ყოფილა ამისი ბიძაშვილი, თურმე წველიანო... მოკლედ უეჭველი უნდა იცემოსო, შენ წაიყვანე ბაზარი და დაარტყი ხელი და შევდგეთო

მოკლედ დამაჯერეს და მაგარი დაძაბული ვარ...
თან მიტყდება რო Y-ე ძმაკაცი მყოლია და უეჭველი უნდა იცემოს...
და თან როგორ გინდა ცემა, საქართველოს ჩემპიონია კარატეში, შავი ქამარი აქვს

იმის იმედი გვაქვს რომ რო ვამხელთ ხელს არ შემოგვიბრუნებს, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებულებიც არ ვართ, ხისთავიანი სვანია და შეიძლება ოთხივე მაგრადგვცემოს...

მოკლედ ავაგზავნეთ ვიღაც ბავშვი გაკვეთილზე და გამოვაყვანინეთ ეს ჩემი ძმაკაცი..
გავიყვანე უკან და ვეკითხები რატო გვატყუებდი რო ეს შენი ბიძაშვილი იყო მეთქი და რაღაც სისულელე მიპასუხა...
ხო და ეგრევე სახეში გავარტყი და წიხლიც მივაყოლე

და აუტყდა სიცილი... ამასაც, ჩვენ ორ ძმაკაცსაც და ბიძაშვილსაც...
ხო მაგრად დამცინეს და გამაბანძეს, მაგრამ ისე მომეშვა, ეხლაც მახსოვს

ერთი არ მისაყვედურია არავისთვის რატო გამეკაიფეთ მეთქი

ვიცი რა შეგრძნებაცაა
Mens sana in corpore sano...