მეც გამახსენდა ბავშვობა და ავყირავდი.
ლიახვის ხომ კაია, მე ფრონეზე და ფცაზე ვიჭერდი ფშანებში, ან დიდი ლოდების ქვეშ ხელით.
აბა სად მქონდა მაშინ სპინინგები და ათასი ხარახურა.
ციმორმა გოჭივით იცის გატრუნვა მუცელზე რომ წაუთათუნებ თითებს.
წავალ კიტრანას შევწვავ, ქაშაყების ოჯახიდანაა და ჩვენთან "მოივასაც" ეძახიან, არადა სულ სხვა რამეა კიტრანა.
შეწვისას გაჭრილი შუშა კიტრის სუნი დგება, ამიტომ დაარქვეს ეს სახელი.
ესენიც ჩემი დაჭერილებია, ოღონდ ადრე.
საყინულე გავცალე გუშინ და რამდენი რამე ვიპოვე ამასთან ერთად.
/ბოლო 6 წელია აკრძალეს ამ სახეობაზე თევზაობა, პოპულაციამ საგრძნობლად იკლო და ამიტომ მიიღეს ასეთი კანონი./