საჭირო და აქტუალური თემაა, მადლობა ავტორს. ვინც ქვეყანაში მასიურ უკიდურეს გაჭირვებას ვერ ხედავს ან თავს იტყუებს ან ჩვენ ან იზოლირებულ სივრცეში ცხოვრობს(მანქანით გადაადგილდება. არ უწევს მოხვედრა საზოგად.თავშეყრის ადგილებში. არ ქონტაქტობს განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებთან ...)
ოღონდ ერთი ნიუანსი კარგი იქნებოდა რომ დაგეზუსტებინათ. თქვენი ჩამოთვლილი პრობლემების შედეგად ასახელებთ ერთ ერთ სავარაუდო ცუდ შედეგს - ესაა ინვესტიციების შემცირება. მსგავს თემაზე იყო სტატია ფორბსის ქართულენოვან საიტზე. სტატია შეაფასა დადებითად რომან გოცირიძემ(ალბათ იცით ვინც არის) დავაციტირებ ჩვენს შორის შემდგარ დიალოგს ფეისბუქზე. (იმედია ბ-ნი რომანი წინააღმდეგი არ იქნება)
ბ-ნო რომან ფორბსის სტატიაზე (http://forbes.ge/news/504/ratom-gaufasurda-lari) იყო თქვენი შეფასება "კარგი ანალიზია", ზემოთმოყვანილი სტატიიდან ალოგიკური მომეჩვენ ერთი პასაჟი . კერძოდ ამ წანამძღვარიდან :
" ფაქტორული შემოსავალი ძირითადად შედგება ინვესტიციებისგან მიღებული შემოსავლებისგან (მოგება, დივიდენდი). რადგან საქართველოში გაცილებით მეტი უცხოური ბიზნესია, ვიდრე ქართული – საზღვარგარეთ, ქვეყნიდან გამავალი ნაკადები აჭარბებს შემომავალს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ამ გზით ქვეყნიდან 158 მილიონი დოლარი გაედინა."
როგორ მივიდა სტატიის ავტორი ამ დასკვნამდე :
" უცხოელებისთვის მიწების მიყიდვის გართულება, სავიზო რეჟიმის გამკაცრება, ........................ რაც დააფრთხობს პოტენციურ უცხოელ ინვესტორებს "
ერთი მეორესთან წინააღმდეგობაში არ მოდის? უფრო მარტივად რომ ვთქვათ - თუ ინვესტიციებს საბოლოო ჯამში უფრო მეტი ვალუტის გადინება მოჰყვება ვიდრე იყო ინვესტირებული და ამასთან სტატიის ავტორს ლარის კურსის დევალვაციის ერთ ერთ მიზეზად ვალუტის გადინება მიაჩნია - ამ პრობლემის მოგვარების ერთ ერთი მეთოდი რატომ უნდა იყოს ინვესტიციების გაზრდა, რომელი ინვესტიციებით ავტორისეული განმარტებით ხელს უწყობს ვალუტის გადინებას. წინასწარ გმადლობთ.
რომან გვენცაძე:
ცოტა ბუნდოვნად წერია. ჩვენთან ყველა დიდი კომპანია უცხოურია(ყველა ბანკი მათ შორის) და გააქვთ კაპიტალი ქვეყნიდან, ძირითადად, დივიდენდების სახით. ასევე მოგებიდანაც აბანდებენ ფულს საზღვარგარეთ. ამიტომ სხვაობა საზვარგარეთ არსებული ქართული ფირმების ანალოგიურ გადმორიცხვას შორის, ამ მუხლში არ არის ჩვენს სასარგებლოდ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა უცხოურ კომპანიას გააქვს მოგრბა. პირიქით, აქვე აბანდებენ, რეინვესტირებას ახდენენ, რაც ითვლება უცხოურ ინვესტიციად ჩვენთან.
მე:
ბ-ნო რომან რეინვესტირების საბოლოო მიზანი ხომ მაინც მოგების გატანაა(ერთეული შემთხვევების გარდა ) მაინც წინააღმდეგობაში ვარდება სტატიის ავტორი.
ამის შემდგომ ბ-ნ რომანს აღარ უპასუხია. შესაძლოა წინასაახალწლო აჟიოტაჟის დროს ვეღარ მოიცალა ზოგადსაკაცობრიო თემაზე სამსჯელოდ

მოკლედ მაინტერესებს ზემოთაღნიშნული მიდგომა(უცხოური ინვესტიცია დადებითი მოვლენაა) გავრცელებული კლიშეა და ძალიან აქვს გადგმული ფესვები აზროვნებაში თუ უცხოური ინვესტიცია სინამდვილეში ეკონომიკური ნარკოტიკია სწრაფი ეფექტით მაგრამ საბოლოო ჯამში უარყოფითი გავლენა აქვს ქვეყანაზე?
თუ ვინმე კარგად ერკვევით ამ საკითხში მოკრძალებული თხოვნაა მიპასუხოთ არგუმენტირებულად ამავე დროს სასურველია მარტივად ჩამოაყალიბოთ აზრი, არისტოტელის,სენეკას და ქსენოფონტის ციტირებების გარეშე